(ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი:” პირდაპირ ვამბობ, ამ კანონით, რომელიც სააკაშვილის პარლამენტამ მიიღო, პატრიარქის სიცოცხლე დადგა საფრთხის ქვეშ!

images (1)ვესაუბრებით პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერს, სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრს, თემურ შაშიაშვილს.

– ბატონო თემურ, როგორ შეაფასებთ პარლამენტის მიერ საპატრიარქოს გვერდის ავლით დაჩქარებული წესით იმ კანონის მიღებას, რომლის თანახმად საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანებები იურიდიული სტატუსით ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას გაუთანაბრდა?

– მე დიდი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობის მიზანმიმართული გენოციდი, ვისაც ეს არ სჯერა, ჩვენ მზად ვართ წარვუდგინოთ 20 ათას გვერდიანი მასალა სეიოზულ მეცნიერთა ჯგუფის მიერ გაკეთებული ანალიზი, რომელიც ადატურებს, რომ საქართველოში მიმდინარეობს მოსახლეობის გენოციდი.. თქვენს მიერ ხსენებული კანონი, რომელიც მოღალატე პარლამენტმა 5 ივლისს დაამტკიცა ამ გენოციდის შემადგენელი ნაწილია!

ეს ხელისუფლება მხოლოდ ახლა კი არ წავიდა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, არამედ სააკაშვილი ყოველთვის აკეთებდა იმის საწინააღმდეგოს, რასაც პატრიარქი ბრძანებდა. გადაშალეთ მისი უწმინდესონის ეპისტოლეები, და ნახავთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ყველაფერი უკუღმა და საწინააღმდეგოდ აქვს გაკეთებული.

აი, მაგალითად, პატრიარქი თავის ეპისტოლეებსა და ქადაგებაში მუდმივად ხაზს უსვამს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ნიშნავს საქართველოს ფეხზე დაყენებას! რას აკეთებს ხელისუფლება? სააკაშვილმა საქართველოს სოფლები აქცია საკონცენტრაციო ბანაკად!

საქართველოში დახმარებად შემოსული 4 მილიარდი დოლარიდან 1 მილიარდი უნდა მოხმარებოდა სოფლის მეურნეობის განვითარებას, მაგრამ სად წავიდა ეს ფული, არავინ იცის!

მეტსაც გეტყვით, საქართველოს ბანკებიდან გაცემული სესხების მხოლოდ 1% მოდის სოფლის მეურნეობაზე, 12-ჯერ მეტი გაიცემა იმაზე, რომ საქართველოს ფარგლებს გარედან, თურქეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოიტანონ სოფლის მეურნეობის პროდუქტები.

თქვენ გესმით, ეს რას ნიშნავს? ეს არ არის გენოციდი და პატრიარქის მოწოდებების წინააღმდეგ წასვლა?

აი, სწორედ ამ ყველაფერთან საბრძოლველად იყო და არის მოწოდებული სახალხო კრება. ჩვენ ვამბობდით, რომ მაისის აქციები იყო ბრძოლა მამულისათვის, დემოკრატიისათვის შიმშილის დამარცხებისა და სამშობლოს მომავლისათვის, მაგრამ სააკაშვილმა ყველაფერი დაიყვანა იქამდე, რომ სახალხო კრება იყო ბურჯანაძის გაერთიანება. ამით სააკაშვილი ებრძოდა ბურჯანაძესაც და მთლიანად სახალხო კრებას, რაც მტავარია, ებრძოდა საქართველოს.

არადა, სახალხო კრება არის არა ბურჯანაძის გაერთიანება, არამედ ხალხის, პოლიტიკოსებისა და ზნეობრივი ავტორიტეტების ერთობა. დიახ, მე ზნეობრივ ავტორიტეტად ვთვლი ყველა იმ პიროვნებას, ვინც, ნონა გაფრინდაშვილიდან დაწყებული სახალხო კრებაშია და თანაუგრძნობს სახალხო კრებას!

– ანუ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ოთარ კობერიძემ ჩამოხრჩობა მიუასჯა?

– დიას, სააკაშვილის მხარეზე დგას ოთარ კობერიძე, რომელიც 21-ე საუკუნეში ჩამოხრჩობის ტერმინოლოგიით ლაპარაკობს და ხალხის მხარეს არის ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც დემოკრატიაზე, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ქვეყნის მომავალზე ლაპარაკობს და იბრძვის ამისათვის!

მე თქვენს გაზეთში წავიკითხე ამირან შალიკაშვილის ინტერვიუ და გაოცებული დავრჩი. ბატონი შალიკაშვილი ამბობს, პანტომიმის თეატრი პოლონეთში გასტროლებზე გაგვიშვა და იმიტომ კარგი ხელისუფლებაა, 26 მაისს სწორედ ისე უნდა დაერბიათ ხალხი, როგორც დაარბიესო.

– არადა ამ ცოტა ხნის წინ, შალიკაშვილი თქვენზე და ბევრ ოპოზიციონერზე მწვავედ აკრიტიკებდა ამ ხელისუფლებას!

რა თქმა უნდა ტრაგედია რაშია იცით? ყველა ოჯახიდან ერთი ადამიანი მუშაობს, ხელფასს იღებს ზოგს რაღაცით მიეხმარა ეს ხელისუფლება და ამ ხალხმა ხელფასზე და ფულზე გაყიდა სინდისიც და ქვეყანაც!

ჩვენ სახალხო კრებაში ვაანალიზებდით ბევრ რამეს და ვამბობდით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ხელისუფლებას არ უნდა ვაპატიოთ ის დამოკიდებულება, რომელიც პატრიარქის მიმართ აქვს, უბრალოდ ამას ხმამაღლა არ ვლაპარაკობდით, ვინმეს რომ არ ეფიქრა, ეკლესიას ეფარებიან ზურგს უკანო!

ღმერთმა თქვა, მიწა არის ჩემი და მიწის გაყიდვის უფლება არ გაქვთო. სწორედ ეს მიწა გაყიდეს ამათ, პატრიარქმა მოუწოდა ხელისუფლებას, წყალს ნუ გაყიდითო, ამათ კი „თბილწყალკანალი“ რუსეთის სახელმწიფო კომპანიას მიჰყიდეს!

განათლების სისტემაზე პატრიარქი რასაც ამბობდა, იმის საწინააღმდეგო რეფორმები გატარდა საქართველოში!

ერთი სიტყვით ამ ხელისუფლების ყველა მოქმედება მიმართულია უფლის, ბიბლიისა და პატრიარქის წინააღმდეგ!

აქედან გამომდინარე, რა არის გასაკვირი იმაში, რომ მართლმადიდებლობის, ქართული ეკლესიის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს? სააკაშვილის ხელისუფლებას უნდოდა პატრიარქის ხელით გაეკეთებინა ეს, მაგრამ პატრიარქმა არ გააკეთა, რაც ამ ხელსუფლებას უნდოდა..

საქართველოდან სომხეთში დაბრუნდა გარეგინ მეორე და თქვა, არაფრით ჩამოვედიო, ანუ ვერაფერი გადავწყვიტეო, ამით გულმოსულმა სააკაშვილმა ორ დღეში გააკეთა ის, რისთვისაც გარეგინ მეორე ამდენი დღე იმყოფებოდა და ვერ გააკეთა!

მე პირდაპირ ვამბობ, ამ კანონით, რომელიც სააკაშვილის პარლამენტმა მიიღო, პატრიარქის სიცოცხლე დადგა საფრთხის ქვეშ.

– პატრიარქის სიცოცხლეს რატომ უქმნის ეს კანონი საფრთხეს?

– იმიტომ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ, სააკაშვილს არარ აწყობს ცოცხალი პატრიარქი.

ეს კანონი, პირველ რიგში მიმართულია ქართული მართლმადიდებური ეკლესიის წინააღმდეგ!

ამ კანონის უკან დგას 10 წლის წინ შედგენბ=ნილი დოკუმენტი, რომლის თაობაზეც შევარდნაძეს ჩემტან და რამდენიმე პიროვნებასთან ჰქონდა საუბარი, და მან თქვა, ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში ადრჩენა უკვე წარმოუდგენელია, ისეთ მოთხოვნებს გვიყენებენ აგრედანო!

– კი მაგრამ რა დოკუმენტი იყო ასეთი?

– საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში ეპარქიებს მისცემოდათ დამოუკიდებლობა. ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი გეგმა და ამ გეგმის შესასრულებლად საქართველოში ჰყავთ სააკაშვილი.

რამდენიმე წლის წინათ, ეს იყო თუ არ ვცდები 2004 თუ 2005 წელს, სააკაშვილი მივიდა საპატრიარქოში, ჭიქა აიღო ხელში და სადღეგრძელოში თქვა ასეთი რამ საქართველოს ეკლესიის დაშლასთან ისეთი პროგრამა იყო შემოტანილი, რომ შეშფოთებული ვარო და პატრიარქს აღუთქვა, ეს პროგრამა არასოდეს განხორციელდება საქართველოშიო!. ზუსტად ამ პროგრამას მოაწერა ხელი სააკაშვილმა 2011 წლის 5 ივლისს!

დღეს ეკლესისი ერთიანობის შენარჩუნება მხოლოდ პატრიარქის ავტორიტეს შეუძლია. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მისი უწმინდესობა, თორემ ქართულ ეკლესიას დაშლისაგან ვეღარაფერი გადაარჩენს!

დააკვირდით, რას ამბობენ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირებულ ყველა კონფესიას უფლება მიეცემა ჰუმანიტარული დახმარება გაწიოსო! სწორედ ეს არის კატასტროფა, ყველა კონფესია დაეხმარება იმას, ვინც მართლმადიდებლობას უარყოფს და ამა თუ იმ კონფესიის წევრი გახდება.

ძალიან კარგად ვიცით, გორორ გახადეს დაამიანები საქართველოში სხვადასხვა სექტის წევრები. დამშეული და დაუძლურებული ხალხი გარბის სხვადასხვა სექტაში, სადაც პურს აძლევენ. აი, რატომ დაამშიეს საქართველო!

მე ვნახე საჩხერესა და ჭიათურაში რას უშვებოდნენ ხალხს. იეღოველებს სიები ედოთ წინ, ვის დაეხმარებოდნენ და ვის – არა! ვინც მათი წევრი გახდებოდა, ამათ ეხმარებოდნენ!

აი, ეს არის ჩადებული ამ კანონში! ევროპაში აღიარებულ ყველა ეკლესიას შეუძლია საქართველოში იურიდიული სტატუსიოთ არსებობა და საკუთრების მოთხოვნა!

საბჭოთა კავშირის დროსაც კი ვერ გაუბედეს სომხებმა საქართველოს, ყველა ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს სააკაშვილს. დიახ, საბჭოთა კავშირის დროს სომხეთმა ვერ გაუბედა საქართველოს, რომ ახალქალაქიდან ბათუმამდე გზა გასულიყო გოდერძის უღელტეხილზე, მაგრამ ეს გააკეთა სააკაშვილმა, ლარსის საბაჟო პუნქტიც მხოლოდ სომხებს გაუხსნეს. მე ვხედავ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ძაბავს ურთიერთობას ჩვენსა და სომხებს შორის, არადა ჩვენ მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობაუნდა გვქონდეს.

ამ დღეებში სომხური საავიაციო კომპანია „არმავიას“ ხელმძღვანელს ბაღდასაროვს შესთავაზეს „აირზენას“ ყიდვა.

ჩვენ რეალურად ვართ იმაზე მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე გვგონია!

წარმოიდგინეთ, ვის ეგონა, რომ ფრიდონ თოდუა ხმას მისცემდა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კანონს? ვის ეგონა, რომ რუსუდან კერვალიშვილი დაუჭერდა ამას მხარს? დარწმუნებული ვარ, ეს თავად პატრიარქსაც ვერ წარმოედგინა!

შეხედეთ, რა ხდება ქვეყანაში, როცა ვინმე შოთა უტიაშვილი უცხოური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში აკეთებს ზეპოლიტიკურ განცხადებას, საქარევლოს პოლიტიკურ სპექტრში ერთი გიგანტი და მრავალი ჯუჯა არისო. წარმოიდგინეთ, პოლიციური უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს ამას და აკეთებს შეფასებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის გიგანტი, და დანარჩენი პოლიტიკური ძალები არიან ჯუჯები!

ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციის მაღალჩინოსანმა ასეთი განცხადება რომ გააკეთოს, მეორე დღეს დათავრდება მისი კარიერა!

ან მსგავსი დონის უზნეობა, რასაც ვანო მერაბიშვილი ლაპარაკობს, ვინმეს მოუსმენია.

– მერაბიშვილმა რომ განაცხადა, 26 მაისის მიტინგის დარბევისას ორი კაცი მოკვდა და ისინიც ბურჯანაძის ესკორტმა მოკლაო?

– დიახ, ამა ს ვგულისხმობ! მერაბიშვილმა თქვა და დამთავრდა ყველაფერი. გამოძიება აღარ არის საჭირო. ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია!

საქართველოს მოსახლეობის 90% არ იცის სიმართლე, რა მოხდა 25-26 მაისს და მთელმა მსოფლიომ არ იცის, რომ ჩვენ აღლუმის ჩაშლა არ გვინდოდა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ და გთხოვთ, დიდი სიამოვნებით დაბეჭდოთ: ჩვენ გვინდოდა, რომ დავით აღმაშენებლის ქვეყანაში მიწაზე მფორთხავ პრეზიდენტს აღლუმი არ მიეღო! 25-26 მაისს სახალხოიო კრება ქართველ ხალხს სთავაზობდა ვაჟკაცურ და ღირსებით სასე წინადადებას, რომ მიწახზე მფორთხავ, მშიშარა მთავარსარდალს არ მიეღო აღლუმი!

დიახ, ქვეყანას ჰყავს მშიშარა პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოში ბევრი ვინმე შეაშინა და აქცია მშიშარად, როგორიც თვითონ არის!

რეზო ჭეიშვილ;მმა თქვენი გაზეთის ფურცლებზე განაცხადა, აბა რა ეგონათ, ბურჯანაძის გვერდით რომ დადგნენო. ნინო ბურჯანაძის კი არა, საქარველოს გვერდით დავდექით, ბატონო რეზო! ნინო ბურჯანაძის გვერდით თქვენ იდექით 2000 წელს თამარ მეფე რომ უწოდეთ!

დიახ, 2003 წელს რეზო ჭეიშვილმა ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ნინო ბურჯანაძეს თამარ მეფე უწოდა. დღეს კი მას ლანძღავს და სააკაშვბილს აქებს!

ვინ როგორ ასიამოვნებს სააკაშვილს, იმათ ჭკუაზე მე ვერ ვივლი! მე ბედნიერი ვარ, რომ არავითარი ურთიერთობა სააკაშვილთან არ მაქვს!

ნინო ბურჯანაძეს დრეს აქვს დიდი ღირსება, ორმ არავიტარ შემთხვევაში არ გაურიგდება ამ ხელისუფლებას! ასეთი პოლიტიკოსი საქართველოში დღეს სამთლით არის საძებარი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მიეყიდა და გაურიგდა სააკაშვილს!

სახალხო კრებას იმიტომ ებრძვიან, რომ იქ ქართული სულით დატვირთული ადამიანები არიან!

რეზო ესაძე და საქარველოს გაყიდვა? ვინმეს შეუძლია ეს იფიქროს? სადაც ნონა გაფრინდაშვილია, გია ბურჯანაძეამ ელიზბარ ჯაველიძეა, იქ შეიძლება საქართველოს გაყიდვაზე იყოს ლაპარაკი? დიმა ჯაიანი და საქართველოს გაყიდვა? სოსო ჯაჭვლიანი და საქართველოს გაყიდვა? არ გცხვენიათ ხალხო?

კარგი, არ მოგწონთ ნინო ბურჯანაძე, არ მოგწონთ თემურ შაშიაშვილი, მაგრამ ენა როგორ გიბრუნდებათ იმის სათქმელად, ორმ სახალხო კრებაში ქვეყნის გამყოდველები არიან?

კი, ბატონო, მეც და ნინო ბურჯანაძემაც ბევრი ქცევით დარტყმ,ა მივაყენეთ სახალხო კრებას, ბევრი რამ გვაქვს გასათვალისწინებელი, მე ვაღიარებ მამას და ქალბატონმა ნინომაც უნდა აღიაროს!

– ბატონო თემურ, ფოტორეპირტაჟების დაკავებას რას უკავშირებთ და გჯერათ თუ არა , რომ ისინი ჯაშუშები არიან?

– ეს არის მშიშარა პრეზიდენტის ბოდვები! სააკაშვილი პრეზიდენტი რომ აღარ იქნება, მასზე ისეთი სურათები გამოქვეყნდება, რომ ყველა გაოგნდება, პრეზიდენტი, რომელიც ოთხი საათის განმავლობაში ტყეში იკარგება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა სურათები ექნებათ მასზე?

დარწმუნებული ვარ, ამ ფოტოგრაფების დაკავებაც სააკაშვილის პიკანტურ ფოტოებს უკავშირდება. არაადამიანური ცხოვრებით ცხოვროვბს ეს კაცი და ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც სააკაშვილი სუფრასთან უნახავს და იცით, თუნდაც საჭმელს როგორ ჭამს!

– თქვენ ყოფილხართ სუფრასთან სააკაშვილთან ერთად?

ვყოფილვარ და რაც მინახავს, იმაზე ეხლა ლაპარაკი არ მინდა!

სხვათაშორის, ამ ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს სერიოზული მზადება აარცევნებისთვის: ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მიჰყავთ კორპუსის კოორდინატორები, ორი-სამი დღე ფუფუნებაში ამყოფებენ და ეუბნებიან, მოგვეცით სიები თქვენს კორპუსში ვინ არის ოპოზიციურად განწყობილი ვინ არ უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“,. ჩვენ ამ ხალხს გავასახლებთ და ისეთ კორპუსებბში შევასახლებთ, რომლებიც საერთოდ არ იქნებისნ შეყვანილი საარჩევნო სიებშიპო!

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: საცხოვრებელ კორპუსებში ვინც არის კოორდინატორი,ყველა არის დამსმებნნი, 300 ლარს უხდიან ხელფასს, იმისათვის, რომ საკუტარი მეზობელი დააბეზღონ. სიებს ადგენენ, ვინ დადის მიტინგზესურათებს უღებენ ასეთ ადამიანებს და პოლიციაში იაქვთ, ჩემი სადარბაზოდან ესა და ეს წავიდა აქციაზეო!

მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე დამსმენს არ ესალმებოდნენ, დამსმენთან სუფრაზე არ სხდებოდნენ! დრეს დამსმენები დაასვეს თავზე ქართველ ხალხს!

ეს აღარც ქრისტიანობაა, არც მართლმადიდებლობა, აღარც კაცობა! „ნაციონალურ მოძრაობის“ყველა კოორდინატორის გვარი უნდა ამოვიღოთ და ისინი ისტორიაში უნდა დავტოვოთ, როგორც დამსმენები.

საააკშვილზე უფრო დიდი უბედურება დღეს ეს ხალხია საქართველოსათვის!

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *