( ასავალ-დასავალი)მინდა გაგაფრთხილოთ თქვენც და ასავალ-დასავალის მკითხველიც, რომ ჩვენი საუბარი ძალიან მძიმე იქნება

 

7792009 წლის 7 აგვისტოს საჯაროდ იქნება წაკითხული სააკაშვილის იმპიჩმენტის ტექსტი, 7 ნოემბერს კი ქართველი ხალხი ამ ხელისუფლების განაჩენს გამოაცხადებს!

ვესაუბრებით იმერეთის ყოფილ გუბერნატორს, პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერს თემურ შაშიაშვილს, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად მუშაობს სააკაშვილის რეჟიმისათვის სახალხო სასამართლოს მოწყობაზე.

– ბატონო თემურ, რა ეტაპზე არის თქვენი ინიციატივა სააკაშვილის რეჟიმისათვის სახალხო სასამართლოს მოწყობის შესახებ? თუ დაიწყეთ უკვე მუშაობა, თუ შემოვიდა კონკრეტული ბრალდებები სააკაშვილის ან ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების მიმართ და, საერთოდ, რამდენად შესა’ლებელია ამ სახალხო სასამართლოს მოწყობა?

– თავდაპირველად მინდა, თქვენც და “ასავალ-დასავალის” მკითხველიც გავაფრთხილო, რომ ამ ინტერვიუში მე ვისაუბრებ ძალიან მძიმე თემებზე. დიახ! ჩვენი დღევანდელი საუბარი იქნება ძალიან მძიმე და ამისათვის თქვენც და მკითხველიც მზად უნდა იყოთ!

– გისმენთ, ბატონო თემურ, დაიწყეთ!

– ნამდვილად არ მეგონა, თუ ჩვენს პროექტს, რომელსაც ჰქვია “ხალხი ასამართლებს”, ამხელა გამოხმაურება და მხარდაჭერა ექნებოდა. ამ პროექტის მიმართ ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდათ პოლიტიკური პარტიებსაც, მაგრამ ის პოლიტიკური ’ალები, რომლებიც სისუფთავესა და პატიოსნებაზე არიან ორიენტირებულნი, დღეს თითქმის ერთხმად უჭერენ მხარს სააკაშვილის რეჟიმისათვის სახალხო სასამართლოს მოწყობას!

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტის გამო ჩვენი პოლიტიკური ძალის “თეთრების” მიმართ ’ლიერდება ხელისუფლების აგრესია. ადგილი აქვს ჩვენი დაშინების, დატერორების მცდელობას, კეთილისმსურველები ოფისის შეცვლასაც კი გვირჩევენ.

– რატომ?

– გვეუბნებიან, რომ ხელისუფლებას უკვე ჰყავს ჩვენს რიგებში ჩანერგილი თავისი აგენტები. გარდა ამისა, გვითხრეს, რომ ჩვენი ოფისი მთლიანად კონტროლდება ტექნიკურად, ანუ მიდის ფარული ჩაწერები, გადაღებები და ა. შ. ჩვენი ოფისი არის მესამე სართულზე და შემოგვითვალეს, მეორე სართულიდან ვაკონტროლებთ ყველაფერსო. ეს ხმები მოგვივიდა უშუალოდ ხელისუფლების შიგნიდან.

ჩვენმა პროექტმა “ხალხი ასამართლებს” ძალიან ბევრ ცნობილ იურისტში გამოიწვია უდიდესი მხარდაჭერა. სერიოზული კონსულტაციები გვაქვს ევროპაში აღიარებულ უძლიერეს სპეციალისტთან მინდია უგრეხელი’ესთან, რომელმაც პინოჩეტი გაასამართლა.

თუ მინდია უგრეხელიძე ჩაუდგება სათავეში იმ ოფისს, რომელმაც უნდა მოამზადოს სახალხო სასამართლო, ეს იქნება ძალიან დიდი საქმე!

– რატომ გადაწყვიტეთ სააკაშვილისათვის სახალხო სასამართლოს მოწყობა?

– ჩვენ არ ვასამართლებთ მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, ჩვენი ამოცანაა მთელი რეჟიმის გასამართლება! არავის მიუცია სამართლებრივი შეფასება იმისათვის, რაც დამოუკიდებელ საქართველოში მოხდა. ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში პირველ ადგილზეა ენერგეტიკული რესურსებით, ქვეყანა, რომელიც თავისი ინტელექტუალური რესურსებით მსოფლიო ხუთეულში შედის, ქვეყანა, რომელიც ბუნებრივი რესურსებით მსოფლიო შვიდეულს არ სცდება, ყველაზე ცუდად ცხოვრობს და ასეთი რესურსების მქონე ქვეყანაში ყველაზე ძვირია ცხოვრება! რატომ ხდება ეს?

რა ხდება ეკონომიკაში? რა ხდება განათლებაში? რა ხდება დემოგრაფიაში, მედიცინაში, საერთოდ? რატომ არის ქცეული ქართული სოფლები საკონცენტრაციო ბანაკებად? თურქეთთან საზღვრის გახსნამ გამოიწვია თუ არა ჩვენი სოფლის მეურნეობის, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის განადგურება?

ჩვენ გვინდა, ეს ყველაფერი გავაანალიზოთ, ვუთხრათ ხალხს და ხალხი გაასამართლებს ამ ხელისუფლებას.

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ უწყობდა ხელს საქართველოში ისეთი კვების პროდუქტების შემოტანას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აავადებდა ადამიანებს. ვინ იყო ჯართის გატანის ინიციატორი? ნულოვან აუქციონზე რატომ გაიყიდა მთელი სიმდიდრე? ვინ იღებდა გადაწყვეტილებას საქართველოდან ხეტყის გატანის თაობაზე? ეს ყველაფერი უნდა გაიგოს ხალხმა.

მეც უნდა ვაგო პასუხი ყველაფერზე!

– თქვენს თავს რაში ადანაშაულებთ?

– თუ მე ამ ყველაფერზე თავის დროზე არ გამომითქვამს პროტესტი, თუ არ შევწინააღმდეგებივარ საქართველოს დაქცევას, მაშინ მეც მომეკითხება პასუხი. ყველა იმ ადამიანის დანაშაული, ვისაც მაღალი პოსტები ეჭირა, უნდა იქნას გამო’იებული.

უნდა გაირკვეს, ვინ დაუჭირა მხარი საქართველოს დსთ-ში შესვლას? ვინ იყო საქართველოს ქონების ნულოვან აუქციონზე გაყიდვის მომხრე? ყველა ამ ხალხის სახელი და გვარი, მათი საქმიანობა უნდა იქნას გამოტანილი ხალხის სამსჯავროზე.

– გამოდის, რომ სახალხო სასამართლომ არამარტო სააკაშვილის, არამედ შევარდნაძის რეჟიმიც უნდა გაასამართლოს?

– რა თქმა უნდა! სააკაშვილის რეჟიმი და შევარდნა’ის რეჟიმი ერთი და იგივეა. “მოქკავშირის”, “ნაცმოძრაობისა” და დღეს ქუჩაში მდგარი ბევრი პოლიტიკური ძალის იდეოლოგია ერთნაირია. ჩვენ უნდა გავასამართლოთ ის ხელისუფლებები, რომლებიც გარედან იმართებოდნენ. გარედან იმართებოდა “მოქკავშირიც” და “აღორძინებაც”, გარედან იმართება “ნაცმოძრაობა” და პოლიტიკური ძალების დიდი ნაწილი.

ხალხმა უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ საქართველოს უბედურება არის ის ხელისუფლება, რომელიც იმართება გარედან!

ძალიან ბევრ პარტიას და პოლიტიკოსს მიაკითხავენ. მე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ, ყველაფერზე ვაგო პასუხი. მე ამის შესახებ ჯერ კიდევ 1997 წელს მაქვს დაწერილი ხელწერილი და ეს გამოქვეყნებულია!

– რა ხელწერილს გულისხმობთ?

– 1997 წელს მე გამოვაქვეყნე ხელწერილი, სადაც ვწერდი, თუ აღმოჩნდება, რომ თანამდებობაზე მისვლის შემდეგ შევი’ინე რაიმე ძვირადღირებული ქონება, სახლი, მანქანა და ა. შ., ე. ი. ეს ყველაფერი ნაქურდალი მაქვს-მეთქი. იმ ხელფასით, იმ ფულით, რასაც მე ვიღებდი თანამდებობაზე ყოფნის დროს, არ მქონდა ფუფუნებაში ცხოვრების საშუალება და თუ ფუფუნებას მოვიწყობდი, მხოლოდ ხალხისთვის მოპარული ფულით. ამიტომაც დავწერე ეს ხელწერილი და ვთქვი, რომ თუ ვინმე აღმომიჩენდა ნაქურდალ ქონებას, პასუხს ვაგებდი.

აღმომიჩინა ვინმემ რამე? დღესაც, როცა თანამდებობაზე აღარ ვარ, შეუძლიათ, შეამოწმონ ჩემი ქონება და თუ რამეს აღმომიჩენენ, დაუნანებლად ვაჩუქებ.

მაშინ ყველა თანამდებობის პირს მოვუწოდე, დაეწერათ მსგავსი ხელწერილები, მაგრამ არავინ დაწერა და ვინ როგორ გამდიდრდა, ვინ რამდენი ფული იშოვა ქვეყნის გაღატაკების ხარჯზე, ყველა წარსდგება ხალხის სამსჯავროზე.

ჩვენი უბედურება არის იმაში, რომ კორუფციული სისტემის შემქმნელს ტაშს ვუკრავთ, კორუფციული სისტემის მსხვერპლს კი ვიჭერთ!

ხალხმა უნდა გაასამართლოს არა კორუფციული სისტემის მსხვერპლი, არამედ კორუფციული სისტემის შემქმნელი!

დღეს თუ საქართველოში გინდა იპოვო ბანდიტი, ქურდი, ტერორისტი, რუსეთში ბიზნესის მქონე და ყველანაირი უბედურების ჩამდენი, უნდა ეძებო პარლამენტში. მ’იმე რამეს ვამბობ, მაგრამ ყველა ჩემს სიტყვაზე ვაგებ პასუხს! მზად ვარ, პროკურატურასაც მივცე ჩევნება!

მზად ვარ, ვილაპარაკო ყველაფერზე, ტარიელ ონიანის მეგობრებით დაწყებული, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან და ’ალიან ბევრი პიროვნებით დამთავრებული, რომლებიც პარლამენტის წევრები არიან და პარლამენტის სხდომებს ერთხელაც არ დასწრებიან!

– კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

– ძალიან ბევრს! სააკაშვილმა თავისი ’მაბიჭი ბიზნესმენების კლუბად აქცია პარლამენტი! სოროსი იმდენად მოედო ამ ქვეყანას, რომ სოროსის ფონდის ყოფილი თავმჯდომარე დარჩიაშვილი არის ხელისუფლების მთავარი იდეოლოგი. უნივერსიტეტის რექტორი – სოროსელი, ქალაქის მერი სოროსელი და შინაგან საქმეთა მინისტრი – სოროსელი. ყველა ძირითად თანამდებობაზე დღეს არიან სოროსელები.

ჩვენ ვლაპარაკობთ სწორედ ამ სისტემის გასამართლებაზე! აქვე მინდა შევეხო სააკაშვილის რამდენიმე დღის წინანდელ ვიზიტს სომხეთში.

– ტრიუმფალური ვიზიტი იყო. სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებაც კი მიანიჭეს სააკაშვილს.

– დღეს, როცა სააკაშვილს ყველაზე მეტად უჭირს, არავინ არსად ეპატიჟება და ხელსაც კი არავინ ართმევს, რატომ მოუწყო მას ასეთი დახვედრა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა?

ეს სარქისიანი, იცით, ვინ არის? ეს არის დიდი მეგობარი კახა თარგამაძს. როცა თარგამაძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, იგივე პოსტი ეჭირა სარქისიანს სომხეთში, ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და კახა თარგამაძე უწყობდა მას გულთბილ შეხვედრებს. დიდი მეგობრები იყვნენ და არიან დღესაც.

სააკაშვილი ლაპარაკობს, რომ სომხეთი არის რუსეთის სატელიტი. თუ ასეა, მაშინ რუსეთის სატელიტი სომხეთის პრეზიდენტმა რატომ დაუჭირა მხარი სააკაშვილს? საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება რას ნიშნავდა?

ამ მიღებაზე გადაწყდა ახალქალაქიდან გზის გაყვანა ბათუმზე. სააკაშვილი, ჟვანია და “მოქკავშირი” არ იყო, თავის დროზე რომ ლაპარაკობდა, ამ გზის გაყვანა საქართველოს ღალატიაო? თუ ამ გზის გაყვანა “მოქკავშირის” დროს ღალატი იყო, ახლა არ არის ღალატი?

მე გზის გაყვანის წინააღმდეგი კი არა ვარ, არამედ საქართველოს დაჩოქებულ პრეზიდენტს რომ აი’ულებენ ამ გზის გაყვანას, ამაზე ვწუხვარ!

სახალხო სასამართლოზე იმის ანალიზიც გაკეთდება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დღეს 80 პროცენტი გვარშეცვლილი პიროვნებაა და მათი უმეტესობა სომხები არიან!

საქართველოს მთელი ბიზნესი დღეს მარტიროსიანი ბეჟუაშვილის ხელშია. მეც მყავდა მეგობარი მარტიროსიანი, მაგრამ იმას გვარი არ შეუცვლია!

იმის წინააღმდეგი კი არა ვარ, რომ სომეხი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური ნიშნით რომ იცვლიან გვარებს, ამის წინააღმდეგი ვარ!

კონტროლის პალატის თავმჯდომარით დაწყებული პრემიერ-მინისტრით დამთავრებული, შეი’ლება უმრავლესობას გვარები ჰქონდეს შეცვლილი და სომხური წარმომავლობის იყოს?

ძალიან მალე სამცხე-ჯავახეთში სომხეთის საკონსულო გაიხსნება!

– რას ამბობთ?

– დიახ, ასე იქნება! და იცით, რის სანაცვლოდ? სომხეთის პრეზიდენტი სარქისიანი გახდა შუამავალი სააკაშვილსა და პუტინს შორის, რომ რუსეთში მოღვაწე არცერთი ბიზნესმენი არ გაეკაროს ქართულ ოპოზიციას.

სააკაშვილი ი’ახის, ოპოზიცია რუსეთისგან იმართება და ონიანი აფინანსებსო. თუ ონიანი აფინანსებს ოპოზიციას და რუსეთიც ოპოზიციის მხარდამჭერია, მაშინ რატომ დააპატიმრა ონიანი რუსეთის ხელისუფლებამ?

რუსეთის ხელისუფლებამ რომ უთხრა სააკაშვილის ხელისუფლებას, ონიანს გადმოგცემთო, რატომ უთხრეს ამათ უარი?

დღეს პარლამენტში ზის 20-25 კაცი, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდა და იარაღასხმული დადიოდა თბილისის ზღვაზე კიტოვანთან და სიგუასთან.

ეს ხალხი არ უნდა გასამართლდეს?

ვინ მოკლა ზესტაფონში აკაკი ელიავა? აი, ამაზე უნდა აგოს პასუხი კახა თარგამაძემ და უნდა მოჰყვეს, ვინ იყო ის ოთხი თუ ხუთი კაცი, ვინც მიიღო ელიავას მოკვლის გადაწყვეტილება? იყვნენ თუ არა მათ შორის სააკაშვილი და ბურჯანაძე?

– ვინ გადაწყვიტა ელიავას ლიკვიდაცია?

– გადაწყვიტა იმ ხელმ’ღვანელობამ, რომელთაგანაც ბევრი დღეს ხელისუფლებაშია! ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. უნდა გაირკვეს ჟიული შარტავასთან დაკავშირებული საკითხები. რატომ გადაუარეს ჟიული შარტავას თაობას?

შევარდნაძემ გადაუარა ჟიული შარტავას თაობას!

დღეს ჟიული შარტავა რომ ყოფილიყო ცოცხალი, სწორედ იგი ჩაუდგებოდა სათავეში ამ რეჟიმის გასამართლებას. ის ვერ მოითმენდა ამ ყველაფერს! მივმართავ ჟიული შარტავას თაობის ყველა წარმომადგენელს: ნუ ხართ შემალული ბუჩებში, გამოდით და ამოიღეთ ხმა! ჟიული შარტავას პატიოსნებისა და ვაჟკაცობის მეტი არაფერი უსწავლებია ჩვენთვის!

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ზის ადამიანი, რომლის ოჯახიც გირგვლიანის მკლელობაშია გარეული. ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს უნდა ასამართლებდეს თუ არა ხალხი?

მერაბიშვილის ცოლი ბევრ რამეს აზის თავზე ამ ქვეყანაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასლან აბაშიძისათვის წართმეული მანქანებით დადის!

ესენი აკონტროლებენ დღეს ნარკობიზნესს, იარაღის ბიზნესს, ფულის გათეთრებას და ესენი არ უნდა გავასამართლოთ?

საქართველო იმასაც მოესწრო, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორსაც კი მერაბიშვილი ნიშნავს და ეს პოლიციური რეჟიმი არ უნდა გავასამართლოთ?

ამ ყველაფერზე უნდა გავჩუმდეთ იმის შიშით, რომ რამე არ დაგვემართოს? ჩვენ შეი’ლება დაგვაპატიმრონ, გვცემონ, მოგვკლავნ კიდეც, მაგრამ არ უნდა შევშინდეთ!

თქვენ ზემოთ მკითხეთ, უკვე მიიღეთ თუ არა კონკრეტული საბრალდებო დასკვნებიო! მინდა გითხრათ, რომ “ასავალ-დასავალი” ამ საქმეშიც პირველი აღმოჩნდა!

– “ასავალ-დასავალი” რა შუაშია?

– ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა მოგვცა ის საქმე, სადაც ჩამოთვლილი და დასაბუთებულია კონკრეტული ბრალდებები ამ ხელისუფლების მიმართ და ეს წერილი სწორედ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნდა. ეს არის უნიკალური მასალა. ასევე “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნდა კობა კაპანაძის მასალა “კლანის ანატომია” და ეს საქმეც შემოსულია ჩვენთან.

ერთი სიტყვით, ივლისის შუა რიცხვებიდან შეიქმნება ჩვენი ოფისი. სექტემბრიდან დაიწყება საქმეების მიღება, მაგრამ მანამდე სანიშანსვეტო დღე იქნება 7 აგვისტო.

– 7 აგვისტო ცხინვალში ომის დაწყების დღეა! რას აპირებთ ამ დღის წლისთავზე?

– 7 აგვისტოს, იმ უბედური ომის დაწყების წლისთავზე, გამოცხადდება სააკაშვილის იმპიჩმენტი! ამ დღეს საჯაროდ იქნება წაკითხული სააკაშვილის იმპიჩმენტის პროექტი! თუ ყველა პარტია შემოგვიერთდება, შეი’ლება იმპიჩმენტის პროექტის წაკითხვა მოხდეს იმავე “დინამოს” სტადიონზე!

ამ იმპიჩმენტის ტექსტზე უკვე მუშაობს 30-მდე სერიოზული იურისტი. იმპიჩმენტის პროექტს ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა!

2009 წლის 7 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს სახალხო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. ქართველ ხალხს, რომელსაც უკადრებელი აკადრეს, აქვს უფლება, 7 ნოემბერს გამოაცხადოს ამ ხელისუფლების განაჩენი!

ამ სასამართლო გადაწყვეტილებას ჩვენ გავგზავნით ყველა ევროპულ სტრუქტურაში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც აღფრთოვანებულნი არიან ამ უპრეცედენტო იდეით და ელოდებიან მის განხორციელებას!

სხვათაშორის, ერთ რამეს უნდა გავუსვა ხაზი აუცილებლად: ხალხი ითხოვს, რომ სახალხო სასამართლომ გაასამართლოს გუბერნატორები და რაიონების გამგებლები. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დამაფიქრებელი განცხადებაა!

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ვინც იყიდა და ვინც შეჭამა, იმის სასამართლოც უნდა მოეწყოს!

– კონკრეტულად შეგი’ლიათ გვითხრათ, ვის ხელშია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა?

– ეს არის უკრაინული ფირმა, რომლის უკან დგას ბეჟუაშვილიც და სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიაც! არის ერთი პიროვნება გვარად კაპანაძე, მეტსახელად “რიჟას” ეძახიან და დღესაც მის ხელშია მთელი ზესტაფონი. ეს ის “რიჟაა”, რომელიც სააკაშვილის ბი’ასთან თემურ ალასანიასთან ერთად დააპატიმრეს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში.

სწორედ ამ რესტორანში მიდიოდა ზესტაფონის ფეროს გადაფორმება და მაშინ დაიჭირეს ალასანია, ეს “რიჟა”, კოკაია და კიდევ რამდენიმე პიროვნება. ეს მოხდა 2004 წელს. მაშინ ოქრუაშვილი იყო გენერალური პროკურორი.

– ანუ ოქრუაშვილმა სააკაშვილის ბი’ა დაიჭირა?

– დიახ! დააპატიმრეს ყველა, ვინც იჯდა იმ რესტორანში მაგიდასთან. იქ იყო თემურ ალასანიაც და ისიც დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს! მაშინვე რომ გაეცხადებინა ეს ოქრუაშვილს, ეს იქნებოდა ღირსეული ნაბიჯი მისი მხრიდან!

როცა მე ვამბობდი, თავის დროზე “მოქალაქეთა კავშირმა” რუსეთიდან ერთი მილიონი დოლარი შემოიტანა-მეთქი, შევარდნა’ე უარყოფდა და ამბობდა, რას იგონებს შაშიაშვილიო, მაგრამ მერე თქვენს გაზეთში დაადასტურა, რომ მართლაც მოხდა ამ ერთი მილიონის შემოტანა!

– იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რომელ მილიონზეა ლაპარაკი და ვინ შემოიტანა რუსეთიდან ეს ფული?

– გეუბნებით, რომ 1999 წლის არჩევნების დროს, როცა “მოქალაქეთა კავშირის” გენერალური მდივანი იყო სააკაშვილი, რუსეთის ვიცე-პრემიერ აქსიონენკოსგან წამოიღეს მილიონი დოლარი.

როცა ამ ფულის ჩამოსატანად მიდიოდნენ მოსკოვში, ბილეთები აიღეს პრაღის რეისზე, ვითომ ჩეხეთში მიფრინავდნენ, მაგრამ კახა თარგამაძეს აქვს იმის დამადასტურებელი მასალები, რომ ეს დელეგაცია ჩეხეთში კი არ ჩასულა, არამედ ჩავიდნენ მოსკოვში, შეხვდნენ აქსიონენკოს და მისგან წამოიღეს ერთი მილიონი დოლარი!

– ვინ შედიოდა ამ დელეგაციაში და ვინ ჩამოიტანა ეს ფული?

– აქსიონენკო მაშინ იყო რუსეთის რკინიგზის უფროსი და “მოქკავშირის” დელეგაციის მასთან შეხვედრა მოაწყო საქართველოს რკინიგზის მაშინდელმა უფროსმა კაკო ჩხაი’ემ. დელეგაციაში იყვნენ ზურაბ ჟვანია და გია ბარამიძე. ჟვანია ყოყმანობდა, წასულიყო თუ არ მოსკოვში ფულის ჩამოსატანად, მაგრამ სააკაშვილმა გაიტანა თავისი.

მარტო ფულის ჩამოტანაში არ იყო საქმე, იქ მოხდა გარიგება!

– რა გარიგება მოხდა?

– “მოქკავშირს” ჰქონდა შიში, რომ არჩევნებში “აღორძინება” გაიმარჯვებდა, ამიტომაც გაურიგდნენ რუსებს, რომ რუსეთი არ მიხმარებოდა “აღორ’ინებას” და მხარი დაეჭირა “მოქალაქეთა კავშირისათვის”.

მე ეს მასალები ვნახე ჩემი თვალით! კახა თარგამაძემ მაჩვენა!

“პეტერსონ-ბელქნაფი” იყო და დღესაც არის მთავარი მოკარნახე, საქართველოში რომელი ბიზნესი ვის ხელში იყოს!

დღეს ლაპარაკობენ, რომ, თურმე, კახა თარგამაძე ბანდიტი ყოფილა, ნარკობიზნესი ჰქონია, ადამიანების გატაცებაში ყოფილა გარეული და ასეთი კაცი როგორ გაუშვეს ქვეყნიდან? როგორ არ დაიჭირეს და არ გაასამართლეს? ვის უნდა მოვთხოვოთ ამაზე პასუხი?

ვიდრე “მოქალაქეთა კავშირის” გენერალური მდივანი იყო სააკაშვილი, პირველი დამფასებელი, შემფასებელი და მეგობარი გახლდათ კახა თარგამაძის. 1999 წლის არჩევნები რომ შეჯამდა, სააკაშვილი გამოვიდა და კახა თარგამაძეს გადაუხადა მადლობა “არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის”.

რესტორან “ქართულ პურში” გაიმართა ბანკეტი, რომელზეც მიგვიწვიეს ყველა გუბერნატორი. ჟვანიამ და სააკაშვილმა მთხოვეს მისვლა, მერე სამეგრელოს გუბერნატორი, ჩემი ბავშვის ნათლია ბონდო ჯიქია გამოგზავნეს, მოვიდესო და მივედი ამ ბანკეტზე.

ამ ბანკეტზე ადგა სააკაშვილი, აიღო ჭიქა ხელში და შესვა კახა თარგამაძის სადღეგრძელო. ეს მე ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ყურით მოვისმინე!

სხვათაშორის, ამ ბანკეტზე კიდევ ერთი რამ იყო საინტერესო: სააკაშვილი მთელი სუფრის განმავლობაში ტელეფონზე კრეფდა ნომრებს, ვიღაცებს ურეკავდა და ეუბნებოდა: მიშა ვარ, სააკაშვილიო.

თურმე, ჩვევა ჰქონია ასეთი. აკრეფდა, უბრალოდ, ციფრებს ტელეფონზე და ვისთანაც მოხვდებოდა, ეუბნებოდა, მე მიშა სააკაშვილი ვარ, როგორა ხარო, და მერე უთიშავდა!

– კარგით, რა, ბატონო თემურ!

– გეუბნებით იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე! მარტო მე კი არ ვიყავი იქ, მთელი გუბერნატორები და მინისტრები იქ იყვნენ და ყველამ იცის ეს!

სხვათაშორის, 2001 წელს უნდა მომხდარიყო ის გადატრიალება, რაც 2003 წელს მოხდა.

– მერედა, რატომ არ მოხდა?

– იმიტომ, რომ სააკაშვილი არ იყო მაშინ 35 წლის და არ ჰქონდა უფლება, პრეზიდენტობაზე ეყარა კენჭი, სამაგიეროდ, კახა თარგამაძეს გაუჩნდა პრეზიდენტობის ამბიცია და ეს იყო მისი უდიდესი შეცდომა. სწორედ აქედან დაიწყო დაპირისპირება თარგამა’ესა და სააკაშვილს შორის!

1999 წლის არჩევნების დამთავრების შემდეგ ჟვანიასა და სააკაშვილს უნდოდათ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრად დაენიშნათ თავიანთი მეგობარი ვინმე რიჟინაშვილი. კახა თარგამაძემ მაშინ მისწერა წერილი შევარდნაძეს, სადაც ასაბუთებდა, თუ რატომ არ შეიძლებოდა რიჟინაშვილის მინისტრად დანიშვნა. ამ წერილში თარგამაძე ლაპარაკობდა რიჟინაშვილის კაცურ იმაზეც… ნუ, მიხვდით ხომ, რაზეა ლაპარაკი?

ამ წერილის შესახებ ცნობილი გახდა სააკაშვილისა და ჟვანიასთვისაც და ამან გამოიწვია მათი სერიოზული დაპირისპირება თარგამაძესთან! ეს დაპირისპირება იქამდეც კი მივიდა, რომ პოლიციას ბიუჯეტი შეუმცირა “მოქალაქეთა კავშირმა”.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მანაგაძის კაბინეტში 2000 წლის ბოლოს შედგა შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის. ფინანსთა მინისტრი მაშინ იყო ნოღაიდელი. მაშინ უთხრა ნოღაიდელმა თარგამა’ეს, ბიუჯეტში ფული არის, მაგრამ მე “მოქკავშირი” მავალებს, რომ არ მოგცეთ დაფინანსებაო. მაშინ თარგამაძე ხელითაც კი შეეხო ნოღაიდელს.

მეტსაც გეტყვით. თქვენ იცით, რა მოხდა 2001 წელს ჟვანიას კაბინეტში, როცა თარგამაძემ თქვა, გადავდგებიო?

რა მოხდა?

– ჟვანიას კაბინეტში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ თავად ჟვანია, ამერიკის მაშინდელი ელჩი მაილსი, კახა თარგამაძე და სააკაშვილი. თარგამაძესთან მიდიოდა გარიგება. თუ იგი იტყოდა, რომ ქვეყანაში სხვა წესრიგია საჭირო, უნდა შემცირდეს პრეზიდენტის უფლებები და გაიზარდოს პრემიერ-მინისტრის უფლებებიო, მოხდებოდა გადატრიალება და ჟვანია გახდებოდა პრემიერ-მინისტრი. თარგამაძეს შესთავაზეს პირველი ვიცე-პრემიერობა!

იცით, რა უფლებებით სთავაზობდნენ თარგამაძეს პირველ ვიცე-პრემიერობას? თარგამა’ის გადადგომა გამოიწვევდა მთელი მთავრობის გადადგომას. აი, ასეთ უფლებებს ანიჭებდნენ თარგამაძეს და ამის ერთ-ერთი ინიციატორი იყო სააკაშვილი!

კახა თარგამაძე ამას არ დაეთანხმა, თორემ, რომ დათანხმებოდა, 2001 წელს მოხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება!

და კიდევ, არსებობს სააკაშვილისა და თარგამა’ის დაპირისპირების ერთი ძალიან პიკანტური მიზეზი.

უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე ერთმანეთის გვერდი-გვერდ ისხდნენ იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე. უცებ იგრძნეს, რომ ოთახში ფეხსაცმლის ’ალიან მ’იმე სუნი იდგა! აღმოჩნდა, რომ სააკაშვილს ფეხზე ჰქონდა გახდილი და წინდები არ ეცვა.

– კარგით, რა, ბატონო თემურ! ფეხსაცმლის გახდა და ტრიბუნაზე ბრახუნი მე ხრუშჩოვისა ვიცი, რა შუაშია სააკაშვილი?

– მაცალეთ, მათქმევინეთ ბოლომდე. კახა თარგამა’ე ადგა და სააკაშვილის ფეხსაცმელები გარეთ გაყარა. სხდომა რომ დამთავრდა, სააკაშვილი დადიოდა ფეხშიშველი და ე’ებდა ფეხსაცმელებს. ამის გამო მოხდა მათ შორის სერიოზული შელაპარაკება. ეს არის რეალობა!

– ტარიელ ონიანისა და სააკაშვილის დაპირისპირების მიზეზიც ასეთი პიკანტური ხომ არ არის?

– მე მივმართავ “ასავალ-დასავალის” ფურცლებიდან სააკაშვილს: მან ან მისმა რომელიმე მომხრემ მიჩვენოს სააკაშვილის ერთი გამონათქვამი მაინც ონიანის წინააღმდეგ მანამ, სანამ ონიანი ესპანეთის პოლიციამ არ დაიჭირა.

საკაშვილი ონიანს ხვდებოდა პარიზში, ბარსელონაში და ხვდებოდა წყნეთშიც, “კანონიერი ქურდის” ხაჩი’ის აგარაკზე.

“ვარდების რევოლუციის” მესამე დღეს საქართველოში ჩამოვიდნენ ონიანი და ბერეზოვსკი, რომლებიც შეხვდნენ სააკაშვილს. ბერეზოვსკი შეხვდა ჟვანიასაც და ბურჯანაძესაც. სერიოზული მოლაპარაკებები ჰქონდათ და ბერეზოვსკის დიდი ფული შემოვიდა აქ.

პატარკაციშვილის ფულითაც მოხდა რევოლუციის დაფინანსება და ეს იყო პატარკაციშვილის დიდი შეცდომა, რაც მან თვითონაც აღიარა!

როცა ტარიელ ონიანი დაიჭირა ესპანეთის პოლიციამ, სააკაშვილი ი’ულებული გახდა, დაეწყო ონიანის ლანძღვა და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ ესპანეთის პოლიციას აქვს სააკაშვილისა და ონიანის შეხვედრის მასალები! როცა სააკაშვილი ესპანეთში ჩავიდა, მას არ შეხვდა არც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, არც მეფე და “ბარსელონას” სტადიონზე კენწლავდა ბურთს!

ასეთი ხელისუფალი, ასეთი რეჟიმი ქართველმა ხალხმა არ უნდა გაასამართლოს? უნდა გაასამართლოს და გამოუტანს კიდეც განაჩენს ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას!

თქვენი ნებართვით, ჩვენი დღევანდელი საუბარი აქ შევწყვიტოთ! წინ კიდევ უფრო საინტერესო და მძიმე საუბრები გველოდება!

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *