(საქართველო და მსოფლიო) რეზო ამაშუკელი: შეიძლება ჯალათებთან ერთად თანაცხოვრება?!ამას არ შეეგუება ქართველი ხალხი არასოდეს.”
_ ამერიკის ჩარევას ბევრ საკითხში ვხედავ. ეს უფრო ფართოდ სალაპარაკო თემაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ამ ერთის გარდა, საქართველოში სხვა ელჩი არ არსებობს. ძალიან გულდასაწყვეტია ის ამბავი, რომ ამას ასე ურეაქციოდ ვტოვებთ. ჩემთვის გასაგებია ეს პოლიტიკური სვლები და ყველაფერს ვხვდები, მაგრამ, ყველგან რომ ეს ადამიანი დედინაცვალივით მირბის და მორბის, სად იყვნენ მაშინ ეს ვაჟბატონები, სად იყო ან დასავლეთი, ან ამერიკა, ვითომ მეგობარი ქვეყნები, როცა «ნაცმოძრაობამ» სისხლში ამოთხვარა ეს ქვეყანა?! ვისთან უნდათ თანაცხოვრება? შეიძლება ჯალათებთან ერთად თანაცხოვრება?! ამას არ შეეგუება ქართველი ხალხი არასოდეს. ტყუილად ნუ გონიათ, რომ სახეზე ნიღბების აფარებით ვინმეს რამეს გამოაპარებენ. ნუ მიიყვანენ ქართველი ხალხის მოთმინებას იქამდე, რომ მერე ვერც ნორლანდმა და ვერც ვერავინ ვეღარ უშველოთ. ტყუილად თავს ნურავინ ნუ იმშვიდებს. არ წაეთრევა ეს სისხლიანი ვაჟბატონი ისე, რომ რამე დიდი ზიანი არ მიაყენოს ქვეყანას. რაც არ უნდა ილაპარაკონ რესპუბლიკელებმა, რომ ნორლანდი ჩამოვიდა და დაესწრო მხოლოდ კომიტეტის სხდომას, ეს ასე არაა.
მე ვარ თავგადადებული, ერთგული და გვერდში მდგომი ბიძინა ივანიშვილის. ამას ელემენტარული ადამიანური საწყისები აქვს. მე მან სიკვდილისგან გადამარჩინა. არა მარტო მე, ასევე მეუფე იობი, ძალიან ბევრი ადამიანი. «ნაციონალებს» რომ გაემარჯვათ, 2 ოქტომბერს აქ იქნებოდა სისხლის ტბები. ვინც რა უნდა, ის ილაპარაკოს, მე ბოლომდე ივანიშვილის ერთგული დავრჩები. დიდი იმედი მაქვს, რომ ის იმდენად ჭკვიანი კაცია, ერთგული თავის ქვეყნის და ამასთანავე გულწრფელი, რომ ამ ამღვრეულ გაუბედურებულ ქვეყანაში, სადაც 9 წელიწადი ითმენდნენ ყველაფერს და ერთ წუთში მოინდომეს ყველაფრის ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უმრავლესობაში ძალიან ბევრ ადამიანს პატივს არ ვცემ, ივანიშვილი მაინც მოახერხებს საბოლოოდ ამის დაბალანსებას. მე არ მინდა არავის მონა ვიყო, მაგრამ არ მინდა, არავის მტერიც ვიყო.
ქართული სახელმწიფოებრიობის ნომერ პირველი პრობლემა ძმები კუბლაშვილები არიან. რაც შეეხება სააკაშვილს, მაგას ყინულში თუ ჩავდებთ, თორემ სხვანაირად აღარ შეიძლება მაგის მოთმენა, იმიტომ, რომ ეს არის მძორი. ვერავის ვერასდროს დავეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტ პატივს პატრიარქის შემდგომ ივანიშვილს ვცემ, რომ სააკაშვილი არის მსხვერპლი და მასთან რაიმე ურთიერთობა შეიძლება ვინმეს ჰქონდეს. სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ პასუხი აგოს, რადგან მაგის გამო ნახევარი საქართველო განადგურდა. ველოდები ახლა პარლამენტის გადაწყვეტილებას, და როგორც მოიქცევიან პარლამენტარები, იმის მიხედვით იქნება ქართველი საზოგადოების რეაქცია. ასე რომ, ყველამ თავის წარსულს ჩახედოს და შვილებზე მაინც იფიქროს, თავიანთი ცოდვების გამო, თორემ პატიება ყველაფრის შეიძლება. ჩემთვის პირადად შეურაცხყოფა ბევრჯერ მოუყენებიათ, მაგრამ ჩემი სამშობლოს ხელყოფას ჩემს შვილსაც კი არ ვაპატიებ!



