(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: 2009 წლის დეკემბერში თბილისში გაიმართა საიდუმლო შეკრება, რომელსაც ესწრებოდნენ ჯიჰადისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები

779_სანამ რამეს მკითხავდეთ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელს თქვენ რედაქციას და პირადად ბატონ ლაშა ნადარეიშვილს იმისათვის, რომ „ასავალ-დასავალის წინა ნომერში „თეთრი მოძრაობის“ მიერ გამოცემული გაზეთი „ღირსება“ ჩადეთ! ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ასავალ-დასავალი“ ნამდვილად ეროვნულ საქმეს აკეთებს _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა

_ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ვანო მერაბიშვილის მიერ გაზეთ „კომერსანტისათვის „ მიცემულმა ინტერვიუმ. შს მინისტრი ისეთ რაღაცეებს ამბობს, მგონი, თვითონ სააკაშვილის ხელისუფლებაშიც გაოგნებულები არიან. თქვენ რა დასკვნები გამოიტანეთ მერაბიშვილის სკანდალური ინტერვიუდან?

_ რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე? არაერთგზის მითქვამს და კიდევ რთხელ ვიმეორებ, ჩვენ რომ ამერიკასა და ევროპაში ნამდვილი მეგობრები გვყავდეს, ამდენი ხანი მერაბიშვილი მინისტრი აღარ იქნებოდა. მერაბიშვილის მინისტრობა არის სამარცხვინო, სააკაშვილის პრეზდენტობაზე რომ არაფერი ვთქვათ! სამარცხვინოა ყველა ის ადამიანი, რომელიც თანამშრომლობს იმ ხელისუფლებასთან, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრიც მერაბიშვილია!

სააკაშვილის ხელისუფლებას აშკარად უნდა, რომ რუსეთმა რაიმე უბედურება ჩაიდინოს საქართველოში! ეს ჩანს მერაბიშვილის იმ ინტერვიუდან და სააკაშვილის ინტერვიუებიდან! ამათ დღეს არნახულად სჭირდებათ რუსული ფაქტორის გააქტიურება, რათა საქართველოს მოსახლეობას უთხრან _ აი, რუსეთი გვანგრევს და, მოდით, კონსოლიდაცია გააკეთეთ ჩვენს გარშემო. ეს არჩევნების წინ აპრობირებული მეთოდია და ამ მეთოდს თავის დროზე აქტიურად იყენებდა შევარდნაძე!

_ ეს როგორ?

_ 1995 წელს შევარდნაძეს რუსეთის ფაქტორის გააქტიურებამ მოაგებინა არჩევნები! 1999 წლის არჩევნების წინ კი რუსებმა ომალო დაბომბეს და ესეც დაეხმარა შევარდნაძეს არჩევნების მოგებაში! ახლა, როცა ყირგიზეთში ასეთი ამბები ხდება, სააკაშვილს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად რუსეთთან ახალი პროვოკაციები სჭირდება და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ!

აგერ, დასავლეთის გავლენიანი პრესა უკვე წერს იმ შეხვედრებზე, რომლებიც თბილისში ქართველი ხალხის ზურგს უკან ტარდება და რომელთა მიზანიც რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაა!

_ რა შეხვედრას გულისხმობთ?

_ “ვაშინგტონ ტაიმსი” აქვეყნებს სტატიას, რომლის ავტორიც არის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, აშშ სენატის რესპუბლიკური კომიტეტის ანალიტიკოსი ჯეიმს ჯორჯ ჯატრასი. ეს ადამიანი წერს, რომ 2009 წლის დეკემბერში თბილისში შედგა ჯიჰადისტური კონფერენცია. ამ კონფერენციაზე დაიგეგმა ოპერაციები კავკასიაში დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით.

ამერიკული პრესა წერს: ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილი ჯიჰადისტებს აძლევს თავშესაფარს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამხრეთ რუსეთში მომხდარ ტერაქტებზე.

სანდო წყაროების თანახმად, განაკუთრებით ორი უცხოური საგარეო დაზვერვის მონაცემებით, თბილისში შემდგარ საიდუმლო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ჯიჰადისტთა ჯგუფების წარმომადგენლები სხვადასხვა ისლამური და ევროპული ქვეყნებიდან. მათი მიზანი გახლდათ რუსეთის სამხრეთ ნაწილში აქტივობის კოორდინირება. შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელთა ხელშეწყობით!

პირადად სააკაშვილი ამ შეკრებას არ დასწრებია, მაგრამ ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის ჩინოვნიკები. მათ შორის ერთ-ერთი ვანო მერაბიშვილის მოადგილე, გვარად ლორთქიფანიძე. საქართველოს ელჩმა ქუვეითში ეკატერინე მაირინგ-მიქაძემ ხელი შეუწყო ჯიჰადისტური ჯგუფების წარმომადგენელთა ჩამოსვლას თბილისში. ამ საიდუმლო შეკრებაზე სამხედრო ოპერაციების გარდა საუბარი ტელეარხ “პირველი კავკასიურის” გახსნაზე.

გეუბნებით, რომ ამას მე არ ვამბობ, ამას წერს დასავლეთის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით. დასავლეთის პრესა უკვე დაუფარავად საუბრობს როგორ არიან დაკავშირებული ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან საქართველოს უშიშროების სამსახურები!

_ ბატონო თემურ, თქვენს მიერ ნახსენები საქართველოს ელჩი ქუვეითში ეკატერინე მაირინგ-მიქაძე სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა…

_ დიახ, ეს სწორედ ის მიქაძეა, რომელმაც, დასავლური პრესის ცნპობით, ხელი შეუწყო ჯიჰადისტების თბილისში ჩამოსვლას! გარდა ამისა, არაბულ ქვეყნებში საქართველოს ელჩის ორდენით დაჯილდოვება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველოში თავიდან ბოლომდე არაბული ფული ტრიალებს, ანუ იმ ქვეყნების ფული, რომელთა მიმართ ცივილიზებული ევროპა სიფრთხილეს იჩენს!

ხედავთ, როგორ საშიშ სიტუაციაში და როგორი დარტყმის ქვეშ დგას საქართველო? რამდენიმე დღის წინათ აზერბაიჯანმა გააკეთა განცხადება, რომ ქართული სპეცსამსახურები ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ ბაქოში!

აი, ასეთ პროვოკაციებშია ჩართული ეს ხელისუფლება. და ეს უბედურების მეტს არაფერს მოუტანს ამ ქვეყანას!

ობამასა და სააკაშვილის სატელეფონო საუბარის შინაარსიც კი გააყალბა ამ ხელისუფლება.!

_ კერძოდ?

_ ობამამ მოუწოდა სააკაშვილს, კავკასიაში რაიმე პროვოკაციებიდან თავი შეიკავთო. სააკაშვილის ადმინისტრაციამ კი სააკაშვილი-ობამას სატელეფონო საუბრის შინაარსი რომ გამოაქვეყნა, ობამას ეს სიტყვები საერთოდ ამოიღო და დამალა. რატომ მალავენ, რომ ობამამ სააკაშვილს პროვოკაციებისგან თავის შეკავება ურჩია? ამის დამალვით ხომ ეჭვს აჩენენ, რომ სააკაშვილი მართლა გეგმავს რაღაც პროვოკაციებს?

სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ამ ქვეყანას არანაირი მომავალი არ აქვს.! როცა ხელისუფლება ქვეყნის მომავალზე ფიქრობს, მთავარ თანხებს ხარჯავს განათლებაში, ბიზნესში, დასაქმებაში, ჯანდაცვაში, კეთილმოწყობაში! ყველა ქვეყანამ იცის, რომ განათლებაში ჩადებული ერთი ლარი მეორე წელსე გაძლევს ათ ლარს! ესენი კი რაში ხარჯავენ ფულს? მარტო კეთილმოწყობაში!

_ მერედა კეთილმოწყობაში ფულის ჩადება ცუდია?

_ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ყველაზე ადვილი ფულის მოპარვა არის კეთილმოწყობაში!. ჩვენთან გასულ წელს უმაღლეს განათლებაში დაიხარჯა იმდენივე ფული, რამდენიც სამი სკვერის გაშენებაზე ჩვენთან ფული იდება იქ, სადაც არ უნდა იდებოდეს, და იმ ფულის 60% ხელისუფლება იპარავს! ნებისმიერი კეთილმოწყობის ობიექტიდან ხელისუფლება ნახევარზე მეტს იდებს ჯიბეში და მერე კი გამოდიან და გვეუბნებიან კორუფცია დავამარცხეთო.

ახლა ალაპარაკდნენ ქართულ სკოლებში პირველი კლასიდან ინგლისურის სავალდებულო სწავლებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე კოლონიური ქვეყანა ვართ! კოლონიურ ქვეყნებშიც კი აღარ ასწავლიან პირველი კლასიდან სხვა ქვეყნის ენას!

ქვეყანაში დავით აღმაშენებლის ორდენი არა გვაქვს და რუსთაველის პრემიასაც ამასხრებ. როცა შაშკინს ნიშნავ რუსთაველის პრემიის მიმნიჭებელი კომისიის თავჯდომარედ! სამაგიეროდ რას აკეთებ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენს აწესებ? მე მინდა ვკითხო ჩემს საყვარელ გურამ დოჩანაშვილს _ ამ პრეზიდენტისგან რაიმე ორდენის მიღება შეიძლება? ეს არის საშინელება!

ჩვენ გასულ კვირას ვიმყოფებოდით კახეთში, თუ ნებას დამრთავთ, მინდა ვისაუბრო თუ რა მდგომარეობაა იქ და რა უბედურ დღეშია ხალხი!

_ კი ბატონო, გისმენთ!

_ მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან დღეს სიღნაღი არის საჩვენებელი ქალაქი! სიღნაღის შესასვლელთან დგას ბენზოგასამართი სადგური “ვისოლი”, რომელიც არის სააკაშვილის ძმის საკუთრება. სიღნაღის ცენტრში დგას კაზინო, რომელიც ეკუთვნის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. სიღნაღელებს რომ დაელაპარაკები, გეტყვიან, რომ ყველა კარგი შენობა ეკუთვნის კოდუას, ჭყონიას, რჩეულიშვილს და ა.შ. ყველა კეთილმოწყობილ სახლს, რომელიც განსაკუთრებულ ადგილას დგას, ყიდულობენ აზერბაიჯანლები.

საერთოდ, კახეთში სტუმრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ის, რასაც სახელისუფლო ტელევიზიები ლაპარაკობენ და ის, რაც ხდება რეალურად, ერთმანეთისაგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. კახეთში ჩვენ ვნახეთ უმუშევრობა, შიმშილი, ხალხის უპატივცემულობა და აბუჩად აგდება ხელისუფლების მიერ, უიმედობა და სასოწარკვეთა…

ჩვენ ვიყავით სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში _ ყველგან ხდება ერთი და იგივე რამ. როგორც კი ხალხი იკრიბება, მათ შორის ერთი-ორი ადამიანი ყოველთვის არის მოენე ხელისუფლების მიერ შემოგზავნილი პროვოკატორი!

_ რაიმე პროვოკაციებს თუ ქონდა ადგილი?

_ დედოფლისწყაროში როცა ხალხს ვხვდებოდით, მოვიდა ერთი კაცი და მეკითხება: ,,ალდაგი” როგორ არის? ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა. მოვიდა მეორე პიროვნება, და ისიც მეკითხება, “ალდაგი” რროგორ არის? ისევ ვერ გავერკვიე, რა ხდებოდა. მერე ერთმა უთხრა მეორეს, დაანებე თავი ეგ “ალდაგის ‘მეპატრონე იყო და ხომ ხედავ, რომ ვეკითხებით არ სიამოვნებსო!

_ ე.ი. გამყრელიძეში აერიეთ?

კი არ ავერიე, ისინი იყვნენ ხელისუფლების შემოგზავნილი პროვოკატორები და მერაბიშვილის ენის მიმტანები! მათ ჰქონდათ დავალებული, რომ შეურაცყოფა მოეყენებინათ ჩემთვის, მაგრამ ვერ გაბედეს!

ახლა მინდა მოგიყვეთ სიღნაღის რაიონის ერთი სოფლის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც მე დავარქვი “პოტიომკინის სოფელი” სააკაშვილისებურად.

_ რომელი სოფელია?

_ ეს არის სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელი, რომელსაც ერისიმედი ჰქვია. ეს სოფელი ადრე იყო Aზერბაიჯანის საკუთრება,მერე კი კახეთს დაუბრუნეს და იქ ჩამოასახლეს მოსახლეობა აჭარიდან.

ამ სოფელში დღეს ელემენტარული ასცხოვრებელი პირობები არ არის ერთი ამბულატორია ადრე რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციას გაურემონტებია და დღეს ისიც დაკეტილია. სოფელში არის ერთი სკოლა, რომელიც დანგრეულია, კარ-ფანჯარა არ აქვს და იატაკიც ნახევრად აყრილია. კედლები დახეთქილია და შეიძლება, ნებიუსმიერ დროს ჩამოინგრეს. პედაგოგებმა გვითხრეს, რომ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ფეხაკრეფით დავდიოვართ, რადგან იატაკი იმდენად დაზიანებულია, რომ სარდაფში ხშირად ვვარდებითო!

მასწავლებლები ლაპარაკობენ, ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ, ქარი ან ძლიერი წვიმის დროს სასწავლო პროცესს ვწყვეტთ და შენობას ვცლით, რომ არ დაინგრეს და შიგ არ მოვყვეთო. თუ ხმას ამოვიღებთ, პოლიციელები ჩამოდიან და გვეუბნებიან, რომ წყნარად თუ არ იქნებით, სკოლაც უკან დაგრჩებათ და სოფელიცო!

სკოლაში სასმელი წყალიც კი არ აქვთ. მასწავლებლებმა გვითხრეს, ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ვახსენდებითო. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი გამოუყვიათ სკოლაში წყლის გასაყვანად, მაგრამ არჩევნების დამთავრებიდან სამ თვეში ორივე ჭაბურღილი ჩანგრეულა და დღეს სკოლა ისევ უწყლოდაა! სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდის და ბავშვებს რომ მოსწყურდებათ, პირდაპირ ამ მდინარიდან სვამენ წყალს!

სიღნაღიდან სოფელ ერისიმედში სასწრაფო დახმარების მანქანა პრაქტიკულად ვერ ადის, ორ საათზე მეტი დრო სჭირდება გზაში. ერთ-ერთმა ქალბატონმა გვითხრა, ამასწინად ბავშვს კრუნჩხვები დაემართა და ექიმი ტელეფონით გვაკრნახობდა როგორ მოვქცეულიყავითო!

აი, ეს ხდება სიღნაღში, რომელიც ამ ხელისუფლებას რაღაც საოცრებად აქვს წარმოჩინებული. გეკითხებით, არის თუ არა ეს პოტიომკინის სოფელი? მეტსაც გეტყვით, სიღნაღსა და სოფელ ერისიმედს შორის ხელისუფლებას ლამის სავიზო რეჟიმი აქვს დაწესებული!

_ როგორ თუ სავიზო რეჟიმი?

_ სოფელ ერისიმედის შესასვლელში სასაზღვრო პოლიციამ გამშვები პუნქტი ჩადგა და თუ პასპორტი არა გაქვს, სოფელში არ გიშვებენ! აი, ეს ყველაფერი ხდება პოტიომკინის სოფელში, ანუ სიღნაღში!

სიღნაღის ცენტრში არის უფასო სასადილო, რომელსაც ასე აწერია: “ნაციონალური მოძრაობის უფასო სასადილო”. შევედით შიგნით და ერთი მაგიდა იდგა. არადა, მითხრეს, 120 კაცს ვემსახურებითო. ვკითხე, კი, მაგრამ მაგიდასთან როგორ ჯდება მეთქი? იცით რა მიპასუხეს? ხალხს ცხვენია აქ ჭამა და საჭმელი სახლში მიაქვსო! ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან მიყვანილი ადამიანები?

ცალკე თემაა, ვინ არიან ამ უფასო სასადილოების უფროსები და მეპატრონეები!

_ვინ არიან, ალბათ “ნაცმოძრაობის” ადგილობრივი ხელმძღვანელები, არა?

_ დედოფლისწყაროში არსებული ეს “ნაციონალური” სასადილო ყოველწლიურად 60 ათასი დოლარით ფინანსდება. ამავე რაიონში არის სათნოების სახლი სავანე, სადაც იმავე რაოდენობის ბენეფიციარი ირიცხება, რამდენიც უფასო სასადილოში, მაგრამ ამ სათნოების სახლს, “ნაციონალების” სასადილოსაგან განსხვავებით მხოლოდ 20 ათასი ლარით აფინანსებენ, ე.ი. 3-ჯერ მეტ დაფინანსებას აძლევენ “ნაციონალურ” სასადილოს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ “ნაციონალურ” უფასო სასადილოს დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილე გელა თეთრაულის მეუღლე ფიქრია წიკლაური ხელმძღვანელობს.

როცა ნაციონალებს უფასო სასადილოში უმწეოებმა საკვების გაუმჯობესება ითხოვეს და თქვეს, სასადიოში სეზონში ერთხელ მაინც შემოიტანეთ ხორცი ან თევზიო, მათ უპასუხეს, თევზი რომ დაგიმატოთ, ყელში ფხა გაგეჩხირებათო. სასადილოს ხელმძღვანელობა საკვებით უკმაყოფილო მოხუცებს მუდმივად კარისკენ მიუთითებდა _ თუ არ მოგწონთ, წადითო, ე.ი. როგორც მონებს, ისე ექცევიან ამ უმწეო ადამიანებს. მე გეუბნებით იმას, რაც თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვიყვა!

კახეთში თუ სადმე რამე ფული კეთდება, ყველაფრის უკან დგანან მერაბიშვილი, ადეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი! გზის მშენებლობის ტენდერი მოიგო ცისკარიშვილის სიმამრმა!

მე მინდა გითხრათ, რომ როცა ამერიკაში ლიტრი ბენზინის ფასი მიუახლოვდა ერთ დოლარს, პრეზიდენტი და ხელისუფლება შეიცვალა, როცა საფრანგეთში ბენზინის ფასი მიუახლოვდა ერთ დოლარს, სარკოზიმ ადგილობრივი არჩევნები წააგო. ყირგიზეთში რაც ახლა ხდება დაიწყო იქიდან, რომ ბენზინი გაძვირდა! ჩვენ რა, მონები ვართ საქართველოში?

სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ამ ქვეყნისთვის და თვითოეული ჩვენთაგანისთვის არის კატასტროფა!

თქვენ იცით, რა წერია დიდი ასოებით სააკაშვილის ავლაბრის სასახლის ფასადზე?

_ როგორ არ ვიცი _ “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”!

_ დიახ, ამ ფრაზაში პირველი სიტყვა რაც არის, ეს არის სააკაშვილის სინონიმი. დიახ, ბოროტი და ბოროტება არის თვითონ სააკაშვილი!

ორ მილიარდზე მეტია საქართველოში დახარჯულ პრეზიდენტის სასახლისა და სხვა სამთავრობო შენობების აგებაზე. ეს ორი მილიარდი ქართული სოფელში და საქართველოს ეკონომიკაში რომ ჩადებულიყო, დღეს საქართველო იქნებოდა აყვავებული ქვეყანა!

ეს სახელისუფლებო შენობები რომ არ აგვეშენებინა, ქვეყანა დაიქცეოდა? ის ორი მილიარდი ეკონომიკაში რომ ჩაგვედო, ქვეყანა ხომ აშენდებოდა? ყველა ხომ დასაქმებული ვიქნებოდით?

_ ბატონო თემურ, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ყოფილი მინისტრსა და 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთ მოთავეს, თენგიზ სიგუას თქვენ მოუწოდეთ, რომ დაესახლებინა დღევანდელი ხელისუფლების ის წევრები, რომლებიც იარაღით ხელში ებრძოდნენ გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას. ამის შემდეგ სიგუამ განაცხადა, რომ არც მამაშვილ გაბაშვილს არც ბოკერიას ხელში იარაღი არ სჭერიათ, შაშიაშვილი კი თავად იყო გამსახურდიას მოწინააღმდეგე და ახლა მის დამცველად რატომ გამოდისო? რას იტყვით ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

_ პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბატონი თენგიზი ცდება! ესენი მართლა დადიოდნენ იარაღით! ბოკერია იყო, ბარამიძე თუ გაბაშვილები, მათ იარაღი ეჭირათ და მე ეს საკუთარი თვალით მინახავს!

1993 წელს, როცა ქუთაისის მერი ვიყავი, გია ბარამიძე რამდენიმე ავტომატით იწვა ჩემს კაბინეტში! ეს იყო მაშინ, როცა ქობალიას რაზმები შემოვიდნენ ხონში!

დამირეკა ჯაბა იოსელიანმა, ხონის პოლიციას ველაპარაკე, იქ არავიტარი ქობალიას რაზმები არ შესულან და შენ პანიკას რატომ ტეხო? არადა ჯაბა იოსელიანმა რომ დაურეკა ხონის პოლიციის უფროსს, ამ კაცს ლოტი ქობალიას ხალხი ავტომატებით ადგა თავზე. მოკლედ ჯაბა იოსელიანი მძიმედ მელაპარაკებოდა და ტელეფონში იგინებოდა, მე მას ვუთხარი, რომ გინება არ მჩვევია და რასაც შენ ლაპარაკობ, ყველაფერს უკან გიბრუნებ-მეთქი. აი, ჩემი და იოსელიანის ამ ხმამაღალ საუბარზე გამოეღვიძა გია ბარამიძეს! ბარამიძემ მოისმინა ჩემი ეს ლაპარაკი და გაკვირვებულმა მითხრა ასე როგორ ელაპარაკე ჯაბასო!

ამის შემდეგ გამსახურდიას მომხრეებმა მოსკოვიდან დეპეშა გამომიგზავნეს, რომ თუ ქუთაისზე გავატარებდი ქობალიას რაზმებს, სვეტიცხოვვლობა დღეს უნდა ჩავსულიყავი მცხეთაში და იქ შემომთავაზებდნენ დიდ თანამდებობას. ეს დეპეშა დღესაც ინახება ჩემს არქივში!

მე მაშინ ვთქვი, ქობალიას რაზმები მხოლოდ ჩემს გვამზე გადავლით თუ შემოვლენ მეთქი ქუთაისში. შევარდნაძემ მითხრა, დატოვე ქუთაისი და წამოდიო, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე! ყველა რაზმი, რაც ქუტაისში იყო აიყარა და თბილისისკენ წავიდა, ბარამიძეც მათ გაყვა და აბსოლუტურად მარტო დამტოვეს, მაგრამ მე ერთი წუთითაც არ დამიტოვებია ქუთაისი!

კოტე გაბაშვილი თბილისის მერი იყო, როცა თბილისში ცამოვედი და ერთ საღამოს მასთან ეღთად მისსივე მანქანით მოვიარე მთელიქალაქი! მაშინ ვნახე ჩემი თვალით, რომ მამა გაბაშვილი და მისი შვილიც შეიარაღებულები დადიოდნენ!

მე ვუთხარი კიდეც გაბაშვილს, რად გინდა ეს ავტომატები, დაგღუპავს-მეთქი!

_ ბოკერია თუ გინახავთ იარაღით ხელში?

რა თქმა უნდა, მინახავს! ესენი ყველანი სხვადასხვა საძმოების წევრები იყვნენ! ჯაბა იოსელიანი ნიკა რურუასთან ერთად ტანკებით მომადგა ქუთაისის მერიაში, რომ მკვლელი ვალოდია მდივანი გამომეშვა ციხიდან! იმ ღამეს “მხედრიონმა მთელი ქუთაისი გაძარცვა!

ასე რომ მე ტყუილს არაფერს ვამბობ და ეს ბატონმა თენგიზ სიგუამაც ძალიან კარგად იცის.

ესაუბრა

ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *