( ასავალ-დასავალი)საქართველოში სომხურ-აზერბაიჯანული გავლენიანებისა და ზონდერ-ჯგუფების შესახებ.

tem.1– ბატონო თემურ, თქვენ გააკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხის დასარბევად სააკაშვილი სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან შემდგარ ზონდერჯგუფებს ქმნის. გვითხარით, საიდან გაქვთ ასეთი ინფორმაცია და რადენად ახლოს არის ეს სინამდვილესთან?

– ძალიან ბევრ პიროვნებასთან გვაქვს კონტაქტები სომხეთსა და აზერბაიჯანში და ისინი არიან არა შემთხვევითი ადამიანები, არამედ პოლიტიკოსები, კულტურისა და ხელოვნების მეცნიერების მოღვაწეები. ამ ადამიანებისაგან ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს, და სხვათაშორის, არამარტო ზონდერ-ჯგუფების შესახებ, არამედ გაცილებით მწვავე საკითხებზე. რაც უკავშირდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესებს საქართველოში.

– ყურადღებით გისმენთ და მოგვიყევით ყველაფერი, რაც იცით!

– ავიღოთ თუნდაც, ნავთობისა და გაზის აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ , რომელმაც საქართველოში მიიღო განუსაზღვრელი უფლებები. მე აქვე მინდა , ხაზი გავუსვა, რომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ჩვენ გვჭირდება დიდი მეგობრობა, მაგრამ რასაც დღეს ვხედავთ, ეს მეგობრობის ფარგლებს კარგა ხანია, გასცდა.

ყოჩაღ, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ალიევს, რომელმაც საქართველოში შექმნა აზერბაიჯანული სახელმწიფო ბანკი და ყულევის პორტი. საერთოდ, საქართველოში სამი პორტი გვქონდა, და არც ერთი ჩვენი აღარ არის. ბათუმის პორტი ყაზახებს მიჰყიდეს, ფოთის პორტი არაბებზე გაასხვისეს, და როგორც გითხარით, ყულევის პორტი იყიდა აზერბაიჯანმა.

ძალიან ბევრი სამედიცინო დაწესებულება საქართველოში იყიდეს სომხებმა და აზერბაიჯანელებმა. სულ ბოლო ინფორმაციით, „ლეჩკომბინატი“ იყიდეს სომხებმა.

როდესაც უცხო ქვეყანა ყიდულობს სამედიცინო დაწესებულებებს, ეს იცით, რას ნიშნავს?

– რას ნიშნავს?

– იმას, რომ საქართველოში მედიცინის სფერო გადაქცეულია ბიზნესად და ქართველ ავადმყოფებზე ფულის გაკეთება უკვე სომხებმა და აზერბაიჯანელებმაც გადაწყვიტეს.

დააკვირდით, რამდენი უმაღლესი სასწავლებელი აქვს გახსნილი საქართველოში თურქებს, ამ დროს კი თურქეთში აკრძალულია სხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების გახსნა.

მიაქციეთ ყურადღება, რომელ ქვეყანას დაუგროვდა ბიზნეს-ინტერესები საქართველოში – აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს, თურქეთს, ირანს, არაბეთს. ეს არიან ის ქვეყნები, რომლენიც მთელს მსოფლიოში აღიარებულნი არიან, როგორც არადემოკრატიული სახელმწიფოები. არც ერთ დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანას საქართველოში ბიზნეს-ინტერესები არ აქვს.

აი, ამაშია მთელი მახე! საქართველოს მთავარი ავტობანების მშენებლობაში აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის ძმა არის ჩართული.

რატომ არის გასაიდუმლოებული „სოკართან“ დადებული ხელშეკრულება გაზის მიწოდების თაობაზე?

– თქვენი აზრით, რატომ ასაიდუმლოებენ ამ ხელშეკრულებას?

– საქართველოს დღეს სჭირდება მილიარდ 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი წლის განმავლობაში. ამერიკელების დახმარებით და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას დამსახურებით, მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი საქართველოს, პრაქტიკულად უფასოდ აქვს. ანუ წლის განმავლობაში საქართველოს რა რაოდენობის გაზიც სჭირდება, იმის 80% მოგვეწოდება 5 თეთრად. ახლა ვსვამ კითხვას: იმ დარჩენილ 20%-ში, ანუ 200 მილიონ კუბურ მეტრ გაზში რა ფულს უხდის ეს ხელისუფლება „სოკარს“, რომ გაზის ტარიფი 51 თეთრი გახდა? რატომ ახდევინებენ საქართველოს მოსახლეობას ათჯერ გაზრდილ გაზის გადასახადს?

ამის შემდეგ ხომ უნდა ვიკითხოთ, რა წერია ასეთი აზერბაიჯანულ „სოკართან“ დადებულ ხელშეკრულებაში?

– ბატონო თემურ, მოდით, ისევ მივუბრუნდეთ ამ ზონდერ -დაჯგუფებების შექმნის თემას, და კიდევ ერთხელ გეკითხებით, რამდენად რეალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან ქართველების დასარბევად სპეციალურ ჯგუფებს ქმნის.

– ეს ინფორმაცია მაქვს სომხეთის ძალიან ცნობილი ადამიანებისაგან, ეს არის არა ეჭვი, ან ვარაუდი, არამედ რეალური ინფორმაცია. მერაბიშვილის ბოლო ვიზიტი აზერბაიჯანთან სწორედ ამას უკავშირდებოდა.მიღწეულია შეთანხმება, რომ თუ საქმე საქმეზე მიდგა და ვითარება გამწვავდება, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლები სპეცრაზმებით, თუ ზონდერ-ჯგუფებით ერთმანეთს დაეხმარონ. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაადასტურა, რომ 2007 წელს სომხეთში მომხდარი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობასა და ხალხის დარბევაში მონაწილეობა მიიღო სააკაშვილის მიერ აქედან გაგზავნილმა სპეცრაზმმა.

დაჯექით მატარებელში, წადით ერევანში, ბაქოში და ნახავთ, რომ საქართველოდან გაედინება სიმდიდრე, ანუ ქართველებს უნიკალური რელიქვიები გააქვთ სომხეთსა და აზერბაიჯანში გასაყიდად. იქედან კი კვების პროდუქტები შემოაქვთ. ამით ხომ ყველაფერია ნათქვამი?

ქობულეთში ჩადით და დაელაპარაკეთ ადგილობრივ მოსახლეობას. ისინი გეტყვიან, რომ ნახევარი აჭარა სომხებს აქვთ ნაყიდი, მეორე ნახევარი კი თურქებს. ანდა თავი დავანებოთ აჭარას, დედაქალაქში დავით აღმაშენებლის პროსპექტი თავიდან ბოლომდე თურქებს აქვთ ნაყიდი.

მე თურქეთის წინააღმდეგი კი არა ვარ, მაგრამ თურქები დაუშვებენ, მათ ქვეყანაში ასეთ რამეს? რა თქმა უნდა არ დაუშვებენ!

თუმცა სხვებთან რა პრეტენზია უნდა გვქონდეს, როცა სააკაშვილი საკუთარი სკამის გამო ყიდის საქართველოს!

და საერთოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები უკვე წლებია, ტერორისტული აქტებს უწყობენ საქართველოს და ქართველ ხალხს!

– როგორ თუ, ტერორისტულ აქტებს უწყობენ, რას გულისხმობთ?

– დიახ, ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი არის ის, რომ საქართველოს სომხური და აზერბაიჯანული მოსახლეობის 90 პროცენტი მუდმივად ხელისუფლებას აძლევს ხმას და ამას აკეთებენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების დავალებით და მითითებით!

ამიტომ მოვუწოდებ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, რომ ნუ მოუწყობენ საქართველოს ტერორისტულ აქტებს!

ქუთაისის ცენტრიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანის შესახებ

– აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი, თბილისის მსგავსად, ქუთაისის ცენტრიდანაც უნდა გადაიტანონ. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით, სად უპირებენ გადატანას უდიდესი ქართველი მეფის ძეგლს?

– ესენი, ეტყობა, ფიქრობენ, რომ დავით აღმაშენებელს მოგზაურობა უყვარდა და ამიტომ მისი ძეგლი სადგურთან გადააქვთ.

რაც დავით აღმაშენებელს საქართველოში აკადრეს, ეს არის უდიდესი სირცხვილი. თბილისის ცენტრიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის გატანით, მთელი მისი იდეოლოგია გაიტანეს და მოისროლეს. ეს ხელისუფლება საერთოდ ვერ იტანს დავით აღმაშენებელს და ამ ხელისუფლებაში ძალიან ბევრს უნდა , რომ დავით აღმაშენებელი საერთოდ დაავიწყონ ქართველებს, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ!

ბოლშევიკებს ქუთაისის ცენტრიდან ლენინის ძეგლის გატანა რომ უნდოდათ, ასეთი რამ მოიგონეს: ლენინის სახელობის ახალ პროსპექტს ვაკეთებთ და იქ გადავიტანთ ძეგლსო, მართლაც გააკეთეს ლენინის ორკილომერიანი გამზირი და მერე თქვეს, ლენინის პროსპექტის თავში, სადგურთან გადავიტანოთ ლენინის ძეგლიო.

აი, იმ ბოლშევიკებმა რას გაუკეთეს ლენინის ძეგლს, სწორედ იმას უკეთებს დღეს ეს ხელისუფლება დავით აღმაშენებლის ძეგლს – სადგურთან გადააქვს ლენინის ძეგლის ადგილზე დგამს!

დღეს ხელისუფლებაში არიან და იმერეთს მართავენ ის ყვარყვარეები, რომლებიც ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ ქუთაისი ცენტრში დავით აღმაშენებლის ძეგლს ნუ დგამ, აქ კათოლიკური ეკლესია უნდა აშენდესო!

– რას ამბობთ?

– გეუბნებით, როგორც იყო! დღეს იმერეთის გუბერნატორის მოადგილეები არიან ის „კმარელები“ და „თავისუფლების ინსტიტუტელები“, რომლებიც ამას მეუბნებოდნენ, და რამდენიმე მათგანისთვის ჩემს კაბინეტში მაქვს ნათქვამი, ახლა როგორ ვიკადრო, თორემ უნდა გაგლახო-მეთქი!

დავით აღმაშენებლის ძეგლი რომ დავდგით, მერე მოვიდნენ და მითხრეს, ძეგლის ზემოთ, მთაზე დავადგმევინოთ კათოლიკეებს ეკლესია, თორემ ბაგრატის ტაძარს დაგვიხურავენო!

დიახ, ეს ადამიანები მეუბნებოდნენ, მოვა დრო, როცა ქუთაისის ცენტრიდან დავით აღმაშენებლის ძეგლი გადავა და კათოლიკური ეკლესია დაიდგმებაო!

-ჰოდა, სწორედ ეს დრო ხომ არ დადგა, ახლა ქუთაისის ცენტრიდან დავით აღმაშენებლის ძეგლი იმიტომ ხომ არ გადააქვთ, რომ მის ადგილას კათოლიკური ეკლესია ააშენონ?

– დიახ, მე ვხედავ, რომ აქეთკენ მიჰყავთ საქმე. ვხედავ, რომ მართლმადიდებლობა არ არსებობს ამ ხელსუფლებაში!

მე ბედნიერი ვარ, რომ თბილისშიც და ქუთაისშიც დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმასთან პირადად ვარ დაკავშირებული! მე ბედნიერი ვარ, რომ თბილისის ცენტრიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანას ვეწინააღმდეგებოდი. ვიდექი და რესპუბლიკის მოედანზე ღამეს ვუთევდი დავით აღმაშენებლის ძეგლს.

– მახსოვს, მაშინ ეს ბევრმა პოპულიზმად და საკუთარი თავის პიარად ჩაგითვალათ!

– მე დავით აღმაშენებელი არჩევნებში ხმას ვერ მომცემდა, რომ ამის გამო მთელი ღამე მეთია მის ძეგლთან. მე ვიცავდი საკუთარ ღირსებას და საქართველოს ღირსებას, რომლებიც ამ ყვარყვარეებს ფეხებზე ჰკიდიათ და ფეხქვეშ თელავენ!

ქუთაისში მწერალ ზაზა ბურჭულაძის სკანდალური გამოსვლის შესახებ

– ბურჭულაძის გამოთქმა – „ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი!“ ერთდროულად არის ამ ხელისუფლების სასარგებლოც და საწინააღმდეგოც!

– ეს როგორ?

– ამ ხელისუფლებაზე და სააკაშვილზე დიდი ქურდი საქართველოს არ ჰყავს. სააკაშვილს პრეზიდენტის სკამი აქვს მოპარული და ამაზე დიდი ქურდობა რა გინდათ? ამიტომ ბურჭულაძის ნათქვამი – ქურდებს სიცოცხლე“ – ამ ხელისუფლებას არ უნდა სწყენოდა. რაც შეეხება გამონათქვამს – ბოზებს სიკვდილი“ საქართველოში ბოზი ჰქვია ჩამშვებს და ეს ხელისუფლება ხომ ჩამშვებების ხელისუფლებაა. ხოლო სააკაშვილი ბუნებით ჩამშვები.

– სხვათაშორის, ბურჭულაძის ნათქვამს სააკაშვილი საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურა, ამაზე რას იტყვით?

– მწერლის ნათქვამის კომენტირება პრეზიდენტისაგან ეს არის კომუნისტურ-ბოლშევიკურ ეპოქაში დაბრუნება…

სააკაშვილს უნდოდა, რომ ქუთაისლების გული მოეგო, მაგრამ სინამდვილეში დიდი შეურაცხოფა მიაყენა ქუთაისს!

– რა შეურაცხოფა?

– სააკაშვილმა რომ თქვა, ქუთაისი აღარ არის ქურდების ქალაქიო, ეს არის დიდი შეურაცხოფა ქუთაისის და ქუთაისლების, იმიტომ, რომ ქუთაისი არასდროს არ ყოფილა ქურდების ქალაქი, ქუთაისი ყოველთვის იყო დიდი კულტურის, დიდი მწერლობის ქალაქი, სტუდენტებისა და ახალგაზრდების ქალაქი, ქუთაისი ყოველთვის იყო ვაჟკაცებისა და ლამაზი მანდილოსნების ქალაქი.

იმ ადამიანებს, რომლებმაც ბურჭულაძის გამონათქვამის გამო პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი, უფრო დიდი პროტესტი უნდა გამოეხატათ სააკშვილის ნათქვამზე.

… ვის გამოც ქუთაისი ქურდების ქალაქს ეძახის სააკაშვილი, იმ ხალხთან თავის დროზე თვითონ მეგობრობდა. მაგალითად ტარიელ ონიანს სააკაშვილი პარიზშიც შეხვედრია, ბარსელონაშიც, საქართველოშიც. ონიანს დიდი წვლილი მიუძღვის , რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა და დღეს ონიანის მეგობრები პარლამენტში უზის.

– ვინ არის დღევანდელ პარლამენტში ონიანის მეგობრები?

– მესტიის დეპუტატი აბა ვინ არის? „მოქალაქეთა კავშირის“ დროს ერთ-ერთ დეპუტატს დაბადების დღე ჰქონდა და ნახევარმა პარლამენტმა მიუტოვა სუფრა იმ კაცს, ტარიელ ონიანთან მივდივართ შეხვედრაზეო. იმ ხალხიდან 15 კაცი სააკაშვილს უზის პარლამენტში!

ეს ის სააკაშვილი არ არის, იუსტიციის მინისტრობის დროს ციხეებში ქურდებთან შამპანიურებით ხელში რომ დადიოდა? ვინც 24 საათი ქურდებთან იყო და ქურდების მეგობრებს ვეძახდი, დღეს ის ხალხი სააკაშვილს იმერეთში პოლიციის უფროსებად ჰყავს დანიშნული!

ანდა სააკაშვილი რომელიც მწერლის გამონათქვამზე აკეთებს კომენტარს, „კმარა და „თავისუფლების ინსტიტუტი“ დღე და ღამ საქართველოს ეკლესიას და პატრიარქს ლანძღავენ და ოდესმე გინახავთ, რომ ამასთან დაკავშირებით სააკაშვილს თავისი აზრი გამოეხატოს? ოდესმე დაუგმია ეს? ქურდებზე და ბოზებზე გამონათქვამმა შეაწუხა და ეკლესიისა და პატრიარქის ლანძღვა-გინება არ აწუხებს?

სახალხო კრების უახლოესი მიზნების შესახებ

– ვინც დღეს ლაპარაკობს, რომ სახალხო კრება არის ნინო ბურჯანაძის, ყველა აკეთებს სააკაშვილის საქმეს, რადგან სააკაშვილს უნდა, რომ კრება დაუკავშიროს ერთ პოლიტიკოსს თუ თუ რომელიმე პარტიის სახელს.

არადა, სახალხო კრება – ეს არის განახლებული ეროვნული მოძრაობა, რომელმაც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაამთავროს უზნეო პოლიტიკოსების პარპაში. „სახალხო კრება“ – ეს არის ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების და პოლიტიკოსების ერთობა და სწორედ ეს ერთობა დაამთავრებს სააკაშვილის რეჟიმს!

ჩვენ, სახალხო კრების წევრები – ყველას, თუნდაც ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებთ ერთიანობისაკენ. ბატონებო, გადავდოთ გვერდით ყველაფერი, დავდგეთ ერთად ამ ერთიანობით დავამარცხოთ სააკაშვილის რეჟიმი მერე ვეძებოთ ყველამ ჩვენი გზა.

სახალხო კრებამ უკვე გამოაცხადე ბრწყინვალე შვიდეულის დამთავრებისთანავე ჩვენ გადავდივართ ამ რეჟიმთან ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე.

ბატონი რეზო ესაძის წინადადებით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელშიც არ იქნებიან პოლიტიკოსები. ეს ჯგუფი მივა ყველა ოპოზიციურ პარტიაში და ეტყვის მათ, ბატონებო, ჩვენ პოლიტიკური მოწინააღმდეგეებიც კი გავერთიანდით ამ ხელისუფლების წინააღდეგ!

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ერთიანობა შედგება ჩვენ დავასრულებთ ამ ქვეყანაში სააკაშვილსა და მისი ბანდის პარპაშს!

შემზარავი სტატისტიკა ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შესახებ

– დიახ, მე წარმოგიდგენთ შემზარავ სტატისტიკას, რომელსაც დავარქვით „თეთრების“ „თეთრი სტატისტიკა“ „ნაციონალების „ „შავის ტატისტიკის წინააღმდეგ. ეს სტატისტიკაც მოწმობდს, თუ რა ტანჯვასა და წამებაში იმყოფება სააკაშვილის „წარამტებული“ ეკონომიკ,ის და „დიდი აღმშენებლობის“ ქვეყანა!

– ბატონო თემურ ეს სტატისტიკა რა წყაროებს ეყრდნობა?

– ეს არის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემები, რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტს საკუთარ საიტზე უდევს. დიახ, ამ ხელისუფლებას საკუთარ საიტზე უდევს თავისი დასაკლავი დანა და რაოდენ სუსტია ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, რომ ამ ხელისუფლების დასაკლავ დანას, რომელიც თავად ხელისუფლებამ მოგვცა ხელში, ვერ ვიყენებთ!

– გადავიდეთ კონკრეტულ ციფრებზე…

– კი,, ბატონო, აი, მაგალითად ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ოდენობით – ერთ სულ მოსახლეზე 35 აშშ დოლარით – მსოფლიო 170 ქვეყანას შორის 149-152-ე ადგილებს ვიყოფთ ტოგოსთან, იემენთან და ერითრიასთან ერთად.

ხელისუფლება ხომ ინვესტიციების მოზიდვით ამაყობს. საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციებმა 2007 წელთან შედარებით 3,3-ჯერ იკლო.

ლუკმა-პურის საშოვნელად საზღვარგარეთ გადახვეწილი მიგრანტების მიერ საქართველოში ოჯახის წევრებისა და ნათესავ-ახლობლებისათვის გადმორიცხულმა თანხებმა 2010 წელს შეადგინა 740 მილიონი აშშ დოლარი, რაც ბოლო ორი წლის მიხედვით საქართველოში შემოსული ინვესტიციების 140% შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ძირითადი ინვესტორები ის სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები მიგრანტები არიან, რომლებიც ქვეყნიდან უცხოეთში სამუშაოდ გადაიხვეწნენ.

ფასების ოდენობით საქართველო უტოლდება აშშ-ს, ხოლო რიგი სამომხმარებლო საქონლის ფასებით კიდეც უსწრებს მას. ამ დროს კი საქართველოში ხელფასის რეალური მსყიდველობითი უნარიანობა აშშ-თან შედარებით 15-ჯერ დაბალია.

უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოში სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება შემცირდა 65 პროცენტით, ხორბლის, ბოსტნეულისა და ხილის შემოსავალი შემცირდა 50-80%-ით და საქართველომ, პრაქტიკულად, დაკარგა სასურსათო დამოუკიდებლობა.

ასეთი შემზარავი ციფრები იმდენია, რომ მას გაზეთის ფურცლები ნამდვილად ვერ დაიტევს, ვისაც ამ შემზარავი სტატისტიკის უფრო ვრცლად გაცნობა დააინტერესებს, ეწვიოს ჩვენს საიტს, www.tetrebi.org და ყველაფერს ნათლად დაინახავს, თუ როგორი განადგურებული და გაჩანაგებულია სააკაშვილის საქართველო.

ახლა კი მოგაწვდით ძალიან საინტერესო მონაცემებს ლიბიის შესახებ, თუ როგორ აცხოვრებდა კადაფი საკუთარ მოსახლეობას!…

– ძალიან საინტერესოა, გისმენთ..

– ეს არის მიმდინარე წლის მონაცემები და სამოქალაქო ომის გაჩაღებამდე ლიბიაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 14 ათას 192 აშშ დოლარს. უმუშევრისათვის ყოველთვიური დახმარება შეადგენდა 730 აშშ დოლარს, მედდის ხელფასი იყო 1 000 აშშ დოლარი, ყოველ ახალშობილზე პრემია – 7 ათასი დოალრი, პირადი ბიზნესის წამოწყებისათვის ერთჯერადი დახმარება – 20 ათასი აშშ დოლარი.

აკრძალული იყო მსხვილი გადასახადები; განათლება და სამედიცინო მომსახურება იყო უფასო; საზღვარგარეთ სტაჟირების ხარჯებს სახელმწიფო ფარავდა; მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ძირითადი კვების პროდუქტები, პრაქტიკულად უფასო იყო. ვადაგასული პროდუქტების გაყიდვისათვის დაწესებული იყო სერიოზული ჯარიმები და პატიმრობა. აფთიაქების დიდი ნაწილი წამლებს უფასოდ გასცემდა; წამლების ფალსიფიკაცია სიკვდილით ისჯებოდა; მოსახლეობას არ უწევდა ბინისა და ელექტროენერგიის გადასახადების დაფარვა; ბენზინი წყალზე იაფი ღირდა და 1 ლიტრის ფასი სულ რაღაც 0,14 აშშ დოლარს შეადგენდა.

როგორც ხედავთ, კადაფი თავის მოქალაქეებს აცხოვრებდა ათასჯერ უფრო უკეთესად, ვიდრე სააკაშვილი აცხოვრებს ქართველებს, მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რა ხდება ლიბიაში და როგორ იბრძვის ხალხი კადაფის დიქტატურის დასამხობად. ჩვენ კი სააკაშვილს დღემდე ვითმენთ.

ეს სამარცხვინოა და ღირსეული ხალხი ასე არ იქცევა! დიახ, ქართველებმა ღირსება უნდა დავიბრუნოთ და სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს ადვილად დავამარცხებთ!

ესაუბრა

ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *