(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: ასე იყო „მოქკავშირის“ , აღორძინების“, ნაცმოძრაობის“ დროს და ასე ხდება ახლაც.

12„ ადამიანი დღეს საქართველოში ბიზნესში ვერ შოულობს იმდენ ფულს, რამდენსაც სახელმწიფო სამსახურში იღებს ხელფასის სახით და ეს ჩაითვალა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად!.. ადამიანს აღარ უნდა ბიზნესში წასვლა, მთვარია შეძვრეს სახელმწიფო სამსახურში, რადგან იქ უფრო მეტი გარანტიებია, ვიდრე სხაგან. ეს არის კატასტროფა!“ – აცხადებს “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი. კონკრეტულად რა არ მოსწონს თემურ შაშიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ქმედებაში, მით უმეტეს, როცა პრემიერ მინისტრმა სახელმწიფო მოხელეებს ხელფასი მნიშვნელოვნად შეუმცირა და რამდენი უნდა ჰქონდეს საჯარო მოხელეს ანაზღაურება? “ქრონიკას” თემურ შაშიაშვილი ესაუბრა.

 – ბატონო თემურ, რატომ ფიქრობთ, რომ ადამიანებს ბიზნესის ნაცვლად ხელისუფლებაში წასვლა ურჩებნიათ, მით უმეტეს, როცაპრემიერმა საჯარო მოხელეებს ხელფასები შეუმცირა?

– რა თქმა უნდა, ხელფასები რომ შეამცირა, სწორია და „ნაცმოძრაობის“  წარმომადგენლები უღირსად ლაპარაკობენ იმაზე, თითქოს ხელფასები არ შემცირებულა. თუმცა ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს ვთხოვეთ, რომ განსაზღვრულიყო ხელფასის მაქსიმალური ზღვარი და ის, თუ რის მიღების შესაძლებლობა ექნებოდა საჯარო მოხელეებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო მოხელეს პენსიონერზე 20-ჯერ მეტი ხელფასი არ აქვს. სახელმწიფო მოხელეს, როცა ამხელა ხელფასს უნიშნავ, რადგან უფრო  ცოტა შეიძლება  არ ეყოს, წარმოიდგინეთ პენსიონერმა არსებული პენსია როგორ უნდა იმყოფინოს? საქართველოში არ არის ელიტური ბიზნესი, არის ყოფითი ბიზნესი. რა არის ყოფითი ბიზნესი? ანუ ხალხს რაც სჭირდება, ამასთან დაკავშირებული ბიზნესი: შუქი დავხარჯე, წყალი გამოვიყენე, გაზი გამოვიყენე,. ტელეფონზე დავრეკე, ამით იგებენ ბიზნესმენები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიზნესი კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

 – ვიცით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიზნესი კატასტროფამდე მიიყვანა, მაგრამ ახალი ხელისუფლების მიდგომებში რა არ მოგწონთ?

– არ შეიძლება სახელმწიფო მოხელეს ჰქონდეს ისეთი ხელფასი, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ სურვილი, სახელმწიფო სამსახურში წავიდნენ იმიტომ, რომ იქ არის ყველაზე მაღალი ხელფასი და გამდიდრდნენ. ყველაზე დიდი ფული არის ბიზნესში. დღეს ქვეყანას ჰყავს მდიდარი ხელსიუფლება და სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის 90%. სწორედ ეს არის ანომალია.

 – თქვენი აზრით, საქართველოში რამდენი ლარით უნდა განისაზღვროს სახელმწიფო მოხელის ხელფასი?

– 2-დან 3 ათას ლარამდე, რანდენიც გინდათ, იმდენი ჰქონდეთ სახელმწიფო მოხელეებს ხელფასი,მაგრამ არ უნდა  აღემატებოდეს პემსიონერის პენსიას 20-ჯერ მეტად.

 – ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებთ, რომ იმ ხალხისკენ არავისგაუხედავს, რომლებმაც „ქართულ ოცნების” გამარჯვებისათვის ყველაფერი გაიღეს. რას გულისხმობთ?

– ის ადამიანები, ვინც რეალურად „ქართული ოცნება“  ხელისუფლებაში მოიყვანა, ხმა მისცა და ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალა და ამაში ცუდი არაფერია,  ახლა ქუჩაში გაღატაკებულები არიან. ახალმა ხელსიუფლებამ დასაქმება დაიწყო ოჯახებიდან, ასაქმებენ ძმაკაცს, დაქალს, მეგობარს და არ ზრუნავენ იმ  ძმაკაცს, დაქალს, მეგობარს, და არ ზრუნავენ იმ ადამიანებზე, ვინც ქვეყანას სჭირდება. ასე იყო მოქკავშირის“, აღორძინების“, ნაცმოძრაობის“ დროს და ახლაც ასე ხდება.

 – რატომ ხდება ასე, ამის შესახებ პრემიერი ინფორმირებული არ არის?

–  ბიძინა ივანიშვილმა ხომ არ იცის, რომელ რაიონში რომელი ადამიანი აქტიურობდა და ეხმარებოდა მაჟორიტარობის კანდიდატს?

 – თქვენ რას ითხოვთ ხელისუფლებისაგან?

– მე ბიძინა ივანიშვილისაგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ, კონკურენტული გარემოს შექმნას. ყველას უნდა მიეცეს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება. პირველ ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო ბრძოლა არსებობისათვის და არა საკუთარი თავის რეალიზაციისათვის. დღეს ბატონ ბიძინას ვთხოვ, რომ დამთავრდეს ბრძოლა არსებობისათვის და ყველა ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *