იმ ბიზნესმენებისა და ფირმების სია, რომელთა უკან ივანე მერაბიშვილი დგას

vanoპრესაში გამოქვეყნდა ბიზნესმენების სიას, რომლებმაც ივანე მერაბიშვილისა და ამირან მესხელის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ბიზნესსაქმიანობა წამოიწყეს და “ნაციონალთა” მმართველობის პერიოდში უშუალოდ იყვნენ მათი მფარველობის ქვეშ.

ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ინფორმაცია საინტერესო უნდა იყოს ჩვენი საიტის მნახველებისთვის.

საქართველოში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა, მათ შორის ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ამირან მესხელმა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით შეარჩიეს ახლო მეგობრები და ნათესავები, რომლებთან ერთადაც შექმნეს ესა თუ ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, კავშირები, ერთად დაიწყეს სამცხე-ჯავახეთის მხარესა და სახელმწიფოში ბიზნესსაქმიანობა, სადაც ოფიციალურად ასახეს მხოლოდ ბიზნესმენების წილობრივი მონაცემები, ხოლო თვითონ არაოფიციალური გზით იღებდნენ შემოსავლებსა და მფარველობას უწევდნენ მათ ბიზნესსაქმიანობას. ესენია:

ლუხუმ გიორგის ძე კაპანაძე, მცხოვრები ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში. ლუხუმ კაპანაძე წილებს ფლობს:

შპს “ნიუ-ენერჯი” – 70%;
შპს “ხოხობი” – 50%;
შპს “ბათფარმა პლუსი” – 50%;
შპს “ჯჯ გრუპ” – 25%;
შპს “საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი”, საწარმოს 100%-იან წილს ფლობს მისი პარტნიორი ფირმა შპს “XXI საუკუნის ევროპის საინვესტიციო ფონდი”, რომლის დამფუძნებლებიც არიან ლუხუმ კაპანაძე, თეიმურაზ ნიკოლეიშვილი, იოსებ დიდებელი;
შპს “ულევი ტერმინალი” – 28%;
შპს “მზიური ველი” – 100%-იან წილს;
შპს “მზიური საქართველო” – 50%.

უჩა გიორგის ძე კაპანაძე, ლუხუმ კაპანაძის ძმა, მცხოვრები ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში.

უჩა კაპანაძე წილებს ფლობს:
შპს “ხოხობი” – 10%;
შპს “ბერტა” – 57%;
შპს “ბარამბო” – 22,5%;
შპს “ა.ლ.ქ.ე” – 40%;
შპს “ბიგო” – 10%;
შპს “კრისტალი” – 50%.

რამაზ კონსტანტინეს ძე თევდორაძე, მცხოვრები ქ. ახალციხე 9 აპრილის ქ. №21 ბ-ში. რამაზ თევდორაძე წილებს ფლობს:
შპს “კორომი” – 100%;
შპს “ტრანს-სერვისი” – 80%.

გოჩა ნიკოლოზის ძე კურტანიძე, მცხოვრები ქ. თბილისი წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. №28-ში. გოჩა კურტანიძე წილებს ფლობს:
შპს “უჩალგო” – 100%;
შპს “ხოხობი” – 20%;
შპს “ა.ლ.ქ.ე.”

– 20%;
შპს “ვია-ესტ-ვიტა” – საზოგადოების დირექტორი.

კავშირი “კლდე” – გ. კურტანიძე არის როგორც დირექტორთა, ასევე დამფუძნებელთა სიაში და წილები არაა გადანაწილებული:
შპს “თავისმზეუფალი” – 100%;
შპს “ბიგო” – 30%;
შპს “ქარ-თრეიდი” – 10%;
შპს “კრისტალი” – 50%.

გიორგი ნიკოლოზის ძე მესხელი, მცხოვრები ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. №31-ში.
გიორგი მესხელი წილებს ფლობს:
შპს “სატელაიტი” – 100%;
შპს “სპექტრი” – 25%;
შპს “ბერტა სამცხე-ჯავახეთი” – 100%.

დავით ჯინჭველაძე, მცხოვრები ქალაქი ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №51-ში.
დავით ჯინჭველაძე წილებს ფლობს:
შპს “ლუმინესი” – 25%;
შპს “ტბა-2012” – 67,5%.

სამველ აზატის ძე აგიკიანი, მცხოვრები ქ. ახალციხე, მერაბ კოსტავას ქ. №53, ბინა 5-ში.
სამველ აგიკიანი წილებს ფლობს:
შპს “მეგა” – 100%;
შპს “ბერიკა-96” – 50%-ს;
შპს “ბუნება” – 100%;
შპს “აეს” – 100%
შპს “ჰილალ-ბუნება” – 10%.

ნინო სამხარაძე
გაზეთი “კვირის ქრონიკა”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *