,,ქართულ-ოსური მისია” შეხვდა სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლებს

misia7777 სახალხო დიპლომატიურმა ორგანიზაციამ ,,ქართულ-ოსურმა მისიამ’’ სულ ცოტა ხნის წინ თხოვნით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ბატონ სოზარ სუბარს შეხვედრისათვის და იმ მნიშვნელოვანი საკითხის გარკვევისათვის, რასაც ოსი და აფხზი ანუ ოსეთიდან და აფხაზეთიდან პატიმრების საკითხი ჰქვია, რომლებიც ქართულ ციხეებში იხდიან სასჯელს. Aამ თხოვნას მოყვა შედეგი და სწორედ დღეს 4 აპრილს შედგა შეხვედრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარებათა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ორივე მხარემ განიხილა ოსი და აფხაზი პატიმრების საკითხი. პატიმართა რაოდენობა ძალზედ დიდია, დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს მისია, რამეთუ ჯერ კიდევ კარგად უნდა გადამოწმდეს მათი რაოდენობა, რომ არ იქნას ისინი შერეულნი იმ დევნილთა რიცხვში, რომელთაც პირადობის მოწმობაში საცხოვრებელი და დაბადების ადგილად კონფლიქტის მხარის მისამართი უწერიათ. ,,ქართულ-ოსურმა მისიამ’’ სამინისტროს წარმომადგენლებს შესთავაზა სააღდგომოდ მათი ერთობლივი მონახულება, ასევე ამ დღესასწაულთან დაკავშირებით სატელეფონო ხიდი მათ ახლობლებთან და ბოლოს მათი გადაცვლა ცხინვალის იზოლატორში მყოფ ქართველ პატიმრებზე. თუმცა გვინდა გამცნოთ, რომ ოსურმა მხარემ ეს ჰუმანური ნაბიჯი ჩვენზე ადრე გადადგა და გამოუშვა 2 ქართველი მსჯავრდებული. Bბევრად უკეთესი იქნებოდა თუ პირველები ჩვენ მივცემდით მათ მაგალითს, თუმცა ინიციატივა ქართული მხარისა იყო მაგრამ საქართველოში ხშირ შემთხვევებში პროცესები ჭიანურდება და ჩვენს ინიციატივებს სხვებს ვუთმობთ.
,,ქართულ-ოსური მისია’’ თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას და სთხოვს მხარში დგომას ამ დიდ საქმეში. Eეს იქნება უდიდესი გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მხრიდან, ორ მხარეს შორის ურთიერთობის დათბობის, ყინულის ლღობისა და ორი ერის კვლავ ნდობისა და სიყვარულის აღდგენისათვის. Aამ დიდ საქმეში უნდა ჩაერთოს როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორები, ისევე პოზიციაც და ოპოზიციაც, რამეთუ ეს ჩვენი ქვეყნის საერთო დიდი საქმეა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ სოფიო ჯაფარიძემ და სამინისტროს მაღალ ჩინოსნებმა აღგვითქვეს დახმარება შესაძლებლობის ფარგლებში.
აღნიშნულ შეხვედრაზე ,,ქაღთულ-ოსური მისიის’’ მხარეს წარმოადგენდნენ: მისიის თანათავმჯდომარე –ფერდინანდ ლორთქიფანიძე, მისიის პასუხისმგებელი მდივანი- მარინა კაჟაშვილი, მსოფლიოს მრავალგზის ოლიმპიური, ევროპის და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი- რომან რურუა, რომელმაც მეტად მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა 4 აპრილს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განხილულ კანონში ,,ოკუპაციის’’ შესახებ. სადაც ნათქვამია რომ მოქალაქე, რომელიც დაარღვევს კანონს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ 400 ლარით დაჯარიმდება ანუ სისხლის სამართლებრივი სანქცია ადმინისტრაციული სასჯელით ჩანაცვლდება პირველ ჯერზე. A ასევე შეხვედრას ესწრებოდა საქართველოსა და გერმანიის მოქალაქე შალა წიკლაური, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის EGFM-ის გერმანული სექციის წევრია და მოვლინებულია გერმანიიდან საქართველოში იმ საკითხების შესასწავლად, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვას ეხება. Aასევე შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის სახლის თავმჯდომარე გიორგი გაგლოევი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი ინესა იამანიძე, საქართველოს კაზაკთა უმაღლესი ატამანი გენერალ-ლეიტენანტი ვასილ კადინეცი და სხვები. Aამ ეტაპზე პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ,,ქართულ-ოსური მისია’’ იმედოვნებს, რომ ყველა ერთად შევძლებთ იმ დიდი საქმის გაკეთებას, რასაც ქართულ-ოსურ-აფხაზური ურთიერთობის დალაგება ჰქვია, რამეთუ ყველა ქართველის უდიდესი სურვილია ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს ჩვენს სამშობლოში მშვიდობამ.

04.04.2013.
,,ქართულ-ოსური მისიის’’ პრესცენტრი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *