(ალია)რა ულტიმატუმს უყენებს თემურ შაშიაშვილი ივანიშვილს?
„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში სამართლიანობის დადგენას დროულად ურჩევს. სხვანაირად ეჭვობს, რომ ქართველი ერის წინაშე პასუხისგება თავად მას მოუწევს.
თემურ შაშიაშვილი
– საქართველო წარმოადგენს კლასიკურ მაგალის უსამართლო ქვეყნისას, სადაც ყველა ხელისუფალი, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტები, არიან მართლები, ხალხი კი მუდმივად არის დასჯილი. ახალი ხელისუფლების მიმართ გულდაწყვეტა რამდენიმე რამის გამო მაქვს. ხომ ხედავთ, როგორი ჩასაფრებული და უტიფარია „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე პოლიტიკური სექტა. სექტა პოლიტიკური ოპოზიცია რომ არის, ესეც უდიდესი შეცდომაა. მას რეალური სახელი უნდა დაერქვას და მერე, ვისაც უნდა იყოს, ამ სექტის წევრი. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის პარტია, ის იდეების, ან საქართველოს კეთილდღეობის გამო აკი არ არის ახლა შეკრული, სხვა რამის გამოა ასე.
– რის გამო არიან შეკრულები?
– სექტის სათავეში დგას ვანო მერაბიშვილი, რომელმაც დაწერა, რომ ის არ ცნობს ქართულ ტრედიციებს, ვერ გაუგო გემო ქართულ ღვინოს არასდროს ყოფილა მართლმადიდებელი, მისი წინაპრები იყინენ კათოლიკეები, თვითონ კი არც ერთ რელიგიას არ ცნობს – ესე იგი, არის ურწმუნო. მხოლოდ ცნობს ამერიკულ ტრადიციებს (?!) მაგრამ მოქმედებებითაც ამერიკული ფასეულობებისგანაც შორსაა. იქ, სადაც 26 მაისს სისხლისღვრა მოაწყო, საქართველოს უბედავს და 19 აპრილს ჩვენს სისხლზე აქციას ატარებს. დიახ, სამართლიანობის აღდგენა კი არა, სამართლიანობის დადგენაა საჭირო. 1991 წლიდან რაც ხდებოდა ქვეყანაში, ამაზე სამართლიანობა მთავრობამ კი არა, ხალხმა უნდა დაადგინოს. ხალხმა უნდა მისცეს შეფასება „მოქალაქეთა კავშირის“, „მრგვალი მაგიდის“ ნამოქმედარს, რაც „ნაციონალებმა“ ჩაიდინეს, იგივე შეცდომები რომ არ განმეორდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორდება.
„მრგვალი მაგიდა“ იყო ეკლექტური გაერთიანება. სხვადასხვა პრინციპების ძალები იყვნენ შეკრებული, სხვადასხვა პლატფორმაზე მდგომი პიროვნებების გაერთიანება გააკეთა შევარდნაძემაც და ორივე შემთხვევაში მივიღეთ სამოქალაქო დაპირისპირება, ახლა ბიძინა ივანიშვილი ამას გაერთიანებულ კოალიციაში აკეთებს. ბატონი ბიძინა ამბობს, რომ ვინც მას მოსწონს, თურმე იმ პარტიებმა უნდა შექმნან მესამე ცენტრი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ ის ნაციონალურ-პოლიტიკურ სექტას ოპოზიციად აღიარებს და მეორე ცენტრად თვლის, ეს არის სამომავლო ბომბი.
სხვა ნაკლოვანებებზეც ვიტყვი. ეკლექტიკური, სხვადასხვა პრინციპებზე მდგომი ძალების ერთობა, როგორც კოალიციაშია, შიგნით დასცხებენ ერთმანეთს, მერე კი გარეთ მდგომ ძალებს დაგვაბრალებენ და ეს იქნება მათი „მუშობის“ პრინციპი. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც არც ერთ პარტიაში არ ყოფილან, მაგრამ ყველა რევოლუციის რეჟისორები იყვნენ. ასეთი გახლავთ ელდარ შენგელაია. პარლამენტში შესული ადამიანები კი ამბობენ – პოლიტიკოსები არ ვართო. ეს არის საშინელება. ბიძინა ივანიშვილს კი ვიღაც სძულს და ძირავს, ვიღაცას კი ეუბნება, მესამე ძალა უნდა შექმნაო, რომლის მიმართაც, ცხადია, იქნება ლოიალური, მაგრამ ეს არ არის საქართველოს პოლიტიკური მომავალი.
ივანიშვილმა არჩევნებით შეძლო უდიდესი რამ, ახლა ან უნდა გაჩერდეს და თქვას, რაც შევძელი, ეს არის, დანარჩენი პოლიტიკურმა პარტიებმა და ხალხმა გააგრძელეთო. ის ხვდება ჟურნალისტებს, რედაქტორებს, არასამთვრობოებს, მოსწონს ისინი თუ არა, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური მომავალი დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიებთან. ყველაზე მეტად პოლიტიკურ ნაწილს სჭირდება რეფორმა, რადგან საქართველოში პოლიტიკიდან განდევნილია გონება და მძლავრობს პოლიტიკური ემოცია, რომელიც პოლიტიკურ ამბიციას ემსახურება. ამიტომ არის ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში.
– ამას წინათ მკითხველმა დამირეკა, ტიროდა, მეშინია 19 აპრილის. თქვენ რას მოელით ამ დღეს?
– ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება საქართველოს შანსად. ბატონ ბიძინას დღეს, როცა ქვეყნის მართვა არის ძალიან რთული, რატომღაც უადვილდება ეს. მას თავდაჯერებულობა და თვითკმაყოფილება შეეპარა. პირდაპირ ვიტყვი, ის ჩემთვის არ არის ფულიანი კაცი. ის არის წარმატებული ადამიანი, სახელმწიფო მოღვაწე, თუმცა თანამშრომლობს ხალხთან, ვინც მასში მხოლოდ ფულიან კაცს ხედავს. ამ წარმატების ადამიანს სამჯერ მეტის გაეკთება შეეძლო, რასაც მისი ხელისუფლება აკეთებს განათლებაში, ჯანდაცვაში და ა.შ. მაგრამ მოღალატეებზე დგას გამსახურდიას შემდეგ ქართული პოლიტიკა. ვინც გამსახურდიათი მოვიდა ხელისუფლებაში, შევარდნაძესთან გადახტომით შეინარჩუნა პოზიციები, შემდეგ კი ედუარდის ლანძღვით დარჩა სააკაშვილითან. ნახეთ, ადამიანები როგორ მომთაბარეობენ პარტიიდან პარტიაში. მსოფლიოს აქვს ამის გამოცდილება, მაგრამ ეს უნდა იყოს მიმართული ქვეყნის გადარჩენისათვის და არა საკუთარი სკამის შენარჩუნებისათვის, როგორც აქ ხდება. 24 წლის წინათ საქართელო ტაშს უკრავდა ეროვნული განწყობის პოლიტიკოსებს, ახლა კი უკვე ცინიზმია ეროვნული განწყობის პოლიტიკოსების მიმართ ხელისუფლებაშიც და მის ფარეთაც. მისაღებია მხოლოდ ის, ვინც ვაშინგტონს გაეგება ფეხქვეთ, მონობას გამოუცხადებს რუსეთს და ა.შ. დასავლეთის უნივერსიტეტებში არის მასონური ორგანიზაციები. ამიტომაც არის, იქ სწავლადამთავრებული ქართველი მასონთა ლოჟაშიც თუ მივიდა, მერე მიდის და მიდის მისი კარიერა წინ, წინაურდება არნახული ტემპით.
ახლა რასაც ვიტყვი, ვიცი , არის ჩემი საწინააღმდეგო. ამის გამო უცხოეთის მხარდაჭერა არასდროს მექნება, მაგრამ მინდა საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ პოლიტიკურ წრეებსა და მაღალ ეშელონებში სწორედ მასონური ლოჟის წარმომადგენლები სჭარბობენ. ყველა ქვეყანაში ცდილობენ, დაუძვრნენ ამ ფარულ ორგანიზაციას და ჩვენც უნდა გავაკეთოთ, რადგან მასონების წინაშე დაჩოქილი ბევრი ქვეყანა და ორგანიზაცია ვნახე. არ მიდა საქართველოშიც ასე მოხდეს.
– ახლა არ მითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილიც მასონთა ლოჟის წევრია?!
– ამას ვერ ვიტყვი, ამერიკას ჰყავდა სამი პრეზიდენტი, რომლებიც არ იყვნენ მასონები და გაუძლეს ამ შემოტევას. ვისურვებდი, საქართველოს პრემიერიც და პრეზიდენტიც ნამდვილი პატრიოტები იყვნენ. მაგრამ ვინ რა არის, ამას პროცესი აჩვენებს. თუ ერთ-ორ წელში ეროვნული იდეების მქონე პოლიტიკოსების გაძლიერება არ მოხდა ქვეყანაში, ხალხი უნდა მიხვდეს, ვინ რისთვის არის სინამდვილეში მოსული, ახლა ყველაზე ჭკვიანურად მართვა სჭირდება პოლიტიკურ სფეროს. მოსწონს თუ არ მოსწონს ივანიშვილს, უნდა თუ არა, მხოლოდ ამის გამო ვიღაცის აღზევება, მისთვის რამდენიმე მილიონის დახარჯვა და ვიღაცის კიდევ განადგურება – ეს არის არასწორი მიდგომა და კარგ შედეგს არ მოიტანს.
ვანო მერაბიშვილი რომ აცხადებს, 200 ადამიანის ნაცვლად მე დამკითხეთო, დაკითხვა იმიტომ კი არ არის საჭირო რომ ეს ადამიანები დაიჭირონ, მათ უნდა დაადასტურონ, ვინ არის მერაბიშვილი. ამ დაკითხვების შემდეგ ოთხ კედელს შორის მოხვდება ვანო და ამიტომ ხტუნაობს. იცის, რომ ივანიშვილი მატყუარა გამოვა ხალხთან, თუ ისეთი პიროვნება, რომელმაც სისხლი ღვარა, ძარცვა ბიზნესი და ყველაფერი გაანადგურა, არ დასაჯა.
ივანიშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ევროპა და დასავლეთი ეუბნება, ხალხს ნუ იჭერო, მეორეს მხრივ, ქართველ ხალხს უნდა, სამართლიანობა აღდგეს. რადგან არ
შეიძლება ერთდროულად ვანოც მართალი იყოს და თეა წულუკიანიც. მათი ამოცანა ამიტომაც არის , 19 აპრილს შეკრიბონ 10-15 ათასი კაცი. ეს არის შიში. მათ იციან, რაც აქვთ გაკეთებული და როცა ეს ყველაფერი სასამართლოში მივა, ადვილად ვერ დაუსხლტებიან. ეს ამოძრავებს ამ ხალხს. თუ ვანო მერაბიშვილი იქნება ოპოზიცია, „ქართული ოცნება“ მუდმივად იქნება გამარჯვებული. არ მინდა დავუშვა, რომ ვანო მერაბიშვილის ოპოზიციონერობა ბატონ ბიძინას აწყობს. თუ დავრწმუნდები, რომ ეს სისხლისმსმელი, ბიზნესებისა და ქართული მიწის მშთანთქავი ადამიანი პასუხს არ აგებს იმაზე, რაც ჩაიდინა, მაშინ ქართველი ხალხიც და მეც მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა აგოს პასუხი ქართველი ერის წინაშე და ახლა აირჩიოს, რომელი აწყობს.
ესაუბრა ნელი ვარდიაშვილი



