(ალია) თემურ შაშიაშვილი: სექტას პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ვუწოდებდეთ

483„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის თობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება და მის პოზიციას არასწორ მიდგომადა ფასებს. რა არ მოსწონს პრემიერის განცხადებაში „თეთრების“ ლიდერს და რა ფორმით უნდა მოხდეს ე.წ. მესამე პოლიტიკური ძლის ჩამოყალიბება? “ალიას” თემურ შაშიაშვილი ესაუბრა.

– პოლიტიკური ძალის შექმნა ბუნებრივი პროცესია. ჩემი აზრით, პრემიერი, რომელიც ხალხის ამგვარი მხარდაჭერით სარგებლობს, თავს უნდა იკავებდეს რიგითობის დაწესებისაგან., არა მგონია, ჭკუათმყოფელ ადამიანს მიაჩნდეს, რომ მეორე პოლიტიკუროი ცენტრი ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ის არის სექტა. შესაბამისად, სექტას პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ვუწოდებდეთ. ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილი ის არის. რომ საქართველოში არც ერთი პოლიტიკური ძალის მოღვაწეობა არ შეფასდა და არ გასამართლდა. ამიტომაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი თავხედობის ზენიტშია. პრემიერი არ უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, თუ ვის ესაუბრა ის მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის თაობაზე. მესამე ძალის შექმნა იმის მიხედვით, მოსწონს თუ არ მოსწონს ბატონ ბიძინა ივანიშვილს რომელიმე პოლიტიკური ძალა, სურს თუ არა ვიღაცის აღზევება და მისთვის რამდენიმე მილიონის დახარჯვა, ხოლო ვიღაცის განადგურება, ამ ნიშნით პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება არის არასწორი მიდგომა და კარგ შედეგს არ მოიტანს. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ იყო და კოალიციაში გაერთიანებულ პარტიებს მილიონები ჩამოურიგა. მიმაჩნია,რომ ფული არტავის ასე არ უნდა მისცენ, ან თუ მისცემენ, ყველა პარტიას უნდა მისცენ ფული და თანაბარ პირობებში ჩააყენონ. მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, ჩვენი პარტიის ნამუშევრები სხვადასხვა თემებზე რომ ნახეს, თქვეს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. არ ვითხოვ, რომ პრემიერ-მინისტრმა და მთვრობის წევრებმა ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული მასალებით იხელმძღვანელონ, მაგრამ ვითხოვ, რომ ცოტა ფრთხილი იყვენ შეფასებებში, ვინ არის მეორე პოლიტიკური ძალა, ვისთან აქვთ კონსულტაცია, ვინ აფინანსებს და ა.შ. გამოდის, რომ ვინც ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალური პარტია არ არის, არ ეხმარება და მას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს.

509 არა მგონია, ჭკუათმყოფელ ადამიანს მიაჩნდეს, რომ მეორე პოლიტიკუროი ცენტრი ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ის არის სექტა. შესაბამისად, სექტას პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ვუწოდებდეთ.

თქვენი აზრით, რა ფორმი უნდა მოხდეს მესამე პოლიტიკური ძლის ჩამოყალიბება?

– ეს არის ბუნებრივი პროცესი. მე მაგალითად, შევქმნიდი მეცნიერებათა აკადემიაში ჯგუფს, რომელიც შეისწავლიდა, რომელ პარტიას რა რესურსი გააჩნია. მე ვამბობ. რომ პარტიას, რომელსაც დეტალურად არ აქვს შესწავლილი არსებული რეალობა, ქვეყნის პოტენციალი, პარტია, რომელსაც არ აქვს შეწავლილი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორ გახადოს ქვეყენა ძლიერი სახელწმიფო და ეს დოკუმენტურად გაწერილი არ აქვს, მე მას პარტიად არ ვთვლი.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მეცნიერებათა აკადემია ხელისუფლების პირველი პოლიტიკური მრჩეველია. ამიტომ აუცილებელია, მეცნიერებათა აკადემიის წავრებმა გააკეთონ რეალური ანალიზი და შეისწავლონ პარტიების პოტენციალი. შემდეგ კი შესაბამისი დასკვნა მიაწოდონ პრემიერს და ბიძინა ივანიშვილი გაერკვეს, რომელ პარტიას რა შეუძლია.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *