თემურ შაშიაშვილი: “ახლაც არ არის გვიან – დავასრულოთ მაოხრებელი გზირის პრეზიდენტობა..”
საქართველოს და მიხეილ სააკაშვილს ერთი მტერი ჰყავს-პრეზიდენტი სააკაშვილი…პასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის ამ მდგომარეობაში ჩაგდებაზე მათ ეკისრებათ, ვინც მისი პრეზიდენტობა 20 იანვრის შემდგომ გააგრძელა.. – ასეთ კომენტარს უკეთებს პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი სააკაშვილის ბოლოდროინდელ გამონათქვამებს.
„ახლაც არ არის გვიან – დავასრულოთ მაოხრებელი გზირის პრეზიდენტობა…სხვა შემთხვევაში არ არის გამორიცხული დიდი სამოქალაქო დაპირისპირება,რომელზეც ოცნებობს ეს არასერიოზული,გაუწონასწორებელი,ქვეყნისთვის საშიში მატყუარა და დემაგოგი არსება…ეს კი კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის..
.დავფიქრდეთ…დავფიქრდეთ…ნუ გავწირავთ ქვეყნის და ხალხის მომავალს!“



