ქვეყანა თავზე გვექცევა

1

“მე ხომ ვთქვი”,”მე ხომ ვამბობდი”

ანუ

ქვეყანა თავზე გვექცევა და პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები თავს ვიწყნარებთ იმით, რომ ყველამ ყველაფერი ვიცით

 

“მე ხომ ვთქვი”,”მე ხომ ვამბობდი”— ამ გამონათქვამებით გაივსო ქვეყანა…
გამოდის,რომ ყველა მართალია და ქვეყანა კი თავზე გვექცევა…სწორედ ეს დავალება აქვს “ნაციონალურ”სექტას, მათ ბელადებს – მიხეილ დამანგრევლით დაწყებული  ვანო ბლუთი დამთავრებული….

მე რაც ვთქვი გაზეთების “ალიასა” და “კვირის ქრონიკის” ბოლო ნომრებით, აქ შეგიძლიათ ნახოთ (მარტო სათაურების წაკითხვაც კი საკმარისია)…

http://www.tetrebi.org/?cat=37
http://www.tetrebi.org/?cat=37&paged=2

http://www.tetrebi.org/?cat=37&paged=3

http://www.tetrebi.org/?cat=37&paged=4

გამართლდა თუ არა ჩემი პროგნოზი, შეფასება თქვენთვის მომინდვია. სულაც არ მამშვიდებს ის, რომ ჩემი პროგნოზი მართლდება. არც იმას ვამბობ ნიშნის მოგებით, რომ  მიხეილ სააკაშვილს 1997 წლიდან სახალხოდ და საჯაროდ, პრესით და ტელევიზიით – „არასერიოზულ, გაუწონასწორებელ და ქვეყნისთვის საშიშ პოლიტიკოსს“ ვუწოდებ. არც იმას ვიხსენებ ნიშნის მოგებით, რომ 2003 წლის 23 ნოემბერს. როცა იმერეთის გუბერნატორობიდან გადავდექი, ვთქვი: ისეთი ძალა მოდის, შევარდნაძე მოგენატრებათ, არა იმიტომ, რომ შევარდნაძე იყო კარგი, არამედ იმიტომ, რომ ისინი გაცილებით უარესები არიან-თქო. დღეს ვამაყობ იმით, რომ 2003 წლის 23 ნოემბრის შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე,  ფეხით შემოვიარე მთელი საქართველო და ხალხს პატიოსნად ვუთხარი, რომ სააკაშვილის არჩევა უბედურებას მოუტანდა ხალხს და  ქვეყანას.

არც იმას ვამბობ ნიშნის  მოგებით რომ 2013 წლის 20 იანვრის შემდგომ სააკაშვილის თანამდებობაზე დატოვებას ქვეყნის ღალატი ვუწოდე და ბედნიერი ვარ იმით, რომ იმ მილიონნახევართან ერთად ვარ, ვისაც იგივე აზრი ჰქონდა და ხელმოწერითაც დაადასტურა.

მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია. დღეს ნამდვილად არ არის „მე ხომ ვთქვი“ და „მე ხომ ვამბობდი“ ამ გამოთქმებით თავის მართლების დრო. ისტორიას მივანდოთ. დღეს კი  ქვეყანას და ხალხს მივხედოთ – ეს არის ჩემი სურვილი და რჩევა პოლიტიკოსების, “ქართული ოცნების” და მთავრობის მიმართ… სწორედ ამას ეძღვნება “სამართლიანობის მანიფესტი”… ნუ დაიზარებთ, ნახეთ… ორშაბათს მას გადავუგზავნით პოლიტიკურ პარტიებს, სამშაბათს მთავარ პროკურორს, ოთხშაბათს-ბატონ ბიძინა ივანიშვილს.


სამართლიანობის მანიფესტი

http://www.tetrebi.org/?p=7992

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *