აი, ვინ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვინ არის დღეს “ნაცების” ლიდერი, ანუ ვანო-ბლუ


მასალა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გამოქვეყნდა 2004 წელს და მასში მოცემულია საქართველოს პარლამენტის 1999-2004 წლების პარლამენტის წევრთა პირადი პასუხები წიგნის ავტორთა კითხვებზე

images (4)ვანო მერაბიშვილი: „… 5-6 წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ „მოქალაქეთა კავშირის“ ფრაქციის წევრი ვიქნებოდი,მაგრამ აღმოჩნდა,რომ ეს პარტია ყველაზე მეტად ესადაგებოდა იმ ინტერესებს, რომელიც მე გამაჩნია. სმკ-ს ყველა წევრს აქვს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება…“

ვანო მერაბიშვილი: …გავრცელდა ჭორი, რომ მე ამერიკელების აგენტი ვარ, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მე ვერ ჩავთვლი თავს ამერიკელების აგენტად, თუმცა ვაღიარებ,რომ ყველაფერი ამერიკული მისაღებია და ყველაფერს ამერიკული საზომით ვწონი…
ვანო მერაბიშვილი: …ჩემი მეგობრები არიან ისინი, ვინც არ მისდევენ ტრადიციებს, საერთოდ არ მიყვარს ტრადიციები, მითუმეტეს, საქართველოში არსებული ტრადიციები. მიყვარს ორიგინალობა

ვანო მერაბიშვილი:...ამერიკაში ჩემთვის ყველაფერი მისაღებია. ამერიკაში ყველაფერი კარგია იმიტომ, რომ ადამიანური და ბუნებრივია. სხვაგან, მათ შორის, ევროპაშიც, ყველაფერი არაადამიანურია.

ვანო მერაბიშვილი:…არ მიყვარს სმა, გემო ვერ გავუგე სასმელს.

მასვე ეკუთვნის გამოთქმა, რომ ის მართლმადიდებელი არ არის, მისი წინაპრები კათოლიკები იყვნენ, რომ თვითონ არც ერთ რელიგიას არ აღიარებს, ანუ ურწმუნოა.
ამ და მსგავს უამრავ გამონათქვამთა ავტორი დღეს გვესაუბრება ქართველობაზე, პატრიოტიზმზე… ცხადია, რომ ის არის მხოლოდ სკამის პატრიოტი და მასონური, სექტანტური თუ სხვა ჯურის უცხოური დაჯგუფებების პატრიოტი.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი
18.04.2013

P.S. ეს მასალა გასავრცელებლად დაეგზავნა საქართველოს ყველა სააგენტოს

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *