(საქართველო და მსოფლიო) თემურ შაშიაშვილი: „ქართულ ოცნებას“ მივმართავ _ ქვეყანას მიხედეთ ხალხო!

„სირცხვილია ვანო მერაბიშვილთან აქციაზე მიხვიდე იქ, სადაც მან 26 მაისს სისხლი დაღვარა“

Capture9„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. მე ვაპირებ დავრჩე ამ ქვეყანში და რაც არ უნდა იყოს და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს მე ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო ჩემი ქვეყნის, ოჯახის და მეგობრების მომავლისათვის“, -ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა იმ განცხადებების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ახალაიამ და ვერულაშვილმა გააკეთეს. პარტიის ყოფილმა წევრმა მარიკა ვერულაშვილმა მერაბიშვილი საჯაროდ დაადანაშაულა საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აღჩევნების წაგებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია რაც უნდა გასაკვირი იყოს, ასევე ვანო მერაბიშვილის მიზეზით დატოვა. ცოტა ხანში facebook-ზე დათა ახალაიას განცხადების შემდეგ ახლა უკვე ზურაბ ადეიშვილის განცხადებაც გამოჩნდა და მანაც ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა. ბრალდებები ბევრად მძიმე აღმოჩნდა. იუსტიციის მინისტრმა მას ბრალი პრეზიდენტის მიერ შეკვეთილ რიგ დანაშაულებებში დასდო. ის, რაზეც ადრე მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ, საზოგადოებას ახლა უკვე მერაბიშვილის მეგობრები უყვებიან. ახლოვდება 19 აპრილი -„ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებული აქციის დღე. არავინ იცის რა მხოდება ამ დღეს, თუმცა პროგნოზების გაკეთება ახლა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს ეს ორი დღის წინ წარმოედგინა. საუბრობენ იმაზეც, რომ 19 აპრილს ვანო მერაბიშვილი აპირებს მიხეილ სააკაშვილს უმძიმესი ბრალდებები წაუყენოს და მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვოს.

„საქართველო და მსოფლიო“ მიმდინარე მოვლენებზე „თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს ესაუბრა:

_ სიმართლე, რაც დღეს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, გარკვეულწილად საშიშიცაა. შესაძლოა, მთელი ეს სიბინძურე, რითაც ცხოვრობდა და ცხოვრობს ეს images (7)პოლიტიკური სექტა – „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოკიდონ მხოლოდ ვანო მერაბიშვილს, სცადონ ამ ერთ კაცს შეაწმინდონ ხელი და მისგან განთავისუფლებულებმა ახალ პოლიტიკური ძალად ტრანსფორმირება განიზრახონ. არავითარი განსხვავება არ იქნება დღევანდელ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და იმ პარტიას შორის, რომელშიც ვანო მერაბიშვილი აღარ იქნება. საქართველოს ყოფილი ხელისუფლება, რომელიც რეალურად დღესაც ხელისუფლებაშია და უფრო საშიში გახდნენ და დიდ ფულს ხარჯავენ უცხოეთის PR ჯგუფებში საქართველოს დასამარცხებლად. ივანიშვილის დამარცხებაზე საუბარი არაა.

ყველაფერ იმას, რაც დღეს ხდება ერთის მხრივ განვიხილავ როგორც სიმართლის დადგენის პროცესს და მეორეს მხრივ, თუკი მხოლოდ ამას დავინახავთ და იმ საშიშროებას ვერ შევხედავთ – ხომ არ დგას ამის უკან ახალი ჰაბიტუსით, მაგრამ იგივე იდეოლოგიით აღკაზმული პოლიტიკური ძალის მომავალი, ეს უკვე სერიოზული საკითხია.

მერაბიშვილისგან გათავისუფლებული ნაცმოძრაობა „თავისუფლების ინსტიტუტთან“ ერთად იქცა პოლიტიკურ სექტად. ვანო მერაბიშვილი 2003 წელსაც კი ამბობდა „მოქალაქეთა კავშირზე“ პროგრესული ძალა არ არსებობს და ბედნიერი ვარ, რომ მისი წევრი ვარო. საქართველოს უბედურებაა ის, რომ ხელისუფლებაში გყვავდა ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური სექტის წევრები იყვნენ. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებიან. სანამ ქვეყნის გარედან იმართებიან პოლიტიკოსები, ამ ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება.

-თქვენი აზრით, რა მოხდება 19 აპრილს. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვანო მერაბიშვილი ამ დღეს აპირებს მიხეილ სააკაშვილს უმძიმესი ბრალდებები წაუყენოს და მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვოს.

-ერთის მხრივ, მგონია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძლიერია, მეორეს მხრივ, როგორც „ქართული ოცნება“ ამ 19 აპრილთან დაკავშირებით იქცევა, სისუსტეა. სირცხვილი არაა ვანო მერაბიშვილთან აქციაზე მიხვიდე იქ, სადაც მან სისხლი დაღვარა. რასაც ვამბობდით და ვწერდით, დღეს უკვე მისი მეგობრებიც ადასტურებენ. ტელევიზიები და მედიასაშუალებები გადასულები არიან ვანო მერაბიშვილის პიარზე. მთელი დღე ალაპარაკეს მერაბიშვილი სხვადასხვა ტელევიზიაში ამ აქციაზე. ასეც ხომ არ შეიძლება? რატომ უთმობენ ამხელა ყურადღებას ამ ერთ აქციას, ვერ ვხვდები. კაცს, რომელმაც თქვა ქართული ტრადიციები ჩემთვის არაფერს ნიშნავსო, ვანო-ბლუს რატომ უნდა მოვუსმინოთ ამდენი?

– ადეიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ facebook-ის განცხადებაში ის ციხის კადრების ავტორებად, ასევე 26 მაისის და 7 ნოემბრის უშუალო დამკვეთად სააკაშვილს, ხოლო შემსრულებლებად ვანო მერაბიშვილის გარდა ძმებ ახალაიებსაც ასახელებს.

– ჩვენ „სამართლიანობის მანიფესტი“ გავაცანით საზოგადოებას. სამართლიანობის აღდგენა რიტორიკულად ჟღერს, სამართლიანობის დადგენაა საჭირო. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ჩვენმა ორგანიზაციამ გეგმა ჩამოაყალიბა, რის გამოც დღეს ტელეფონზე ზარები არ წყდება და მადლობებს გვეუბნებიან. გვეკითებიან ამის შესახებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვესაუბრეთ თუ არა. ჩვენ არავის თავზე არაფერს არ ვახვევთ. მაგრამ ვამბობთ იმას, რომ მთავარი არ უნდა იყოს ქვეყანაში ის ფაქტი, რომ მთელი დღეა ალაპარაკებენ ვანო-ბლუს და თავს ამართლებინებენ. ქვეყანაში საშინელი მდგომარეობაა. ყველა დარგი დანგრევის პირასაა. ადამიანები ეკონომიკურად და მორალურად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ამ სისულელეებშია გახვეული დღეს ქვეყანა. მე მინდა „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა: „ქვეყანას მიხედეთ ხალხო!“. ხალხი მშიერია, გაუბედურებული და ამის დრო არაა ახლა. მეტი საფიქრალი აღარ გვაქვს ვითომ, რა იქნება 19 აპრილს. მერე ადგება ვანო და კიდევ ახალ თარიღს დაასახელებს და აგვიწყვია საქმე! საქართველოს ცენტრში დგას შენობა, რომელსაც აწერია „ბლუ ივერია“, სირცხვილია! „ბლუ ივერიას“ ბლუ ვანო მერაბიშვილი მართავს. ბლუების დრო უნდა დამთავრდეს!

ესაუბრა ლილი მიროტაძე

გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *