(ალია) თემურ შაშიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა მძიმე პროცესი

 

12

  • ესე იგი, აქაც მაგრად გაარტყეს `ნაციონალებმა”, ჩაამთავრებენ მიტინგს და მერე ადოლფ ჰიტლერის დაბადების დღეს აღნიშნავენ!
  • ამათი პროგრამა მინიმუმი დღეს არის: არ უნდა შესრულდეს ბიძინა ივანიშვილის დაპირებების არც ერთი პუნქტი… უფრო სწორადმ თუ რამე შესრულდა, უნდა იძახონ, რომ ეს ბლეფია.
  • ბიძინა ივანიშვილამდე არ მიდის სწორი ინფორმაცია, გაზეთებში ბევრი რამე იწერება მისთვის საყურადღებო… აი, ახლა დარწმუნებული ვერ ჩვენი ინტერვიუდან მხოლოდ იმას გაუხაზავენ, თუ რამე კრიტიკულს ვიტყვი
  • დიახ, უნდა გაუშვა ყველა, ვინც “ნაცმოძრაობასთან აგრძელებს ურთიერთობას

 

`ალიას” ესაუბრება მოძრაობა `თეთრებისა” და `სახალხო კრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი.

_ ბატონო თემურ, `ნაცბანდა” შიგნიდან აირია. ამ ფონზე უფრო საინტერესო ხდება 19 აპრილი, რადგან უფრო ბევრი რამე გამოიკვეთება და ბევრ საინტერესო ამბავსაც გავიგებთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვიხილავთ მერაბიშვილებისა და სააკაშვილების პოლიტიკურ დაკრძალვას?

_ მე ვფიქრობ, რაც დღეს ხდება, ამ ყველაფერს ჰყავს დირიჟორი და ეს არ გახლავთ ბლუ ვანო მერაბიშვილი. ვანო არის უბრალო შემსრულებელი. ამ სოროსულ-მასონურ ჯგუფს მართავენ უცხოეთიდან და მთავარ საყრდენად მაინც ჰყავთ ბოკერია თავისი იდეოლოგიური აპარატით, ოჯახით, გარემოცვით და ასე შემდეგ. ესე იგი, უკან დააყენეს ცოტაოდენ განათლებული, ხოლო წინ _ გაუნათლებელი, ბლუ, მაგრამ ყველაფრის შემსრულებელ-მკისრებელი.

_ ჩვენ გვაინტერესებს ამ ყველაფრის შედეგი, რის მიღწევას ცდოლობენ `ნაცმოძრაობის~ უკან მდგომი ლობისტურ-ავაზაკური ჯგუფები?

_ ბიძინა ივანიშვილმა მართლაც ბეჭებზე დადო სააკაშვილი და ყველა უცხოელ პოლიტიკოსს რცხვენია, წაქცეულს მხარდაჭერა გამოუცხადოს. სააკაშვილი უკვე იმდენადაა განადგურებული, ხელის ჩამორთმევაც კი სამარცხვინოა. თუმცა ამერიკელებისთვის ეს ერთადერთი პროერქტია, რომელიც რაღაც ფორმით მიჰყავთ ბოლომდე. არადა, მათი ამოცანა იყო რუსეთის დაშლა და მართლმადიდებლური ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდება. აქ საშიში სააკაშვილი კი არა, ის ძალებია, რომლებიც დგანან `ნაცმოძრაობის” უკან ყალბი ეროვნული პათოსით. იგივე ვანო მერაბიშვილს აქვს თავის დროზე ნათქვამი, ტრადიციებს არ ვცემ პატივსო, ქართულ რვინოს ვერაფერი გავუგეო, მართლმადიდებელი არ ვარ და არც კათოლიკეო… ვინ არის, ეს უჯიშო, ვის სჭირდება, მაგას უკან რომ არ ეგდნენ, რომელიმე პარტიის გენმდივნად გააჭაჭანებდნენ?! მაგისი პარტიის წევრებს აღარც სააკაშვილი უნდათ, აღარც მერაბიშვილი და აღარც სხვები… გაოცებული ვარ, თურმე ერთ ბოთლ ბორჯომს რომ იყიდდნენ, იმის ფულსაც კი სახელმწიფოს ახდევინებდნენ, თავიანთი გასქელებული კისრების გახდომაში ჩვენს ფულს ფლანგავდნენ, საყვარლების ჩამოყვანაშიც ჩვენი ფული იხარჯებოდა, მოგზაურობაში, საჩუქრებში და ასე შემდეგ. ასეთ რამეს რომელ ქვეყანაში მოითმენენ? არა, ამათ დაპირდნენ უცხოეთში, თქვენ იქნებით მუდმივად! ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა დიდი პროცესი, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ყველაფერი გაცნობიერებული. მე თვითონ შევხვდი თავის დროზე ევრაზიის ფონდის დირექტორს, იქ პირდაპირ მითხრეს, დაანებე თავი ტრადიციებს, ისტორიას, თანხები წამოვა, მილიონები, მილიარდები, ოღონდ 30 პროცენტი უკან უნდა დაბრუნდესო. ამას ჭორის დონეზე არ გელაპარაკებით, საკუთარი ყურით მოვისმინე. შევარდნაძემ მითხრა ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე დღით ადრე, რასაც მე მთხოვენ გარკვეული ჯგუფები უცხოეთიდან, ეს რომ შევასრულო, საქართველოში ვეღარ დავიმარხებიო. თუმცა შევარდნაძემ მაინც მოძებმა ჯგუფი, სადაც არიან უცხვირპირო, უჯიშო, უსირცხვილო ადამიანები. ამიხსენით, რატომ სჭირდებათ უცხოელებს გვარშეცვლილები? დაუკვირდით, საქართველოს ხელისუფლებაში 80 პროცენტი არის გვარშეცვლილი. კაცო, მე არ ვარ სომხების წინააღმდეგი, ძმები არიან, მაგრამ სომეხი დაუშვებს იმას, რომ მის ქვეყანას გვარშეცვლილები მართავდნენ?

_ ნეტა მხოლოდ გვარშეცვლილების პრობლემა გვქონდეს.

_ ახლა მოდიან ინდოეთიდან, პაკისტანიდან, სირიიდან, ირანიდან და მიდის ქართველი ერის ასიმილაცია.

_ ბატონო თემურ, ამ თემებზე ჩვენ მომავალში მოგვიწევს საუბარი, დავუბრუნდეთ კონკრეტულად 19 აპრილთან დაკავშირებულ მოვლენებს.

_ `ნაციონალებმა” ყველანი გადაგვათრიეს თავიანთ მოედანზე და ამდენს გვალაპარაკებენ ბლუ ვანო მერაბიშვილზე. ნახეთ, რა ამბავია ტელევიზიებში, ჩართავ თუ არა, ვანო, მიშა და `ნაცები”, რა ხდება, ხალხო? მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ივანიშვილი მშიშარა კაცია, მაგრამ ვიღაცებს რომ შიშიანობა დაეწყოთ, ეს ცხადია. დიახ, ნამდვილად არსებობს საშიშროება, რომ ამათ მოაწყონ პროვოკაცია და ეს არის ჩვენი ბრალი. ამათ 2004 წელს ყველა გაათავისუფლეს სამსახურიდან, ვისაც კი ხელი ჩამოვართვი. დღეს ყვირიან, არიქა, ჩვენს ხალხს პარტიული ნიშნით ათავისუფლებენო. დიახ, უნდა გაუშვა ყველა, ვინც `ნაცმოძრაობასთან” კვლავ აგრძელებს ურთიერთობას. ამ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს კანონი დეპოლიტიზაციის თაობაზე. სოფლად ასეთი დიდი პროგრამა ამოქმედდა  –  ვერაფერს გაიგებ, სხვა სფეროებში რაღაც კეთდება  –  საერთოდ გაუგებარია… ყოველდღე ჩვენ იმაზე გვიწევს ლაპარაკი, ციხეში ვის სიცხემ აუწია და რა თქვა ვანო მერაბიშვილმა. ქვეყანა თავზე გვექცევა და ამ დროს სხვა საფიქრალი არა გვაქვს. გეუბნებით, ამათ შეგვიყვანეს თავიანთ მოედანზე, ამასობაში ორი თვე უკვე alia 1დაიკარგა. ახლა ნახეთ, 19 აპრილს გამოაცხადებენ, შემდეგი მიტინგი იქნება ამა და ამ რიცხვშიო. ასეა რუსეთშიც და უკრაინაშიც, თვის ბოლოს ერთი დღე გამოცხადებულია ოპოზიციის მიტინგების დღედ. აქაც ასე დამკვიდრდება, მაგათ ერთი დამკვეთი ჰყავთ. იცით, რუსეთმა ყველაზე ცუდი რა გაგვიკეთა? რომ არა მათი მტრობა, სააკაშვილს ქართველი ხალხი ამდენ ხანს ვერ იგუებდა. რუსებს უდევთ მიშას პირადი საქმე, სადაც გარკვვევით წერია, რომ ის `კაგებეს~ აგენტია. მე ეს პირადი საქმე მჭერია ხელში, სხვა საშინელებებიც წერია. სააკაშვილი ამას თვითონ არ ასაჯაროებს. რატომ იმალება მისი პირადი საქმე, როცა ამის შესახებ ყველაზე კარგად იცის ვლადიმერ პუტინმა?!

_ სამწუხაროდ, `ნაციონალების~ ყალბ პიარს და საინფორმაციო ომს ახალი ხელისუფლება ვერაფერს ვერ უპირისპირებს. არ ვიცი, შეიძლება დუმილი უკეთესი იარაღია სააკაშვილის წინააღმდეგ.

_ აი, ეგ არის… ხელისუფლება მიტინგებზე ვერ გამოვა და არც პასუხებით უნდა იყოს bb1დაკავებული, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება? ნახავთ, 19-ში ახალ რიცხვს დაასახელებენ და ახლა იმაზე უნდა ვილკაპარაკოთ ორი თვის განმავლობაშიდა ასეთი აქტივობით მივლენ შემოდგომამდე. ამათი პროგრამა-მინიმუმი დღეს არის: არ უნდა შესრულდეს ბიძინა ივანიშვილის დაპირებების არც ერთი პუნქტი… უფრო სწორად, თუ რამე შესრულდება, უნდა იძახონ, რომ ეს ბლეფია. რაც 9 წლის განმავლობაში სოფლისთვის არ დახარჯულა, 3 თვეში ეს თანხა ჩადო ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ `ნაცმოძრაობამ~ ყველაფერი უნდა გადაფაროს თავისი ავანტიურებით. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილამდე არ მიდის სწორი ინფორმაცია, გაზეთებში ბევრი რამე იწერება მისთვის საყურადღებო… აი, ახლა დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინტერვიუდან მხოლოდ იმას გაუხაზავენ, თუ რამე კრიტიკულს ვიტყვი. ამ ქვეყანაში ღარიბაშვილიც მართალია და მერაბიშვილიც, თეა წულუკიანიც მართალია და ადეისვილიც, მტყუანი მარტო ხალხია. აი, ეს არის დასამთავრებელი. `ნაციონალური მოძრაობის~ მოედანი საქართველოში არ უნდა არსებობდეს, ეს არის შავბნელი მოედანი, არც მოგება ვარგა, არც წაგება, ბრძოლა საერთოდ არ შეიძლება. სასწრაფოდ უნდა გასამართლდეს საქართველოში `აღორძინება~ `მოქკავშირი~ და `ნაცმოძრაობა”! ახლა შევარდნაძე გამოდის და იძახის, შეცდომა დავუშვიო, სააკაშვილის ამოცნობას რა უნდა? ერთხელ დაელაპარაკები და მორჩა, დამთავრებული ამბავია. ახლა ცვენ ბატონი ბიძინა უნდა დავიცვათ, რომ არ შევიდეს სააკაშვილის მოედანზე სათამაშოდ, ტორემ ისე დაღუპავენ, როგორც დაღუპეს ბადრი პატარკაციშვილი, ზურაბ ჟვანია და ასე შემდეგ.

_ ესე იგი, აქაც მაგრად გაარტყეს `ნაციონალებმა~, ჩაამთავრებენ მიტინგს და მერეადოლფ ჰიტლერის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

_ ჰოდა, ისევე უნდა გასამართლდნენ, როგორც ფაშისტები გაასამართლეს. ჩვენ გვქონდა პროექტი –  `ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას”, ამ პროექტის დრო ახლა უფროა. მე ეჭვი მეპარება, რომ ვანო მერაბიშვილს სცოდნოდა, რა დღე იყო, მაგრამ ვინც დაუგეგმა, მათ იცოდნენ ძალიან კარგად.

ესაუბრა გელა ზედელშავილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *