ვანო მერაბიშვილი: „ევროპაში ყველაფერი არაადამიანურია“

images (7)ყველაზე ტრაგიკული ბოლო წლების საქართველოსათვის არის ის, რომ ევროპულ არჩევანზე, დასავლურ ღირებულებებზე, ნატოსთან ურთიერთობების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ის პოლიტიკური ძალა, ლაპარაკობენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არც იცნობენ ამ ღირებულებებს და არც იციან მათი რეალური არსი, თავიანთი მსოფლმხედველობითა და ქცევით შორს არიან ამ შეხედულებებისაგან. ამის კონკრეტული მაგალითი ვანო მერაბიშვილია.

მისი ყოველი გამოსვლის მთავარი ლოზუნგი არის ევროპული არჩევანი და ამ ლოზუნგით იწვევს ხალხს მიტინგზე… მის ყოველ გამოსვლაში არის დღევანდელი ხელისუფლების და პრემიერ ივანიშვილის კრიტიკა იმის გამო, რომ თითქოს მათ გადაუხვიეს ევროპულ არჩევანს. ეს განწყობა არის ნაც-სექტის სატყუარა 19 აპრილის მიტინგზე ხალხის მოსაყვანად.

ვანო მერაბიშვილი ის კაცია, რომელმაც 2003 წელს, როგორც პარლამენტის წვერმა მოქკავშირის სიით დაწერა,რომ მისთვის მიუღებელია ევროპული ტრადიციები, რომ სხვაგან, გარდა ამერიკისა, „… მათ შორის, ევროპაშიც, ყველაფერი არაადამიანურია”.*

კაცი, რომელმაც ევროპას „არაადამიანური“ უწოდა დღეს ევროპაზე პოზიტიური საუბრის მონოპოლიზებას ახდენს და საქართველოს ამ „არაადამიანურისაკენ“ ექაჩება.

დარწმუნებულნი ვართ, ნაცმოძრაობის გენერალური მდივნის მ მოსაზრებებს არ იცნობს ბატონი დავით უსუფაშვილი, რომელმაც სულ ეხლახანს, რადიოსადგურ „თავისუფლების“ პრაღის სტუდიაში თავის ღირსების საქმედ გამოაცხადა „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, 9 წლის მანძილზე რა მომწამვლელი აირების ღრუბლები და სისხლის გუბეები დააყენა, მათ შორის, რუსთაველის პროსპექტზე.

ვაი, იმ ხალხს, რომელთათვისაც ვანო მერაბიშვილი და ნაცპარტიაა ევროპული არჩევანი…ეს და სწორედ არის ევროპის შეურაცყოფა.

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
19.04.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *