არჩევნები – სასწრაფოდ!!!
„თეთრების“ პოზიცია
ქვეყანაში 1 ოქტომბრიდან განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, განსაკუთრებით 19 აპრილის პოლიტიკურმა თავხედობამ, პარტია „თეთრები“, ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური ძალა და სერიოზული პოლიტიკოსი, მიიყვანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლად ჩატარების დასკვნამდე. სასიცოცხლოდ მიგვაჩნია ვადამდელი ადგლობრივი არჩევნებიც.
ჩვენის აზრით, ეს არის გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის სისტემური პოლიტიკური კრიზისის დაძლევას, რომელშიც წლებია ჩათრეულია ქვეყანა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნაცმოძრაობის“ აქციამ.
დრო არ ითმენს სამი მარტივი რამის გამო:
პირველი – არ შეიძლება ქვეყანამ მოითმინოს დამნაშავე პარტია ჩასაფრებულის როლში – ეს პრაქტიკულად ნიშნავს 1 ოქტომბრის მონაპოვარის განადგურებას, ხალხში გაჩენილი იმედის ჩაკვლას;
მეორე – თუ დამნაშავე პარტიას არ გავასამართლებთ და მას მივცემთ დროს და საშუალებას, იქცეს ამ ეტაპზე მეორე პოლიტიკურ ცენტრად, ეს ნიშნავს, რომ ვეთანხმებით გარკვეული პერიოდის შემდგომ მის ხელისუფლებაში მობრუნებას… ვეთანხმებით ქვეყანაში არასამართლიანი პოლიტიკური სივრცის შექმნას… ვეთანხმებით სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე არსებულ მწვავე კრიზისს.
ამაზე დიდი ბოროტება არ შეიძლება გავუკეთოთ საკუთარ ხალხს და ქვეყანას.
მესამე, – საზოგადოებაში არის აზრი, რომ დღეს ხელისუფლება ყველა დონეზე ხელთ უპყრია კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როდსაც მთელი საპრეზიდენტო ვერტიკალი: სამხარეო, საქალაქო, რაიონული, სასოფლო ადმინისტრაციები, სასამართლო და კომტროლის პალატის სისტემები ძველი ხელისუფლებისადმი მორჩილი ერთგულებით ებრძვის ხალხს. ეს ერთხელ კიდევ ასაბუთებს ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.
მეოთხე და განსაკუთრებული – დანიშნული დეპუტატების სამარცხვინო ეპოქა უნდა დასრულდეს… დამოუკიდებელ საქართველოში ვირჩევთ არა ძლიერ პოლიტიკოსთა პარლამენტს, არამედ ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შერჩეულ პარლამენტს…
ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. სამ თვეზე მეტია, მოქალაქეთა გამოხმაურებებიდან და პოლიტიკური დიალოგებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ასე ფიქრობს არა მხოლოდ პარლამენტის გარე, არამედ საპარლამენტო არაერთი პოლიტიკური ძალა. ეს მოსაზრება ძლიერდება არასამთავრობო სექტორში, ექსპერტთა წრეებში და ხალხში.
დღის წესრიგში დგება კონსულტაციების აუცილებლობა. ჩვენ ღია ვართ ყველასთან.
მიგვაჩნია, რომ დათათბირების პროცესი უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და სასურველია, პირველი სერიოზული ერთობლივი განცხადება გაკეთდეს 26 მაისს.
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
22. 04.2013