ზვიად გამსახურდია რუსეთთან ურთიერთობის შესახებ და საინტერესო საუბარი რუსულ – ქართული ურთიერთობების თაობაზე

 

(weeknews)თემურ შაშიაშვილი: „პოლიტიკოსების დაყოფით: ვინ მოგწონს და ვინ არა, საქართველო ვერ აშენდება“

“თეთრების” ლიდერის ინტერვიუს,  განსაკუთრებით მის იმ ნაწილს, სადაც საუბარია რუსეთ  საქართველოს ურთიერთობებზე:

“დღეს ეროვნულ თემებზე საუბარი ვიღაცას რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია. რუსეთთან ომით რაიმეს მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ კონსტრუქციული ლაპარაკით, ბევრი რამის მიღწევა შეიძლება.  ამის მაგალითი გვაჩვენეს საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა – მათ ომი წააგეს რუსეთთან, მაგრამ მოლაპარაკებით ყველაფერი აღიდგინეს.  მაგალითად, ფინეთი „ნატოში“ იმიტომ არ შევიდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ დაეძაბა. რუსეთთან დამარცხებული ყველა ის ქვეყანა, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობა ომის რიტორიკით, ძალის დემონსტრირებით შეცვალა კონსტრუქციული ურთიერთობით და თანამშრომლობით  – დღეს მსოფლიოში წარმატებულზე წარმატებული ქვეყნებია…”

გამოეხმაურა ცნობილი მეცნიერი, პროფესორი მანანა სოტკილავა, რომელიც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა, პირადად იცნობდა ზვიად გამსახურდიას და იყო მისი მხარდამჭერი. . მან  წარმოადგინა ზვიად გამსახურდიას მიერ დევნილობაში მიცემული ინტერვიუს ამონარიდი, რომელშიც ეროვნული მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობას და ზოგადად კავკასიაში მიმდინარე პროცესებს განიხილავს, .

images (8)“Я всегда был настроен по-российски, всегда хотел иметь самые тесные связи с Россией, мечтал, чтобы Грузия была естественным союзником своего великого соседа, но это не устраивало западный мир и послушное ему жидовское российское правительство. Они продолжают разжигать этнические конфликты на Кавказе. В результате мы сейчас стоим перед вполне реальной опасностью перерастания этих конфликтов в большую войну” З. К. Гамсахурдиа, “Народная Правда”, Санкт-Петербург, 1992г.

ბატონ თემურ შაშიაშვილსა და პროფესორ მანანა სოტკილავას შორის სანტერესო საუბარი შედგა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე.

მანანა სოტკილავა: „1990 წლის 19 აგვისტოს (” ფერისცვალების” დღეს ეროვნული ძალების ზეწოლით დანიშნულ კომუნისტების უკანასკნელ ფორუმზე) ანუ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესიაზე, სადაც კომუნისტების პირველ პირთაგან აღიარებულ-იქნა დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია და ოკუპაცია უცხო ბოლშევიკური ძალის მიერ! ამ აღიარებას მოყვა დიდი გამარჯვება თავისუფლებისმოყვრე ქართველი ხალხისა თავისი რჩეული წინამძღოლის მეთაურობით, რომელსაც უპირველეს ყოვლისა,სწორედ მეზობელ რუსეთთან არ დააცალეს იმ ურთიერთობის მოწესრიგება, რომელიც უნდა მოყოლოდა ამ სამართლიან კომუნისტურ “აღიარებას”!!!!
ეს ამონარიდი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თაობაზე ზოგადი პასუხისთვის გამოგიგზავნეთ.

თემურ შაშიაშვილი, „თეთრების“ ლიდერი: ქალბატონო მანანა,მოგესალმებით, გიდასტურებთ დიდ პატივისცემას…. თქვენ ძალიან საინტერესო მასალა მომაწოდეთ…მიხარია, რომ ჩემი განწყობა რუსეთთან დაკავშირებით ეყრდნობა ილია ჭავჭავაძის შეხედულებებს, ეყრდნობა ზვიად გამსახურდიას პოზიციას…სწორედ ეს არის ქართული და არა ის, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ანხორციელებდა.
საქართველოს მიმართ იყო და რჩება ერთი მოდელი-ჯერ შეუთავსებელთა ერთობის პრინციპით იქმნება პოლიტიკური კონგლომერატი,რომელიც შემდგომ იყოფა ურთიერთდაპირისპირებულ ძალებად,მთავრდება ომით…ეს დამანგრეველი სისტემა უნდა შეიცვალოს

მანანა სოტკილავა: “ქართველი ხალხის გზა, ბოლო ორსაუკუნოვანი შავ-წითელი საიმპერო ტყვეობის ჟამს, გადიოდა გაციმბირებული მამულიშვილების და სამშობლოში დახვრეტილი გმირების: კირიონ პატრიარქის, ილიას, მერაბის, ზვიადის სისხლზე! ამიტომაც უმძიმესია და ძალზე საპასუხისმგებლო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ყველა მონაკვეთი. ვისურვებდი ამ წმინდა საღვთო გზაზე არ შერცხვენილიყოს და ღირსეულად გაემარჯვოს ქართველებს!!!!!”

თემურ შაშიაშვილი: “ღმერთმა ინებოს! ეს არის დღევანდელი საქართველოს ყველა თაობის ყოველი წარმომადგენლის, საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს ნამდვილი მეგობრების დიდი მისია მომავლის საქართველოსათვის. გვფარავდეს უფალი ამ კეთილშობილურ, მამულიშვილურ საქმეში.”

პრეს-ცენტრი

22.04.2013

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *