“თეთრები” იუბილეს ულოცავს მწერალ რეზო ჭეიშვილს
„თეთრები“, მისი პოლიტიკური საბჭო ულოცავს ქართული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსს, ბატონ რეზო ჭეიშვილს 80 წლის იუბილეს.
მისი საოცრად თბილი და ადამიანური შემოქმედება ახლობელი გახდა ქართველი მკითხველისათვის. ბატონი რეზოს სცენარით შექმნილი არაერთი ფილმი შესულია ქართული კინოს ოქროს ფონდში.
მწერლობაზე და მწერლებზე ზრუნვით გამოირჩეოდა ბატონი რეზოს საქმიანობა არაერთი შემოქმედებითი და სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის დროს.
პარტია „თეთრები“ კიდევ ერთხელ ულოცავს ამაგდარ მწერალს და უსურვებს შემოქმედებით წარმატებებს და პირად ბედნიერებას
Facebook Comments


