(9 არხი) აქცია “ვარდების მოედანზე”
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოლიდარობა საზოგადოების კეთილდღეობისთვის” პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. პროტესტი დღეს ქუთაისში გაგრძელდება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს რეზო ჩხეიძე თხოვნით მიმართავს, მისცეს შესაძლებლობა პარლამენტის წევრებს ხუთწუთიანი სიტყვით მიმართოს. არასამთავრობო ორგანზიაციამ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია ორი დღის წინ თბილისში გამართა და ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საშიში ადამიანია და პოსტი უნდა დატოვოს. აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.
Facebook Comments



