,,ქართულ-ოსური მისიის” შეხვედრა დევნილთა და განსახლების მინისტრ ბატონ დავით დარახველიძესთან

23 აპრილს ,,ქართულ-ოსური მისიის ”შემადგენლობა შეხვდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების მინისტრს ბატონ დავით დარახველიძეს. ასევე სამინისტროს მხარეს წარმოადგენდა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გოგი ფაცაცია და სამინისტროს მაღალჩინოსანი ცხინვალიდან დევნილი ბატონი რობერტ მამისაშვილი. აღნიშნულ შეხვედრაზე იმ უაამრავ პრობლემატურ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება , რომელიც წლებია დევნილებში დაგროვდა.

,,ქართულ -ოსური მისიის ” მხარემ არაერთი წინადადება წარმოადგინა სამინისტროს წინაშე, როგორიც იყო 1) დევნილთათვის საზღვრების გახსნა აღდგომის დღეებთან დაკავშირებით 2)ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღდგენა 3)ცხინვალის გაზეთის გამომცემლობის აღდგენა, 4)დევნილი სტუდენტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება.5) კონფლიქტის საზღვრებთან სამუშაო ადგილების შექმნა მხოლოდ და მხოლოდ ომებისაგან დაზარალებული და გაღატაკებული დევნილების დასასაქმებლად. მისიის წევრებმა ასევე მკაცრად მოითხოვეს რომ დევნილ არასამთავრობობებს მისცენ საშუალება პროექტების რეალიზებისა. ამავე დროს ფონდების წინაშე ყველა წარდგენილი პროექტები, რომლებიც ეხება კონფლიქტებსა და დევნილებს

სიღრმისეულად იქნენ შესწავლილი ვინ არიან ისინი, გქონდათ თუ არა კონფლიქტის ზონასთან შეხება, არიან თუ არა ისინი დევნილები, შეეხოთ თუ არა მათ ომები! ცხინვალელების არაქტიურმა ცხოვრებამ 23 წლის უპერსპექტივო მომავალი შეუქმნა დევნილებს. ასევე მისიამ განუმარტა სამინისტროს წარმომადგენლებს , რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში შედიან საკანონმდებლო ინიციატივით 1) ცვლილება ,,განათლების კანონში” , რომელ კანონშიც შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ახალ დევნილებზე და ძველებს ეს შეღავათი არ ეხებათ. 2) კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სადაც უნდა მოხდეს იმ მუხლის ჩასწორება, რომელიც უშუალოდ ეხება საზღვრების გახსნას, რომ უნდა გაუქმდეს როგორც სისხლისსამართლებრივი ასევე ადმინისტრაციული სასჯელი საზღვრის გადამკვეთ-გადმომკვეთზე, სამაგიეროდ უნდა შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი და ამოქმედდეს სასაზღვრო კონტროლის უმკაცრესი სამსახური. ამ და უამრავ სხვა კითხვებზე მინისტრ დავით დარახველიძემ ამომწურავი პასუხი გაგვცა და აღგვითქვა თანადგომა და თანამშრომლობა, რომელსაც მისიის მიერ დაყენებული საკითხები მიიჩნია სავსებით მართებულად. ,,ქართულ -ოსური მისია ” მზადყოფნას გამოთქვამს ასევე ითანამშრომლოს საქართველო-რუსეთთან ურთიერთობის სამსახურთან, რომელი თანამშრომლობაც გადაიზრდება რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობის გასაფართოვებლად და სხვა…

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის ,,ქართულ-ოსური მისია” ბატონ დავით დარახველიძეს და სამინისტროს იმ შემადგენლობას, რომელთანაც ასე დადებითად წარიმართა შეხვედრა. მისია იმედოვნებს რომ ამ შეხვედრით არ დასრულდება მათი ურთიერთობა , რამეთუ მისიის მიერ წარმოდგენილი პრობლემატური საკითხები რჩევების სახით იქნება სამინისტროს სამუშაო გეგმის ნაწილი.

,,ქართულ-ოსური მისიის” პრესცენტრი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *