(ახალი თაობა) რატომ არ უშვებდნენ კომუნისტები შაშიაშვილს საზღვარგარეთ

shashiasvili – ბატონო თემურ, ეროვნულ მოძრაობას როგორ აფასებდით და როგორი დამოკიდებულება იყო თქვენი თვალთახედვით დადამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესისადმი მაშინ?

– მაშინაც ჭრელი დამოკიდებულება იყო, მაგრამ ჩემში მაშინვე გამოიწვია პროტესტი ბევრმა რამემ. პროტესტი გამოიწვია ტანკის გამოჩენამ, პროტესტი გამოიწვია ჯუმბერ პატიაშვილის ხალხში გამოუსვლელობამ. პატიაშვილს შეეძლო, მართლაც ეროვნული გმირი გამხდარიყო, ხალხში რომ გამოსულიყო. მძიმე დღე იყო, მისი გამოცდის დღეც დადგა. ღმერთმა მას მისცა შანსი, ეს გაეკეთებინა. პირველი,რამაც ჩემი შინაგანი პროტესტი გამოიწვია, ისიც იყო, რომ ჯუმბერ პატიაშვილი მომიტინგეებთან არ გამოვიდა. ყოველთვის მეგონა, რომ ჯუმბერი ვაჟკაცური პიროვნება გახლდათ და გული დამწყდა, რ ომ არ გამოვიდა. სულელური იყო ტანკის გამოყვანა. სწორი იყო ხალხის წინააღმდეგობა. დღესაც ლაპარკობენ, ხალხს წინააღმდეგობა რომ არ გაეწია, შეიძლება დარბევა არ მომხდარიყო. ამაზე არ ვკამათობ. მე მაინც სუბიეტქური ვარ, ვისაც ჰქონდა საშუალება, 9 აპრილის მონაწილე ყოფილიყო და 2011 წლის 26 მაისისაც, განსხვავებას დაინახავდა იმ თვალსაზრისით, რომ 26 მაისს არ იყო წინააღმდეგობა ხალხისგან. მაგრამ აქ საქართველოს წინააღმდეგ გაველურებული ქართველი მოქმედებდა. 9 აპრილიდან მეორე – მესამე დღეს საქართველოში ლაპარაკობდნენ,რომ არ უნდა დაპირისპირებოდა ხალხი, როცა დაინახეს, მძიმე ტანკი მოდიოდა. პატრიარქმა მოუწოდა და არ დაიშალნენო. ვიცი რა ქართული ხასითი, მაშინაც ვთვლიდი, რომ ქართველი კაცი მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო.

ხშირად ამბობენ, ისედაც მიპოვებდა საქართველო დამოუკიდებლობას სისხლი რომ არ დაღვილიყოო.

– არ ვკამათობ, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი დადებითად რომ გადაწყდებოდა, ეს საკითხი ძალიან სერიოზულად იყო დაყენებული. გორბაჩოვი აბსოლუტურად გაუაზრებლად ეკიდებოდა იმ მოსაზრებებს, რომლებიც მაშინ მიდიოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან. თვითონ მოქმედებდა გაუაზრებლად. გორბაჩოვს შეეძლო, ისე მომხდარიყო საბჭოთა კავშირის დაშლა, რომ ხალხი ამ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო. მარტო საქართველო ხომ არ არის. გორბაჩოვისა და მაშინდელი ხელმძღვანელობის არასერიოზულმა და გაუთვლელმა პოლიტიკამ მთლიანად ყოფილ საბჭოთა სივრცეში ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. ეს პროცესი გარდაუვალი იყო. დააკვირდით, ევროპა საით მიდის ახლა – დაახლოებით ყალიბდება იმ ფორმით, საბჭოთა კავშირიც არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ეხლა ევროპას რომ გახდეს. საბჭოთა კავშირს შეეძლო ევროპაც გადაერჩინა. სხვათა შორის, გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა მაშინ სთავაზობდნენ, რომ საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო და რაღაც სხვა ფორმა უნდა გამონახულიყო , მაგრამ ამ წინადადებებს არ ღებულობდნენ. ეგონათ, ან თვითონ უნდოდათ ის, რაც მოხდა. 9 აპრილი რომ არ ყოფილიყო. საქართველო დამოუკიდებელი იქნებოდა. ამაში ეჭვი არ მეპარება. საქართველოში ყოველთვის ხდება რაღაცის მითვისება. გარკვეულმა ჯგუფმა მიითვისა ეროვნულობა. ამბობდნენ, ჩვენ ვართ ეროვნულები სხვა არავინააო, რაც უდიდესი შეცდომა იყო.

– გინდათ თქვათ, რომ კომუნისტი ლიდერებიც ეროვნულები იყვნენ?

– კომუნისტ ლიდერებზე არ არის ლაპარაკი, საქართველოში 600 ათასი კომუნიტი იყო. არჩევნებში კომუნისტურ პარტიას მხოლოდ 200 ათასმა მისცა ხმა,. საქართველოში მაშინ პოლიციასა თუ უშიშროებაში მომუშავეთა 80%-90% ეროვნული სულის ადამიანები იყვნენ.

– თუმცა, მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ რეფერენდუმში საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა. პირადად თქვენ თუ მიეცით ხმა დამოუკიდებლობას?

– მე არა თუ მივეცი ხმა დამოუკიდებლობას, არამედ სხვანაირად ვერც კი წარმომედგინა. დღეს ძალიან ბევრი რომ გამოდის და ლაპარაკობს, მე კომუნისტური პარტიის წევრი და კომკავშირელი არავინ მყოლია არც დედის მხრიდან და არც მამის მხრიდან.

– თუმცა თქვენ იყავით კომუნისტური პარტიის წევრი.

– მე რომ ვიყავი კომპარტიის წვრი, ამას ნუ მომახლი. თქვენ უნდა მკითხოთ, საითკენ მიმყავს საუბარი,. მე ვსწავლობდი წარჩინებით, ოთხი რა არის, არ ვიცი. არ ვარ კომუნისტურ გარემოში გაზრდილი პიროვნება.

– მაშინ უბრალოდ სხვა გზა არ იყო ადამიანის რეალიზაციისა და ვერც მოახდენდი საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაციას, თუ კომპარტიის წევრი არ იქნებოდი?

– ამას არ ვამბობ. კომუნისტური პარტია ბოლშევიკური განწყობის კომპარტიად რომ დარჩენილიყო, მუდმივი დიქტატურა უნდა ყოფილიყო. მე 9 აპრილამდე ქუთაისში ვმუშაობდი, ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. 1 თებერვალს ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე გავხდი და 2 თებერვალს ვეწვიე მეუფე კალისტრატეს. მას ვუთხარი, მე ვარ ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე და პირველი თქვენ გეახლეთ- მეთქი. ისეთი რამ ვუთხარი მაშინ მეუფეს, დღემდე ლაპარაკობს, ეს ჩემთვის ცის გახსნა იყოო. დანიშვნის შემდეგ კაბინეტში არ შევსულვარ, მეუფესთან წავედი. ეს იყო 9 აპრილამდე. გამსახურდიას შევხვდი და ვეუბნები, აგერ თეატრში ხართ, თეატრი დავთმეთ და თქვენს ლექციას ვისმენთ. მე ვზივარ ამ თეატრში, მოვედი, გისმენთ, ნუ დაგვიპირისპირდებით. აღმასკომის თავმჯდომარემ მივიღე გადაწყვეტილება, ლენინის ძეგლი აღებულიყო ( რომელიც სადგურზე იდგა. შემდეგ მის ადგილზე სააკაშვილმა დავით აღმაშენებლის ძეგლი დადგა). ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა (ვისაც თვლიდნენ მაშინ ქუთაისში) თქვეს, შაშიაშვილმა როგორ გვაჯობა და ვიდრე ის აიღებს, ჩვენ ჩამოვაგდოთო. ამიტომ მარტივი სიტუაცია კი არ იყო. ახლა ამბობენ, მაშინ ყველაფერი აკრძალული იყოო. მე თანამდებობაზე ვიყავი და პეტრე-პავლეს ეკლესიაში ბავშვებს ვნათლავდი.

– სხვათა შორის, ლიტვის კომპარტია მაშინ საბჭოთა კავშირის კომპარტიას გამოეყო და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძლოა დაიწყო. თუმცა საქართველოს კომპარტიამ ეს ვერ გააკეთა.

– პირიქით გააკეთა

 – საქართველოს კომპარტია საბჭოთა კავშირისას მოგვიანებით გამოეყო

– გეთანხმებით, მაშინ ლიტვის კომპარტიის პირველი მდივანი ბრაზაუსკასი იყო. რამდენიმე ხნის წინ ევროპიდან მოვფრინავდი და ჩემს გვერდით აღმოჩნდნენ ლიტველი ახალგაზრდები. ბიზნესით დაკავებულები. არასდროს არანაირ პარტიასთან რომ არ ჰქონიათ საქმე. მე მათ ვკითხე, უკანასკნელი ერთი, ან ორი საუკუნის ყველაზე დიდი ფიგურა ვინ არის ლიტვის-მეთქი. მიპასუხეს, ბრაზაუსკასიო – ლიტვის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი.

– იმიტომ რომ პირველად ბრაზაუსკასმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამით დაიწყო საბჭოთა კავშირის კომპარტიის რღვევა.

-ბალტიისპირეთში გარბუნოვი იყო, ესტონეთში ლატვიასა და ლიტვაში ერთ მუშტად იყვნენ შეკრულები, დაპირისპირება არ ყოფილა.

– თქვენ მართალი ხართ, პატიაშვილი 9 აპრილს ხალხთან რომ გამოსულიყო, ლიტვისნაირად ერთ მუშტად შეკრულები ვიქნებოდით

– გეთანხმებით, საქართველოში დაპირისპირება იყო. ვიღაცა ამბობდა, მე ვარ ეროვნული, შენ არ ხარ ეროვნულიო. ეს არ მომხდარა არსად ნორმალურ ქვეყნებში. ქართველი კაცი სადაც არ უნდა იყოს, რომელ ქვეყანაში, შინაგანი განწყობით ქართველია, ეროვნულია. მეტიც, გენეტიკური კოდი ეროვნული აქვს, ამიტომ ვინმე ნუ აკადრებს ვიღაცას, შენ არ ხარ ეროვნული, მე ვარ ეროვნულიო. მარტივი რამ მინდა გითხრათ, რაც ჩემთვის არ არის საკამათო. შეიძლება ბევრი თქვენი მკითხველისთვის საკამათო გახდეს. რა მოხდა ეროვნული მოძრაობის გამარჯვების შემდეგ საქართველოში? 90 -იან წლებში ეროვნული მოძრაობის ლიდერები,. პრაქტიკულად, ბელადების დონეზე იყვნენ. ქუთაისში რომ ჩამოდიოდა წერეთელი, 4-5 ათასი ქართველი მიდიოდა მის მიტინგზე. ერთხელაც მისთვის ხელი არავის შეუშლია. 2-3 საათი უსმენდნენ. იჩოქებდნენ. გამსახურდია მოვიდა და მოედანზე მყოფმა ხალხმა დაიჩოქა. ამ დონეზე იყო აყვანილო. კენჭისყრა რომ მოხდა 1990 წელს, ყველაზე დიდი მხარდაჭერა მე მივიღე. ეს იყო შეფასებაც, დაფასებაც და ეროვნული სულიც.

დიდი თანამდებობები მეკავა, მაგრამ პირველად 1990 წელს წავედი უცხოეთში, ინგლისში, ოფიციალური დაძმობილება იყო. პირველად ისინი წამოვიდნენ და მერე მე წავედი. მანამდე გარეთ არ მიშვებდნენ, რადგან ჩემი დისშვილი თურმე, პიონერიისა და კომკავშირის საწინააღმდეგოს წერდა. მაშინ უშიშროებაში იყო მონაცემები და ამის გამო, როდესაც ჩემი კოლეგები მსოფლიო ჩემპიონატებსა და სხვაგან დადიოდნენ, მე მავსებინებდნენ პირად საქმეს, მაგრამ ვეღარ მივდიოდი. ეს მერე გახდა ცნობილი.

ესაუბრა გულიკო ბალაძე

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *