თემურ შაშიაშვილი: “ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება არის ღირსეული,ნამდვილად ქართული”

 

8“თეთრების” ლიდერმა დადებითად შეაფასა შსს მინისტრის გადაწყვეტილება მისი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკავების შესახებ და მას “ღირსეული და ნამდვილად ქართული” უწოდა.

“ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება არის ღირსეული,ნამდვილად ქართული,მომავლის საქართველოს კარგი ნიშანი.აშკარად ვბრუნდებით საქართველოში…

.მინდა მშიშრებს და ქლესა ტიპებს ვუთხრა,გამოდით “ნაცების”ტყვეობიდან…

როცა გელა ხვედელიძემ 20 იანვარს, პრეზიდენტის ვადის გასვლასთან დაკავშირებულ “ღირსების შეკრებაში” მონაწილეობის 2-3 ათასამდე მსურველს დაშლა მოთხოვა და არ გამოატარა პრეზიდენტის სასახლისაკენ, მძიმე განცხადება გავაკეთე … “კეთილმსურველებმა” “მირჩიეს” :მოეშვი ამ კაცზე ცუდის თქმას-მინისტრის “ლიუბიმჩიკია” და პრემიერის მეუღლის მოგვარეო..

.მიხარია,რომ ივანიშვილი ჩვეულად დაუნდობელია უღირსის მიმართ.”,–წერს თემურ შაშიაშვილი ფეისბუკის საკუთარ  გვერდზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *