ფეისბუკის კომენტარები: აბსოლუტურად ვეთანხმებით ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას

 

1289222307_urlდოკუმენტს: “სწავლულთა ნააზრევზე დაფუძნებული პოლიტიკა” რომელიც პარტია “თეთრებმა” და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა გამოიტანეს საზოგადოების სამსჯავროზე და გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრს, უკვე აქტიურად ეხმიანებიან სოციალურ ქსელში. გამოხმაურებები ძირითადად დადებითია.  ვაქვეყნებთ რამდენიმე მათგანს.

Gulo Gabaidze მრცხვენია რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას უწოდებს ნაცებს. რაღაცა ვერ არის საქმე კარგად, ან ოკეანის გაღმა დაწერილი სცენარი სხვანაირად შეუძლებელია დაიდგას. საბრალო საქართველო….

„ბრმად ტაშის კვრამ და ბრმად ტაშის დამკვრელებმა, რაც ლიდერთა გაფეტიშებას ემსახურებოდა სისტემურ კრიზისში შეიყვანეს და დაღუპეს ქვეყანა . სწორედ, ამის მსხვერპლი გახდა ზვიად გამსახურდიას ძლიერი ეროვნული პოზიცია. არარაობად აქცია ედუარდ შევარდნაძის საგარეო პოლიტიკა, დამანგრეველი მიმართულება მისცა სააკაშვილის ენერგიას. რეალური საშიშროება ემუქრება ბიძინა ივანიშვილის მამულიშვილურ განწყობას და დიდ პროგრამას.“

საშა გველესიანი   ისტორიული ფრაზაა, ტკივილით და სიბრძნით სავსე. ჩვენ დასაკლავ დანას თვითონვე ვლესავთ ხოლმე.

Giorgi Sikharulidze ძალიან საინტერესო დოკუმენტია, ეტყობა მოაზროვნე ადამიანების მიერ რომაა დაწერილი.ჩემთვის ეს არის პოლიტიკაში აკადემიური დონისა და სტილის შემოტანის არაჩვეულებრივი მაგალითი…ასე განაგრძეთ

Badri Nozadze აბსოლუტურად ვეთანხმები. სხვა გზა არ ჩანს.

Tamro Tsereteli ძალიან სწორი იქნება თუ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმიტომ ,რომ პარლამენტს არ ყავს ოპოზიცია ნაციონზალური მოძრაობა არის დამნაშავე ,რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს ამიტომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება.

Teimuraz Mamatsashvili აბსოლუტურად გეთანხმებით ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, სხვანაირად დაკანონდება ბოროტება და უმსგავსოება რისი მოსპობის ძალიან რეალური შანსი არსებობს რომლის დაკარგვა არ გვეპატიება. Teimuraz Mamatsashvili  რეჟიმი აუცილებლად უნდა გასამართლდეს და მიიღონ რაც დაიმსახურეს ყველა დანაშაულისთვის ყველა დანაშაულის ჩამდენმა, ვინც არ უნდა იყოს და ეს დროულად თუ არ მოხდა პასუხისგების აზრი დაიკარგება და მომავლის წინაშე დიდი უპასუხისმგებლობა იქნება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *