(ფეისბუქის კამათები) თემურ შაშიაშვილი: ჩემთვის ზნეობრივად ცხოვრება ნიშნავს ბიბლიურ პრინციპებით ცხოვრებას…

1289222307_urlდღეს ყალბი და მოჩვენებითი პიროვნებები, ძირითადში სკამის პოლიტიკოსები, ბევრს საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოებაზე. ეს პრაქტიკულად არის ,ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩაქუჩით პოლიტიკოსობა და ბრძოლა გრანტებისათვის.
.სამოქალაქო საზოგადოება კანონებით იმართება, მე ვსაუბრობ ადამიანურ საზოგადოებაზე, რომელიც ზნეობრივი კანონებით იმართება. (თემურ შაშიაშვილი : გარყვნილობის პროპაგანდაზე დიდი ძალადობა,მხოლოდ ადამიანის მოკვლაა!)

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ამ ციტატას გამოხმაურება მოყვა. რაც ძალიან საინტერესო კამათში გადაიზარდა. ჩვენ  ჩავთვალეთ, რომ  მისი გამოქვეყნება ბევრს დააინტერესებს  რადგან ის თავისთავად მოიცავს როგორც ფილოსოფიურ მსჯელობებს, ასევე ჩვენი პარტიის მნიშვნელოვან დოკუმენტებს.

George Asatiani როგორც ადამიანური, ისე ზნეობრივი კანონები ვერ იქნება ღვთის კანონებზე უფრო აღმატებული, ჩემო მეგობარო და ღრმად პატივცემულო თემურ, ღმერთი სადააა? ამდენ ციტატას ვკითხულობ თქვენსას და ვერსად ვიპოვე …

 Теимураз Шашиашвили მეგობრულად მინდა გითხრა, რომ ცუდად კითხულობთ…ჯერ ერთი, ციტატა კი არ უნდა იკითხოთ, სრული ტექსტი, რადგან შემფასებლის როლს იღებთ… ტექსტებში კი ნახავთ იმას, რასაც ეძებთ: ღმერთსაც,ბიბლიასაც,ეკლესიურ გზასაც…

 მეორე, დღემდე ვიცოდი,რომ ადამიანის ზნეობის, ადამიანური ცხოვრების კოდექსი არის ბიბლია,ღმრთის კანონები… ჩემთვის ზნეობრივად ცხოვრება ნიშნავს ბიბლიურ პრინციპებზე ცხოვრებას….. საიდანაც თქვენს მიერ კომენტირებული ციტატაა ამოღებული წერია:”ჩვენი პოზიცია არის მარტივი: როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ქვეყანა უნდა იმართებოდეს ერის ბუნებიდან გამომდინარე. ჩვენი ბუნების წყარო – ბიბლიაა. და ყოველი ქართველისათვის, საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის ერის ბუნება უფრო ძლიერია, სუფთაა, ზნეობრივია, ვიდრე მსოფლიო მაფიის ფულით დაფინანსებული გარყვნილება.

ვინც ბიბლიას ადებს ხელს, მით უფრო, ინაუგურაციის დროს, ის ამ პასუხისმგებლობას კისრულობს…თუ არ გინდა აიღო ეს პასუხისმგებლობა, ‘ბიბლიაზე ხელის დადებით ნუ დებ ფიცს…..“

 მეორე,ბატონო გიორგი, ჩემს მიერ 17 -ში გაკეთებულ განცხადებაში ვამბობ: „ადგილი, რომელიც ქართული სულის სიძლიერეს უკავშირდება – ბნელ ძალებს დღეს ადამიანთა მოდგმის წინააღმდეგ ბრძოლის ადგილად უნდათ აქციონ, უნდათ აქციონ ბიბლიის უარყოფის ადგილად. ცინიზმია, რომ ეს ხდება ადამიანის უფლებათა დაცვის ნიღბით.“ (http://www.tetrebi.org/?p=8777)

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:“ერის უფლება, ბიბლიური იდეალები, უმრავლესობის აზრი მათთვის არაფერს წარმოადგენს და ყველაფერი ავადმყოფური აზროვნება და ავადმყოფური აზროვნების დაცვა ყოფილა. აქვე: ჩვენი ეროვნული ბუნების წყარო – ბიბლიაა“ (.http://www.tetrebi.org/?p=8777)

მესამე ბატონო გიორგი, ჩვენს ფუძემდებლურ დოკუმენტში გვიწერია: „სად არის ჩვენი სიძლიერე, ჩვენი მომავალი?“

„საქართველოს სიძლიერე, მისი მომავალი მის ისტორიულ ფესვებში, წინაპართა ტრადიციებისადმი ერთგულებაშია, ჩვენს სარწმუნოებასა და ეკლესიურობაშია, ჩვენს ენაშია, ჩვენს ოჯახში და ოჯახიშვილობაშია.(http://www.tetrebi.org/?p=230)

ამავე დოკუმენტში ვწერთ: „ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!“ დღევანდელი საქართველოსთვის დიდი ძალა აქვს საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ამ სიტყვებს, წარმოთქმულს ბაგრატის ტაძარზე 1994 წელს.

ღმერთმა ქნას, ახალი ათასწლეული ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნისათვის სიკეთით და ერთ მუშტად შეკვრით, ბოროტზე კეთილის გამარჯვებით დაიწყოს.

სიყვარულმა აღგვამაღლოს!’

ბატონო გიორგი, თქვენ ვერც ერთი პარტიის პროგრამებში ვერ ნახავთ მსგავსს,რაც ჩვენ ჩვენს ფუძემდებლურ დოკუმენტში გვიწერია:

 ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა ის გამორიცხავს სიძულვილს და ეფუძნება სიყვარულს. არ გძულდეს – ეს ნიშნავს მოერიო საკუთარ თავს, მოინანიო – ნიშნავს მოერიო საკუთარ თავს, აღიარო შეცდომები – ეს ნიშნავს სძლიო საკუთარ თავს, მოიხადო ბოდიში, როცა მართალი არ ხარ – ეს ნიშნავს, მოერიო სკუთარ თავს, გიყვარდეს – ეს ნიშნავს იყო სრულყოფილების მწვერვალზე.

სიყვარულს ერთადერთს შეუძლია შექმნას ადამიანი, როგორც სამყარი და მთელი სამყარო მოათავსოს ამ ადამიანის გულში. სიყვარულს მაშინ აქვს ძალა, როცა „ადამიანი პასუხისმგებელია სიზმარისათვისაც კი“. რა სიბრძნე და რა დიდი განზომილებაა, როგორი მსოფლშეგნებაა: „შენ ადამიანი, პასუხისმგებელი ხარ საკუთარ სიზმარზეც. ეს სიტყვები მეოთხე საუკუნის დიდ თეოლოგს, გრიგოლ ნოსელს ეკუთვნის და, როგორც მეისტორიე ამბობს – ამ გავლენით არის დიდი მეფის მიერ დაწერილი „გალობანი სინანულისანი’“. უპასუხისმგებლობით სავსე ეპოქაში როგორ სჭირდება საქართველოს ყოველი ადამიანის, უპირველესად ხელისუფალის ცხოვრება ამ განწყობით.

ბატონო გიორგი,მინდა მეგობრულად გაგახსენო ჩვენი აღდგომის მილოცვა: ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად!სიკეთე, სიკეთე თქვენს ოჯახს, უფლის გზა საქართველოს, დავით აღმაშენებელის ქართული ცნობიერება ყოველ ქართელს,უორდროპების განწყობის მეგობრები ჩვენს ქვეყანას!
სიყვარული აგვამაღლებს

ბატონო გიორგი, ეს 2001 წელს დაიწერა და მისი სათაურია;:“ნუ კითხულობ, რას გვაძლევს საქართველო – იკითხე, რას აძლევ საქართველოს!”

“მიუხედავად ჟამის სიმწარისა და გაუსაძლისობისა, დღესაც არსებობს ბედნიერება და არსებობს ბედნიერიც და, რაც მთავარია, ბედნიერებასთან და ბედნიერთან არის დაკავშირებული კაცობრიობის სიკეთე, რადგან,

ბედნიერია:

…რწმენის კაცი… მართალი კაცი… შურზე და მტრობაზე ამაღლებული… ვინც ზნეობით ცხოვრობს…ვისთვისაც სინდისი ეს არის ,,გონებაი მამხილებელი.~

– ვისაც არც წარსულის და არც მომავლის არ ეშინია… ვისაც სხვისი გახარების უნარი გააჩნია… ვისაც სხვისი მწუხარებით, ტკივილით ცხოვრება შეუძლია.
ვინც აცნობიერებს, რომ რწმენა იგივე სიყვარულია… ვინც იცის, რომ რასაც სიყვარულით მოეკიდება, არაფერია ამქვეყნად ძნელი…ვისაც სიძულვილის კენჭი რომ ესროლო, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებს… ვინც იცის, რომ სიყვარულს ერთადერთს შეუძლია შექმნას ადამიანი, როგორც მთელი სამყარო და მთელი სამყარო მოათავსოს ადამიანის გულში.

 _ ვინც იცის დედაშვილობის ფასი… ვისთვისაც ოჯახიშვილობაა მთავარი, წინაპართა საფლავი – უწმინდესი… ვისთვისაც დიდი სიმაღლეა ქართველი ქალის კდემამოსილება, ქალისადმი კრძალვა და რიდი.

_ ვინც იცის, რომ ადვილია ნგრევა – სულმოკლეობა, ძნელია შენება, სულგრძელობა… ვინც იცის, რომ უმადურობა – სულმოკლეობაა, ე.ი. ნგრევა, მადლიერება – სულგრძელობაა, ე.ი. შენება.

_ ვინც იცის, რომ უბედურების სათავე ძარცვა-გლეჯვით, უკანონობით მოპოვებული სიმდიდრეა… ვინც იცის, რომ ხარბი კაცი არასდროს იქნება ბედნიერი… ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ ფული და სიმდიდრე გაუნათლებელ ადამიანთა ხელში დამანგრეველია მისი ოჯახისათვის, ქვეყნისათვის, ხრწნის ერსა და ხალხს.

_ ვინც იცის, რომ არ შეიძლება მდიდარი იყო მაშინ, როცა ღარიბია, გაუსაძლის ყოფაშია წესიერი კაცი, შიმშილობს მეცნიერი, მწერალი, შემოქმედი, კულტურის მოღვაწე, ცნობილი სპორტსმენი, როცა შიმშილობს მასწავლებელი, როცა ბავშვს ბავშვობა არ აქვს, მოხუცის სიცოცხლე გამწარებულია, გამწარებულია ხიზანი, მიტოვებულია შრომისუუნარო, მიუსაფარი, როცა არ აფასებენ ნიჭიერს, კაი კაცს, პატიოსნებას, არ აფასებენ ძლიერს… როცა ყველაზე მეტად იმ ხალხს გაუჭირდა, ვინც წესიერად და პატიოსნად იცხოვრა.

_ ვისაც მწარე სიმართლე ურჩევნია ტკბილ ტყუილს… ვინც იცის, რომ უმჯობესია რამდენიმე პროგრესული კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასობით ბრმად გიკრავდეს ტაშს… ვისაც შესისხლხორცებული აქვს, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობაა და ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში…

_ ვინც იცის, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის “ცა-ფირუზ, ხმელეთ _ ზურმუხტო…” იცის, რომ საქართველოს სიძლიერე და მომავალი მის მამულში, ენასა და სარწმონოებაშია… მის ისტორიულ ფესვებში, ტრადიციებისადმი ერთგულებაშია… განათლებაშია… აზროვნებაშია…

ბედნიერია:

_ ვინც იცის, რომ ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა…

_ ვისაც სწამს, რომ, სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ… ვისაც აქვს სიამაყე ამ ბრძოლისთვის… ვინც იცის, რომ

“არა არს წესი ქართველთა მტრისადმი ზურგის შექცევა”.

_ ვისი ცხოვრებაც და ცხოვრების ფილოსოფიაც სამი წიგნია: “ბიბლია”, “ქართლის ცხოვრება”, “ვეფხისტყაოსანი”.

_ ვინც აცნობიერებს, რომ საქართველო დიდი წარსულის და კიდევ უფრო დიდი მომავლის ქვეყანაა…

_ ვინც ხედავს, რომ ახალ ათასწლეულში კაცობრიობას ერთი მეფე ჰყავს- განათლება … ვისაც წამს, რომ განათლებული კაცი, მართლაც მეფე იქნება, გაუნათლებელი – მონა… ვისაც სწამს და სჯერა, რომ საქართველო განათლებული – მეფეთა ქვეყანა უნდა იყოს.

სწორედ ასეთი მრავალგანზომილებიანია ბედნიერება.”http://www.tetrebi.org/?p=215ედნიერია

 

 ყველას, ვისაც აქვს გულწრფელი სურვილი გაგვიცნოს,ვისაც აქვს სურვილი გაგვაკრიტიკოს, ან გვირჩიოს-ვთხოვთ ნახონ:1.პროგრამული მასალები- http://www.tetrebi.org/?page_id=789 2.თეთრების გამოცემები-http://www.tetrebi.org/?page_id=779 3.თემურ შაშიაშვილის გამოცემები-http://www.tetrebi.org/?page_id=889 4.თეთრების პროექტები-http://www.tetrebi.org/?page_id=776 5.თეთრები თეთრებამდე-http://www.tetrebi.org/?page_id=782 6.პოლიტიკური განცხადებები-http://www.tetrebi.org/?page_id=794 7.პარტიის თავმჯდომარე-http://www.tetrebi.org/?page_id=126 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *