წერილი “თეთრებს”: ქართველებს მონებივით ამუშავებენ

 

ეს წერილი თეთრების თავმჯდომარემ ფეისბუქის საშუალებით მიიღო. რესპოდენტი ატყობინებს, თუ რა გაუსაძლის პირობებში ჰყავთ ჩინელ დამქირავებლებს ქართველი მუშები. და ეს ხდება დღეს, როცა ქვეყანაში  სრულიად სხვა რეალობაა , როცა თითქოს უნდა ამოქმედებულიყო ახალი შრომის კოდექსი.

werili“გამარჯობათ, ბატონო თემურ,

ვეცადე, ჩემი მდგომარეობა  დღეს არსებული პოლიტიკოსებისათვის მეცნობებინა, მაგრამ, არავინ გამომეხმაურა.

დასავლეთში ჩინელები გვირაბებს  რომ აშენებენ, მაგ საკითხს ეხება და მინდა გაცნობოთ, რომ ქართველებს მონებივით ამუშავებენ. ამას მწერს ერთი მუშა.

170 ლარზე აწერინებენ ხელს და 80 ლარს აძლევენ ხელფასს, დანარჩენ  თანხას კი თავად იდებენ ჯიბეში. მუშები, რომლებიც ერთი და ორი თვის წინ გაათავისუფლეს, დღესაც გაფორმებული ყავთ და მათ ხელფასსაც ესენი იღებენ.

ამ ყველაფერთან ერთად მუშებს მონებივით 12 საათს ამუშავებენ.

მჯერა თქვენი პატრიოტიზმის და იმედი მაქვს, ამ ამბავს თქვენ მაინც გამოეხმაურებით.”

შმაგი ხუბულური

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *