წერილი ემიგრაციიდან: თესალონიკში თქვენ ყველაზე დიდი სიმართლე თქვით ემიგრანტებზე და ემიგრაციაზე

თესალონიკიგამარჯობათ ბატონო თემურ,

ორჯერ წავიკითხე თქვენი მოცემული ბროშურა და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე საქართველოში “მერე რა”-ს პრობლემას .სამწუხაროდ ასეა ,ყველაფერზე მერე რას რომ გავიძახით მიტომაცაა ასე ჩვენი საქმე.

კარგი აზრია “ნდობის საბჭოს” შექმნა და აუცილებელია “ეროვნული თანხმობის ხელისუფლების ‘ შექმნა.ეს უკვე შექმნილი უნდა ყოფილიყო და თქვენს გარდა თავში აზრადაც არავის მოუვიდა .თქვენი საუბრისას კი თესალონიკში ყველაზე დიდი სიმართლე თქვით ემიგრანტებზე და ემიგრაციაზე. თქვენს გარდა არავის არც მადლობა უთქვამს ემიგრანტების მიერ საქართველოში გაწეულ დახმარებაზე და არც ბოდიში მოუხდია არავის ჩვენთვის .ყოველ შემთხვევაში მე არცერთი პოლიტიკოსისგან ეს ეგ არ გამიგონია.

თქვენი პარტიის მთავარი პრიორიტეტებიდან კი განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი “ქვეყანაში ნიჭისა და უნარის რეალიზაციის” თემას .არ არსებობს პირობები საქართველოში ნიჭიერი თაობისათვის. თქვენი აზრი კი ჩვენთან შეხვედრისას ემიგრანტების საქართველოში დასაქმებაზე და ევროპიდან თანხის გამოყოფაზე მათ დასახმარებლად უებარი წამალი იქნება ნამდვილად. აი მაშინ ნახეთ ხალხის დაბრუნება ემიგრაციიდან .

დაღლილია ემიგრანტობა ბატონო თემურ დამიჯერეთ სხვის კარზე მუშაობით და სხისი მონობით.მთავარი მოვალეობა ქართველებისა “ნაციონალების” ძალაუფლებიდან ჩამოგდება მეტ-ნაკლებად შესრულდა .ახლა იღა დაგვრჩენია რომ მარტო ერთი კაცის და ერთი მმართველი პარტიის არსებობის ინსტიტუტი გავაქროთ საქართველოდან .არავის არ უნდა ქონდეს უფლება მარტომ მართოს საქართველო ჩემი აზრით.

ძალა ერთობაშია ქართველებისა და ამას თუ დროზე მივხვდებით გვეშველება .

ირმა ფორჩხიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *