ქართველი ემიგრანტების მიმართვა

 

emigrantebiსაქართველოში დაწყებულია საპრეზიდენტო სარჩევნო კომპანია.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კარგად აქვს წარმოდგენილი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიური ვითარება.
იმედის თვალით შევყურებთ პრეზიდენტობის იმ კანდიდატს ვინც შეძლებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას .

შექმნის ისეთ სახელმწიფოებრივ სისტემას, რომელიც მოემსახურება ქვეყნის , მისი მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს

აღადგენს კონსტიტუციურ კანონიერებას, წარმართავს მშვიდობიან საგარეო და საშინაო პოლიტიკას.

განვლილმა წლებმა ცხადყო ,რომ სამშობლოში დაბრუნებას ალტერნატივა არ გააჩნია. სახლში დარჩენილ თანამემამულეებთან ერთად უნდა მოხდეს ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის გამოყვანა კრიზისიდან უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკმაო გამოცდილება დაუგროვდათ, რომელიც უნდა მოხმარდეს ქვეყნის აღმშენებლობას.

ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყნის გაერთიანებას ,ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსვლას, აქტიური და პოზიტიური ნაბიჯების ხელშეწყობით,

კარგად გვაქვს წარმოდგენილი ამ პრობლემის გადასაწყვეტად არსებული სიძნელების მასშტაბები .
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ემიგრაციამ გამოიარა საკმაოდ ეკლიანი გზა და მაინც მოახერხა ოჯახების და ქვეყნის მდგრადობის შენარჩუნება, თავისი დაუღალავი შრომით უცხო ქვეყნის სამსახურში.

ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ იმ საპრეზიდენტო კანდიდატს, ვინც შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას ,ეკონომიკური და დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსვლას და ქვეყნის აღმშენებლობის სტაბილურ გზაზე დაყენებას

მზად ვართ გაგიწიოთ ყოველგვარი დახმარება , რათა მოხდეს გახიზნული მოსახლეობის სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და ცხოვრება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი შემართება და სურვილი მხარი დავუჭიროთ ღირსეულ საპრეზიდენტო კანდიდატს, ვისთვისაც ქვეყნის მოსახლეობის დაბრუნება აუცილებელი და გარდაუვალია

იმედით და მოთმინებით ველოდებით ამ მნიშვნელოვან გარდატეხას ქვეყნის ცხოვრებაში.

ეს წერილი არ არის სხვა წერილის ასლი და განკუთვნილია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატისთვის.
პატივისცემით
ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტები
იმედს ვიტოვებთ , რომ ეს აზრი საყოველთაოა

ქართული ჟურნალის, ,,ავტოგრაფის,, დამფუძნებლები
თეიმურაზ გუმბერიძე
ეკატერინე მელექსიშვილი

ჟურნალის რედაქტორები
ირმა ახალბედაშვილი
ეკატერინე მელექსიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *