ქართველი ემიგრანტის იდეა – „ფესვები“

 

284997_227145167322170_1044189_nეს წინადადება ეკუთვნის ჩეხეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, პროფესიით ჟურნალისტს, ერთ-ერთი ძლიერი სააგენტოს დამფუძნებელსა  და ხელმძღვანელს, გიორგი ალანიას, რომელსაც ჩეხეთში ერთობ წარმატებულ პიროვნებად მიიჩნევენ.

იდეა, რომელსაც ავტორმა „ფესვები“ დაარქვა, ვფიქრობ, ღირს დაფიქრებად.   ეჭვი არ მეპარება, მას მხარდამჭერებიც გამოუჩნდებიან, როგორც ტურისტულ ბიზნესში, ასევე  და უპირველესად, ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ეს წინადადება იმსახურებს მთავრობაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის დონეზე განხილვას.

უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც გიორგი ალანიამ გამომიგზავნა:

„ერთი იდეა მაქვს. რომელიც, დარწმუნებილი ვარ, ქართველ ემიგრანტებს ძალიან მოეწონებათ  და ამვე დროს ქართულ ტურიზმსაც დიდ დახმარებას გაუწევს.
იდეას ჰქვიაფესვები“.

“ემიგრანტებო!” გაუშვით დასავენებლად ზაფხულში თქვენი შვილები საქართველოში.

საოჯახო ტიპის სასტუმროთა ასოციაცია გთავაზობთ ადგილებს თუშეთში. ბავშევბს ეყოლებთ 2 კვირის განმავლობაში პედაგოგი (ქართული ენის სპეციალისტი). სახელმწიფო (განათლების სამინისტრო) დააფინანსებს 30%-ით, ქართული დიასპორა  – 20%-ით.
1. პედაგოგი (ქართული ენის სპეციალისტი)
2. კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალი
3. ქართული ენის გაკვეთილი დღეში 2 საათი (მართლწერა)

ჩვენი ემიგრაციის მთავარი  პრობლემაა ის, რომ  ჩვენს  შვილებს და განსაკუთრებით შვილიშვილებს ქართული უკვე ავიწყდებთ.

ჩემი აზრით, იდეა საინტერესო უნდა იყოს, ეს წამოწყება ქართულ ტურიზმსაც მოეხმარება და ამავე დროს მამულიშვილური საქმე გაკეთდება. რათა ბავშვებს ფესვები არ დავუკარგოთ.

რამდენად გაქვთ  საშუალება, რათა იდეის ზონდირება გააკეთოთ  ხელისუფლებაში,  მაგალითისათვის რუსეთში მყოფ დიასპორასთან დაკავშირებით?

პირველ ეტაპზე ეს პროექტი მიმზიდველი და საინტერესო რომ იყოს ემიგრაციისათვის, კარგი იქნება, თუ მოხდება მისი დაფინასება“.

 

თემურ შაშიაშვილი

17.06.2013წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *