(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: ხომ ვამბობდი, ისეთ რამეებს გაიგებთ, თმები ყალყზე დაგიდგებათ – მეთქი!”

როგორც კი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა დამთავრდება, ის უნდა იქნას დაკავებული ნებისმიერ ადგილზე!”
“პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ აუცილებლად “ქართული ოცნების” გარეთ!
“თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე საერთო სახალხო სასამართლოს გამართვის აუცილებლობა კვლავ დღის წესრიგში დადგა. “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას” – ამ უპრეცედენტო პროცესისათვის მზადება უკვე ახალი ძალით დაიწყო.
– ვიდრე ინტერვიუს დავიწყებდეთ, აუცილებლად მინდა გითხრათ, ახლახან უცხოეთში ვიყავი. მრავალ ემიგრანტს შევხვდი და მგონი, ერთი კაციც არ დარჩა, რომელმაც შეკითხვა არ დამაბარა თქვენს გაზეთთან და არ აღნიშნა, რომ დღესასწაულივით ელიან “ასავალ-დასავალის” ყველა ნომრის გამოსვლას.
ახლა, რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, იმ ფაქტებს,რ რომელთა გამოც თურმე შოკშია დიპლომატიური კორპუსი, ჟურნალისტები თუ საზოგადოება. ჯერ კიდევ როდის, სწორედ “ასავალ-დასავალში” დაიბეჭდა ჩემი სტატია სათაურით “სააკაშვილი რომ აღარ იქნება, ისეთ რამეებს გაიგებთ, თმები ყალყზე დაგიდგებათ!”, ახლაც ხმამაღლა ვაცხადებ, საზოგადოებამ ჯერჯერობით მხოლოდ 5, მაქსიმუმ 10 პროცენტი გაიგო იმ შემზარავი დანაშაულებისა, რაც რეალურად სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი.
მართალი გითხრათ, მაოცებს ძალიან ბევრი ადამიანის საუბარი იმაზე, რომ რაც ნახეს. მათთვის შოკი იყო. რა ვნახეთ ისეთი, რაზეც თუნდაც თქვენს გაზეთში არ თქმულა და დაწერილა? რა, არ ვიცოდით, რომ სააკაშვილი და მისი მონები პატიმრებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, ხალხს ქუჩაში ხვრეტდნენ და ატერორებდნენ? ჩემთვის არაფერი უცხო არ ყოფილა და კიდევ ერთხელ , ხაზგასმით ვამბობ, რაც ვნახეთ, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კიდევ ვნახავთ!!!
– რაც ვნახეთ, იმაზე უარესი რა უნდა იყოს?
– იცით თუ არა, რომ უშუალოდ სააკაშვილის მიერ არის ორგანიზებული საქართველოდან ძირძველი მოსახლეობის გაყვანა და ქვეყანაში არამკვიდრი მოსახლეობსი შემოყვანის ინდუსტრია! შექმნილია 13-14 წლის გოგონების საზღვარგარეთ მეძავებად გაყვანის ინდუსტრია. ამიტომ შშს მინისტრი უკვე ნანახ კადრებს ნუ გადაყვება, ახლა იმით დაინტერესდეს, ვინ უდგას სათავეში პატარა გოგონების მეძავებად გაყვანას. წადით და საკუთრი თვალით ნახეთ 13-14 წლის ქართველი გოგონები უცხოეთში, ბირჟაზე, მეძავებად დგანან, ამბობენ, რომ 3 ათასი დოლარი გადაუხადეს პოლიციის ყოფილ უფროსს თუ მის მოადგილეს, რათა იქ მეძავებად ჩეყვანათ. ამის ეკონომიკა შექმნეს. კორუფციული ინდუსტრია, ფულის გათეთრების ინდუსტრია, მომავალი თაობის მეძავებად ქცევის ინდუსტრია – აი, ეს არის სააკაშვბილის მიერ საამაყო ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, სიამაყით ვამბობ – ბედნიერია ყველა ის ადამიანი, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობა 20 იანვარს უნდა დამთავრებულიყო.
ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც ახალ ხელსიუფლებას ბრალად ედება, არის ის, რომ 20 იანვრის შემდეგ სააკაშვილის პრეზიდენტობა ისევ გაგრძელდა.
ჩემთვის ესაა შოკისმომგვრელი. ახლახან იტალიაში “ფაო”-მ შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული ღვაწლისათვის სააკაშვილს ჯილდო გადასცა. კაცი,რლომელმაც მიზანმიმართულიგენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს, რომლის მოსახლეობის 50 პროცენტი შიმშილობს,.ეს ჯილდო სიამაყით მიიღო. არ დაგვცინის ახლა ამისთვის მსოფლიო? მასაც დასცინებენ, იმიტომ, რომ “ფაო” არის ორგანიზაცია, სადაც პრეზიდენტები საერთოდ არ მიდიან. გუბერნატორის სტუმრობაც კი მათთვის დღესასწაულია.
– ისევ ჩანაწერებს დავუბრუნდეთ, მიდის კამათი, ეს მასალა უნდა განადგურდეს, თუ არა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– იცით რა არ მესმის – რომ ამბობენ ეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებია და უნდა განადგურდესო. მაინტერესებს, ვისი პირადი ცხოვრებაა იქ ასახული? ვინმეს პირადი ცხოვრება კი არა, ეს ჩანაწერები სააკაშვილის და მისი რეჟიმის უმძიმესიდანაშაულების უტყუარი მტკიცებულებებია და არავითარ შემთხვევაში არ უნდაგანადგურდეს. კვესიტაძე და პაიჭაძე სააკაშვილის რეჟიმის, ამ სექტის შემადგენელი ნაწილი არიან და ცხადია, ითხოვენ ამ მტკიცებულებების განადგურებას. ისინი სოროსის რჩეულები არიან და მე ძალიან ვწუხვარ, რომ მომავალი პრეზიდენტის პოსტზე ბატონი ბიძინაც სოროსის წარმომადგებნელს უჭერს მხარს.
– მარგველაშვილი სოროსის წარმომადგენელია?
– რა თქმა უნდა! შესაძლოა მას პიროვნულად პატივს ვცემდე, მაგრამ… საქართველოს ტრაგედია სწორედ ის არის, უცხოური სექტების, მასონური სექტების წევრები რომ ლიდერობენ.
არასაპარლამენტო ოპოზიციას არ შეხვედრია ბიძინა ივანიშვილი და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს უკვე იმდენჯერ შეხვდა, რომ მათ ეს შეხვედრები მოსწყინდათ, ყელში ამოუვიდათ.
უცხოეთში ყოფნისას მითხრეს – გეშინოდეთ, მომდევნო თვეებში მილიარდები წამოვა საქართველოშიო. ვისთვის წამოვა? სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომელბიც 17 მაისს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს თავგამოდებით იცავდნენ, ქვეყნის გარედან მართული ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ტრაგედიაა საქართველოსთვის და პრეზიდნტსაც თუ ასეთს ავირჩევთ, ეს კატასტროფა იქნება
– არის ისეთი კანდიდატი, რომელიც ამ კატასტროფას აგვაცილებს?
– პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ “ქართული ოცნების” გარეთ. დავით აღმაშენებელი რომ ადგეს და მისცეს ბიძინამ რეკომენდაცია,ისიც კი არ უნდა ავირჩიოთ, თუ გვინდა, რომ ბიძინაც გადავარჩინოთ და ვიფიქროთ ქვეყნის მომავალზეც. ამ თვალსაზრისით ყველაზე უკეთესი კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა. თუნდაც იმიტომ, რომ ის იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც მოითხოვდა და დღესაც მოითხოვს რეჟიმის გასამართლებას. ბურჯანაძე იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც მხარი დაუჭირა პროექტს “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას”! გარდა ამისა, მას შეუძლია გაატაროს დაბალანსებული პოლიტიკა, რომ არც რუსეთის ვიყოთ, არც ამერიკის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის. სამწუხაროდ, ამერიკამ ისევ მიაღწია თავის მისიას და საქართველოს დღევანდელი პარლამენტი ისევ მათია., პარლამენტის ორი მესამედი არის ამერიკული განწყობის. კუთხეშია მიმწყვდეული ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მეტ-ნაკლებად ეროვნული განწყობის არიან და ზეობენ ის ძალები, რომელბიც ყოველთვის უცხოეთიდან იმართებოდნენ და დღესაც იმართებიან.
– რომელ ძალას გულისხმობთ, რესპუბლიკელებს?
– ამ ეტაპზე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი არის ეროვნული კაცი და მას სჭირდება გადარჩენა. არ მესმის, რაში სჭირდება ირგვლივ ლაქიები?
– ამბობთ, რომ გადარჩენა სჭირდება, რას გულისხმობთ?
ამ შემადგენლობით, ამ გუნდით მას მეტის გაკეთება აღარ შეუძლია, თანაც ჩასაფრებული სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” პირობებში. მხოლოდ ჩასაფრებული პრეზიდენტის მოცილება არაფერს შეცვლის. აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ივანიშვილს გაათავისუფლებს არა მარტო ნაციონალებისაგან, არამედ მისი დღევანდელი გუნდისაგან. კიდევ ვიმეორებ: ამ გუნდით ივანიშვილს მეტის გაკეთება აღარ შეუძლია. სხვათაშორის, ჩამოყალიბდა სადისკუსიო დარბაზი , რომელსაც სათავეში უდგას პაატა ცნობილაძე, ნიკო ჯავახიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე. დარბაზი იმუშვებს ორი მიმართულებით – ვადამდელი არჩევნები და რეჟიმის გასამათლება. ხელახლა დაიწყება პროცესი” ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას”
– ანუ, ისევ მოითხოვთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი საერთო-სახალხო სასამართლომ უნდა გაასამართლოს?
– რეჟიმში არ იგულისხმება მხოლოდ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”. რეჟიმი, რომელიც უნდა გასამართლდეს, არის “მოქკავშირის” , აღორძინების” და ნაციონალური მოძრაობის” ერთობლიობა. ამ რეჟიმის მამოძრავებელი ძალაა და მასთან ერთად უნდა გასამართლდენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც მილიარდობით დოლარი მიიღეს ამ სექტის პროპაგანდაში. დიახ, “ნაციონალური მოძრაობა ” არის სექტა, რომლის წევრებს ერთმანეთის მიმართ დიდი მოვალეობები აქვთ, ამიტომ, თუ ამ სექტის მოსპობა გვინდა, სასტიკად ყნდა გასამართლდეს მისი ყველა წევრი.
მასონებმა შევარდნაძე დააჩოქეს და წარმოგიდგენიათ, რას გვიზამენ, თუ ახლა უკან დავიხევთ!
– როგორ წარიმართება ეს პროცესი – “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას”, ან რა დროში უნდა განხორციელდეს?
– რაც შეიძლება მოკლე დროში. უნდა გავაკეთოთ დიდი შეკრება და გამოვაცხადოთ, რომ სახალხო სასამართლოს გასამართად მოძრაობა იწყება. სექტემბერ-ოქტომბრისათვის უკვე ყველაფერი მზად უნდა გვქონდეს, რომ როგორც კი სააკაშვილის პრეზიდენტობა დამთავრდება, ის უნდა იქნას დაკავებული ნებისმიერ ადგილზე! თავისი სისხლიანი სავარძლით სახალხო სასამართლოს წინაშე უნდა დავსვათ. ბოლოს შეიძლება “სახალხო სასამართლომ” ჩაატაროს რეფერენდუმი კითხვაზე – “როგორი უნდა იყოს სააკაშვილის სასჯელი?” დასჯის რამდენიმე ფორმას მოვიფიქრებთ დახალხმა თავად აირჩიოს. თუმცა გარწმუნებთ, სასჯელი ყველა შემთხვევაში ისეთი სასტიკი იქნება, რომ განსასჯელი სიკვდილს ინატრებს!
ესაუბრა ნინო ბენდელიანი


