მილოცვები “თეთრების” ლიდერს

 

483134_407809459287776_1291726493_nბატონ თემურ შაშიაშვილმა დაბადების დღესთან დაკავშირებით  ფეისბუკის პირად, თუ პარტიის გვერდზე უამრავი გულითადი მილოცვა მიიღო, ჯანმრთელობის, წარმატებების, ბედნიერების ტრადიციულ სურვილებთან ერთად იყო მილოცვები, რომელთა ავტორები იუბილარის მოღვაწეობას უკეთებენ შეფასებას, იყო მადლიერების წერილებიც. რამდენიმე მათგანს გაქვეყნებთ.

•••

ბატონო თემურ, გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ დღეგრძელობას და წარმატებებს მამულიშვილურ საქმეში! გაიხარეთ! უფლის წყალობა ნუ მოგკლებოდეთ! ღმერმა უმრავლოს ჩვენს მამულს და ნიკო ნიკოლაძის მუზეუმს თქვენისთანა გულშემატკივარი! 

ლია ბიბილეიშვილი

•••

 გილოცავთ ბატონო თემურ, საქართველოს ერთი დიდი გულშემატკივარი ყავს თქვენი სახით და სამწუხაროა რომ თქვენნაირი 100 პატრიოტი პოლიტიკოსი ვერ მოიძებნა ამ ქვეყანაში რომელიც უპირველესად თავის ქვეყანაზე ფიქრობდეს და მერე სხვა დანარჩენზე. იმედია თქვენი და ჩვენი ოცნება თუ მიზანი რასაც ჰქვია ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი და ჯანსაღი ქვეყანა ჩვენს მომდევნო თაობასაც არ ექნება საოცნებოდ. ჯანმრთელად იყავით და შემართება და იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა!

გიორგი ბახტურიძე

 •••

. . . ასე მგონია, რაც დრო გადის, ადამიანი ხშირად უსვამს საკუთარ თავს კითხვას: ცხოვრებაში ბედნიერება თუ იპოვა და მისმა ცხოვრებამ სხვებსაც თუ მიანიჭა ბედნიერება? . . .

ამ კითხვას, თქვენმა ნაყოფიერმა, აქტიურმა საზოგადოებრივ- პოლიტიკურმა მოღვაწეობამ და იმ ლამაზმა ოჯახმა გასცა პასუხი, რომელის თავკაციც თქვენ ბრძანდებით.
ბატონო თემურ, თქვენი ცხოვრების დღეს- სასწაულს გილოცავთ, ჯანისა და სულის სიმრთელე, ბედნიერება და უფლის წყალობა, წარმატებები მინდა გისურვოთ, საქვეყნო საფიქრალსა და საკეთებელში, იხარეთ!

ლია გვენეტაძე:

 •••

დღეს თქვენი დაბადების დღეა…
მე არასოდეს მომცემია იმის საშუალება, რომ მადლობა მეთქვა თქვენთვის (თუნდაც პირად საუბრებში) იმ გვერდში დგომისათვის, ჩემდამი და ჩემი ოჯახისადმი რომ იჩენდით… მაშინ, როცა მე და ჩემი ძმები, უმამოდ დარჩენილები, შეიძლება ქუჩაში დავმდგარიყავით, გვერდში ამოგვიყენეთ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმის საშუალება მოგვეცით… გაზეთის რედაქტორობისას კი ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს ფარულ, დასახმარებლად გამოწვდილ ხელს – ეს ოფისით დაკმაყოფილება იყო თუ “დახშული კარებების” გაღება.
ბევრს მაშინ არ მოწონდა ჩემი ზედმეტი ფამილარობა თქვენდამი…
ამერიკაში წამოსვლისას, როცა კი დარწმუნდით ჩემთვის ასე აჯობებდა, ხელიც შემიწყვეთ და გულთბილად დამემშვიდობეთ…
მაგრამ ყველაზე მეტად მე ის მახარებს – ახლა, ამერიკაშიც რომ მანებივრებთ თქვენი სატელეფონო ზარებით – არ დანებდე, ყურები არ ჩამოყაროო, – მაქედან რომ მაწყნარებდით ჩვენი ქვეყნის რთულ, პოლიტიკურ კატაკლიზმებისას.
“თუ შეგწევს ძალა ბრბოში იყო და დარჩე კაცად,
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს მარადჟამს ხალხი” –
ეს რადიარდ კიპლინგის ცნობილი ლექსის ქართული თარგმანია. თქვენ მეფეებსაც ახლდით და ბრბოშიც მრავლად იყავით, მაგრამ კაცად დარჩით – არ დაგვიწყებიათ ჩემი მამა… და მისი ობლები.
ამისთვის ახლა გიხდით მადლობას.
მრავალ დაბადების დღეს!

მანუჩარ კაჭახიძე:

 •••

:  ბატონო თემურ, მიიღეთ ჩემი რაჭული “ოპერატიულობით “გამოგზავნილი მოლოცვა.მინდა გისურვოთ იმედების გამართლება, დიდი სიხარული და ბედნიერება. სხვათაშორის, გუშინწინ მანუჩარ კაჭახიძე მწერდა:მას, გახსოვთ, საუკეთესო ნაწერების ავტორებს შაშიაშვილის ავტოგრაფიანი რვეულებით რომ გვაჯილდოებდითო? მე ეს არ მახსოვდა, მაგრამ ჟურნალისტიკის ლიცეუმის გამართვაში რომ გვერდით დამიდექით, იმას ვერ დავივიწყებ. იმედი მაქვს, თქვენგან გაცემული ბევრი სიკეთე დაგიბრუნდებათ ბუმერანგივით. დიდი მოკითხვა დეას. ბედნიერება და წინსვლა – საყვარელ ოჯახტან ერთად!

ნანული ცხვედიანი

•••

ბატონო თემურ, სრულიად შემთხვევით ვნახე თქვენი წერილი „სიყვარული აღგვამაღლებს”. ამ პათოსითაა გაჟღენთილი მთელი წერილი. დარწმუნებული ვარ, დღესაც გჯერათ და გაჭღენთილი ხართ რწმენით, რომ ამაშია ხსნა ქვეყნის გადარჩენა ამ დამოკიდებულებაშია, მაგრამ იმედი რომ ასე წარიმართებოდა ყველაფერი დროში გადაიწია. ღმერთმა ნუ ქნას ამ გზით არ იაროს ჩვენმა ხალხმა, ეტყობა ბევრი სახადი უნდა გამოვიაროთ, რადგან ცოდვაც ბევრია ჩვენზე და ამას ვერ აცნობიერებს ხალხი… ამიტომ განსაცდელებიც არ გვაკლია.

იქ თქვენ ერთ საინტერესო აზრს ანვითარებთ და სვანურ სიბრძნეს იხსენებთ: „უმჯობესია შეეჭიდო მართალ საქმეს თუნდაც შეუძლებელს და დამარცხდე, ვიდრე შეეგუო სიბილწეს ან სათავეში ჩუდგე უმადურთა ბრბოს და იბელადო! – ომი გქონიათო, გივარგი, ომი,.,, – ბრძოლას ყოველთვის აქვსო  აზრი, დეოფალ“… ამ სიბრძნეს მართლაც ყოველთვის ექნება აზრი და იქვე დასძენთ, რომ განსაკუთრებული აზრი მაშინ აქვს, როცა ქვეყანას, ხალხს, ერს გაცნობირებული აქვს, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობაა (რაც ასევე გვაკლია დღეს) და ყოველი ადამიანი თავისუფალია თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში… მჯერა, ბატონო თემური, თქვენი პრინციპების და იმისი, რომ ამ შემართებით ცხოვრობთ დღესაც და ასე იქნება სულ. ამ განწყობით გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ დიდი ფიქრების შედეგად ჩამოყალიბებული თქვენ ნააზრევთა განხორციელებას და ოჯახურ ბედნიერებას.

მერაბ სტურუა

პ.ს. ბატონი თემური მადლობას უხდის ყველას მოლოცვისათვის, გულშემატკივრობისა და კეთილი სურვილებისათვის.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *