ის რაც ხდებოდა ჯარში აქამდე და დღესაც ხდება…

 

images (14)სამხედრო მოსამსახურის წერილი


ეს არის პატარა საქართველოს სინამდვილე…!

ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო როდესაც 2003 წელს ჩემი ნება სურვილით გამოვცხადდი სამხედრო ნაწილ 20/60 -ში ბათუმის შსს შინაგან ჯარში, მართლაც ამაყი ვიყავი და დიდი სურვილი მქონდა მემსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რამოდენიმე დღის შემდგომ ჩემდა გასაკვირად გაგვიცხადეს და აგვიხსნეს ჯარს ყავდა მაყურებელი რომელსაც სერჟანტები ოფიცრები და რიგითები ემორჩილებოდნენ , ასევე აგვიხსნეს ისიც რომ ჩვენ ვიყავით ეგრეთწოდებული ახალმისული „სალაგები’ და 15 დღეში მკაცრ პრესში უნდა ვყოფილიყავით, რათა გვესწავლა ჯარის ცხოვრება.

რამოდენიმე დღის შემდგომ ასეულობით ჯგუფის ჯარისკაცი ღრმა ძილიდან  დილის საათებში ყვირილმა გინებამ და საწოლების ამოყირავებამ გამოგვაღვიძა… მოგვაწყეს რიგში და დაგვიდგინეს თავიანთი განრიგი, ამას ესწრებოდა სერჟანტებიც,

„თქვენ გვემორჩილებით ჩვენ! ყველა ოფიცრის დედაც, შეაგინეთ აბა …! ‘ ხმამაღლა გამოიყვანენ მწკრივიდან შერჩევით ჯარისკაცები და ჩვენს დასანახად ტაბურეტკები გადამტვრიეს… „გაიგეთ ხმამაღლა ვინც ჩვენს მოთხოვნას არ დაემორჩილება ესეთ დღეში აღმოჩნდებით, შემოსულ თანხას გადასცემთ თქვენს სერჟანტს, ვინც დამალავს ან არადანიშნულებისამებ დახარჯავს. თქვენ იქნებით „კრისები“ და  „კრესებს“ აი ესე ვექცევით… „

მოიყვანეთ მოუწოდა სერჟანტს ეგრეთ წოდებულმა მაყურებელმა: ერთ-ერთი წინა ახალწვეულის ოჯახის მიერ მიცემული თანხა ლეიბის ქვეშ ამოუდია, დილის ვარჯიშის ყოფნისას გაუჩხრიკიათ მაყურებლების ე.წ. პადელნიკებს და აღმოუჩენიათ ამ ჯარისკაცის კუთვნილი ფული, აი ხომ ხედავთ, თქვენც ესე დაგემართებათო… და ვერ აგიღწერთ ისე გაუწორდნენ , ეს იყო შოკი და დიდი ტრავმა ყველა ჯარისკაცისათვის! ხდებოდა არადამიანური, სასტიკი მოპყრობები, ცემა და გაუპატიურებებიც. ხმის ამოღების შემთხვევაში ამას სამხედრო ნაწილის ოფიცრობა ჩქმალავდა.
2004 წ. სამხედრო ნაწილში  გამოცხადდა სასერჟანტო კურსებზე მივლინება დედაქალაქში. მივიღე გადაწყვეტილება წავსულიყავი სასერჟანტო კურსებზე სამგორში მერვე პოლკში. ჩამოსვლის ღამესვე აგვიხსნეს რომ აქ მასხარაშვილების 4  თაობა მამიდაშვილ-ბიძაშვილები  არიან მაყურებლები და ვინც მათ დამყარებულ წესებს  დააღვევს სასტიკად გაუსწორდებითო.

გადიოდა დღეები და ისეთ რამეებს ვგებულობდი, საშინელებათა ფილმები მონაგონი იყო. შემოსული თანხის ობშიაკებით ყიდულობდნენ სხვადასხვა  სახის ნარკოტიკებს და ამაში უშუალოდ იყვნენ ჩართული  როგორც ეგრეთ წოდებული მაყურებლები, ისე ოფიცრები…  წამალი გადიოდა სასაზღვრო ზოლში სადაც შინაგანი ჯარი იყო განლაგებული.

არაერთხელ  მინახავს თვითმკლელობის მცდელობები, რაზეც  შემდგომ ბატალიონის მეთაურობი აცხადებდნენ, ჯარს ვერ შეეგუა და ამიტომაც მოიქცა ესეო.
განსაკუთრებით სისასტიკით გამოირჩეოდა მუხროვანის ბატალიონი, სადაც ცემის და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტია დაფიქსირებული. იყო  უამრავი თვითმკლელობაც.
ჩვენ, აჭარიდან ჩასულებს თათრებს და თურქებს გვეძახოდნენ… მე პირადად ვეღარ ავიტანე ისეთ საზიზღრობების ყურება., მივატოვე სამგორში მდებარე მერვე პოლკის ტერიტორია და საერთოდ სამხედრო მეთაურობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადე აჭარაში..
მოგვეწია აჭარის რევოლუცია თავად გამოვცხადდი ჯარში და პირნათლათ მოვიხადე სამხედრპო ვალდებულება.  რამოდენიმე ხნის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი აჭარაში იმყოფებოდა. მას პირადად გადავეცი წერილი და ვთხოვდი დაინტერესებულიყო ჯარში შექმნილი მდგომარეობით, რადგან მიუხედავად რევოლუციისა არაფერი შეცვლილა და ისევ ძველი  ცხოვრებით ცხოვრობდა ჯარი. მაგრამ ამაოდ .
მახსენდება 2006 წელი. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, სურმანიძეები, რომლებსაც სააკაშვილის დიდი რწმენა ჰქონდათ და ხოტბას ასხამდნენ მას. მათ ირწმუბეს, რომ  რომ ჯარი გათავისუფლდა წნეხისგან გადაწყვიტეს ემსახურათ ქვეყნისათვის…  კარგად მახსოვს როგორ ძლივს, ოჯახის და ჩემი უშუალო დახმარებით გადავარჩინეთ ამ ახალგაზრდების სიცოცხლე  თვით მკლელობას მუხროვანის ბატალიონში.

 

PS.ჩემს შესახებ რომელიც არაერთხელ დავაყენე აღნიშნული საკითხები პირადად საქმის ყურში იმყოფებოდა მაშინდელი ახალდანიშნული სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და თვით რუსთავი 2ის 60 წუთის წამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი.

ჩემი რჩევა მხოლოდ ესაა თუ სისტემა არ გაიწმინდა ვერაფერი და არაფერი გამოსწორდება დიახაც ამის აღიარებაც დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს მაგრამ  დღეს ისევ ხდება როგორ ციხეში ისევე ჯარში ოღონდ „მსუბუქად“ .

აქ ვერ მოვიყვანე მრავალი ფაქტი რაც კიდევ უფრო მძიმეა და საშინელებათა ფილმებს მოგაგონებდათ… დედებს კი ვეტყვი თქვენი გარდაცვლილი შვილები გმირები არიან…!!  არავინ დაგაჯეროთ რომ მათ  თავისი სურვილით  ჩამოიხრჩეს თავი… ისინი აიძულეს, ხოლო  სახელმწიფო მოხელეებმა დამალეს აღნიშნული ფაქტები.

მასალა მოგვაწოდა მერაბ ღოღობერიძემ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *