ქუთაისელი ხალხი გამოვიდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით

qutaisiდღეს ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა, ქუთაისელი ხალხი გამოვიდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციას ესწრებოდნენ ბატონი რეზო ჩხეიძე, თეიმურაზ შაშიაშვილი და ძალიან ბევრი პატრიოტი ქართველი, რომელთაც სურთ რომ საქართველო იყოს გაერთიანებული და გაბრწყინებული და არა ისეთი როგორიც დღესაა.

ბატონი თეიმურაზი გამოვიდა სიტყვით და ქუთათურებს და ყველა ქართველს ხალხს მოუწოდა რომ მას არ სურს ქართველი ხალხი კრემლს ან თეთრ სახლს ეგებოდეს ფეხქვეშ, რომ ქართველ ხალხს სხვა ერების მისაბაძი არაფერი გვჭირს, რომ ჩვენს პრეზიდენტს ხალხისთვის უბედურების მეტი არაფერი არ მოუტანიოაო,რომ აუცილებლად უნდა გადადგეს ჩვენი პრეზიდენტი როგორც კი საპრეზიდენტო ვადა ამოეწურებაო. ამ მოთხოვნით 19 დეკემბრიდან აქციები დაიწყება სხვადასხვა ქალაქებშიო. და ყველას ერთად დგომისაკენ მოგვიწოდა.დაარიგა გაზეთ „ერთსულოვნების“ სპეციალური ნომერი, რომელიც სპეციალურად ქუთაისში 19 დეკემბერს გამართულ აქციას მიეძღვნა .ყველა პარლამენტარისთვის თითო წიგნი მერაბ ბერძენიშვილის დიდების მემორიალის შესახებ – „დაუჯერებელი სინამდვილე“ , აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათი შეკრება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და აქცია სპონტანურად მას შემდეგ გაიმართა, რაც ქუთაისში სააკაშვილის ვიზიტის შესახებ შეიტყვეს.პარლამენტის შენობიდან ხალხმა გადაინაცვლა ქუთაისის მერიის წინ სადაც  პრეზიდენტი იმყოფებოდა. ქუთაისის მერიაში შეხვედრის დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა მერიის შენობის გვერდითა გასასვლელით ისარგებლა და წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გადაინაცვლა. თუმცა აქციის მონაწილები მას იქაც დახვდენ. აქაც გამოჩნდა ჩვენი პრეზიდენტის სიმხდალე და სილაჩრე დაემალა ჩვენი პრეზიდენტი ხალხს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *