(ასავალ-დასავალი) მერაბ ჯიბლაძე:”ხელოვნური სიმსივნით ადამიანის დაავადება შესაძლებელია”

 

merabუკვე მერამდენედ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანდრო გვირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე სააკაშვილის რეჟიმმა მოწამლა,. სიმსივნით ხელოვნურად დაასნებოვნა. მართლაც ფაქტია, სრულიად ჯანმრთელი. სამართლიანობისათვის მებრძოლი ქალბატონი მოუსლოდნელად კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნით გადდაიცვალა. ეჭვი მისი მოწამვლის შესახებ კიდევ უფრო გააძლიერა ქალბატონი ირინას მოძღვარის, დეკანოზ გრიგოლოს განცხადებამ: „როცა ირინა უკანასკნელად ვნახე, მითხრა, მამაო, მეც მომკლეს, მომწამლესო!“

როგორც ამბობენ კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნით ასევე მოულოდნელად დაავადდა და 2007 წელს გარდაიცვალა ერთ დროს მიხეილ სააკაშვილთან და ვანო მერაბიშვილითან დაახლოებული და შემდგომში კი მათთვის არასასურველ საფრთხის შემცველ პიროვნებად ქცეული კახელი ბიზნესმენი ნოდარ საქუაშვილიც. სრულიად ჯანმრთელი კაცი მოულოდნელად ცუდად გახდა. საზღვარგარეთაც ვერ უშველეს. პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა. როგორც მისი მეუღლე აცხადებს, უცხოეთში საქუაშვილს ხელოვნურად გამოწვეული სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

გარვცელებული ინფორმაციით, ასევე კუჭქვეშა ჯირკვალის სიმსივნით დაავადდა ლაფანყური სპეცოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი მებრძოლის მამაც, რომელიც სპეცოპერაციის გამოძიებას და სააკაშვილის რეჟიმის გასამართლევას ყველაზე აქტიურად მოითხოვდა, სიმსივნით არის დაავადებული.

დამთხვევა ბევრია და არსებობს ეჭვიც, რომ სააკაშვილის რეჟიმი მისთვის არასასურველ ადამიანებს ამ არაადამიანური მეთოდებით იცილებდა. ძნელია, ილაპარაკო ხელოვნური სიმსივნის ფაქტორზე ირინა ენუქიძისა და ნოდარ საქუაშვილის მოკვდინებაში, მაგრამ შესაძლებელია თუ არა სიმსივნით ადამიანის ხელოვნური დასნებოვნება, ამის შესახებ ფიზიკა- მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრს, პროფესორ მერაბ ჯიბლაძეს ვკითხეთ:

რასაკვირველია, სიმსივნის ხელოვნურად გამოწვევა შესაძლებელია! მედიცინაში აპრობირებული მეთოდია, როდესაც ცხოველებს სიმსივნით ხელოვნურად აავადებენ და შემდეგ ატარებდნენ კვლევებს თუ როგორ შეიძლება ებრძოლონ ამ დაავადებაა. ეს მეთოდი საქართველოშიც აქტიურად გამოიყენება. მაგალითად თაგვებს, ან კურდღლებს სპეციალურად ვაძლევთ შესაბამის შტარებს, კანცეროგენულ ნივთიერებებს, რის შედეგადაც უვითარდებათ სიმსივნე და შემდეგ ვიწყებთ კვლევას, როგორ შეიძლება მათი განკურნება.

რა მეთოდით ხდება ამ შხამის ორგანიზმში შეყვანა?

საკვებით, ან მაგალითად კანზე უსვამენ შესაბამის შხამხ. სასუნთქი გზებისმეშვეობით. შხამის შესუნთქვით ხდება ფილტვისკიბოს გამოწვევა. ეს მედიცინაში აპრობირებილი მეთოდია,

‘ – საცდელ ცხოველებზე გასაგებია, მაგრამ შესაძლებელია ამავე მეთოდებით ადამიანის დასნებოვნება?

– რასაკვირველია, ზუსტად ამავე მეთოდებით შეიძლება ადამიანის ხელოვნური სიმსივნით დასნებოვნება, როგორც ცხოველების . თუმცა რა საჭიროა ამის ხელოვნურად გამოწვევა, როცა ჩვენსირგვლივ ამდენი კანცეროგენული ნივთიერებაა.რომ დაავადების შემთხევვები საგრძნობლად გახშირდა.

– ბატონო მერაბ, იმის დადგენა თუ არის შესაძლებელი, სიმსივნე ხელოვნურად არის გამოწვეული, თუ ბუნებრივად?

საიდან წამოვიდა კინოს უჯრედები, დიაგნოზი ამას ვერ უჩვენებს. შესაძლოა რთული კომპლექსური გამოკვლევებით რაღაც ალბათობით დადგინდეს, მაგრამ დიდი სუზუსტით ვერ დადგინდება. ბუნებრივი და ხელოვნური კიბოს უჯრედები არ განსხვავდება ერთმანეთისგან. სიმსივნის გამოწვევა ადვილია, მაგრამ დადგენა – ბუნებრივია, თუ ხელოვნური, თითქმის შეუძლებელი

– ბატონო მერაბ, არსებობს ეჭვი, რომ სანდრო გვირგვლიანიდ დედა, ირინა ენუქიძე მოწამლეს სიმსივნით დააავადეს, ბიზნესმენ ნოდარ საქუაშვილის მეუღლეც ამბობს, რომ მისი მეუღლე ხელოვნური სიმსივნით დაავადეს…

– ამისი დასაბუთება ძალიან ძნელია, პრინციპში შეიძლება, მაგრამ ადამიანის მოსაკლავად სხვა, გაცილებით უფრო სწრაფმოქმედი მეთოდები არსებობს. ბოლოს და ბოლოს ტყვიას ესვრი და ისე მოკლავ, როგორც ჩემი მეგობარი გურამ შარაძე მოკლეს. რამე შხამი კი არ შეუშხაპუნებიათ, ესროლეს და მოკლეს. ასე რომ მკვლელობის მეთოდები უამრავია!

– ცხადია, უამრავია, მაგრამ როგორც თქვით, პრაქტიკულად შეუზელბელია, დადგენა, სიმსივნე ხელოვნურია, თუ არა, ანუ ეს არის მეთოდი, რომელიც კვალს არ ტოვებს…

– არ მესმის, როგორი ავადმყოფური აზროვნების უნდა იყო ადამიანი, რომ მეორე ადამიაბი, საერთოდ მოსაკლავად გაიმეტო, ან თუნდაც სიმსივნით დააავადო… შესაძლოა არც არის გამორიცხული, რომ ამას აკეთებდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია დადგენა, ბუნენბრივად არის გამოწვეული, თუ ხელოვნურად.

სხვათაშორის, ახლა ვირთხებზე ახალ ექსპერიმენტს ვატარებთ. ჯერჯერობით ვიცი ის, რომ ჩემს მეთოდებს ანტიკანცეროგენული მოქმედება აქვს. როგორი იქნება კიბოს მკურნალობის ეფექტი, ამას 3-4 წლიანი ექსპერიმენტი გვიჩვენებს!

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *