(ასავალ-დასავალი) კვირგვინოსნები. თემურ შაშიაშვილი: “ჩვენ ვიწყებთ ნამდვილ ბრძოლას ზესტაფონისათვის”

as
10 დღის შემდეგ გამოვა გაზეთი-მოწვევის ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება რაიონში არსებული მდგომარეობის დეტალური ანალიზი… დიდ სახალხო შეკრებაზე არჩეულ იქნება “ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტი”.

ფაქტია – სამადაშვილისა და მისი მაფიოზური კლანის წინააღმდეგ ბრძოლით პარალმენტსა და თანამდებობებზე მოხვედრილნი, კარგად შეერწყნენ ფერომაფიას და მისი მფარველებიც გახდნენ… აღარ ახსოვ აღარც ზესტაფონი და არც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ხალხი…

ზესტაფონლები თვლიან, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაასრულა ქართველ ხალხზე “ნაცების” ბატონობა და მას ყველაზე უკეთ შეუძლია იმის დასრულება, რაც დღემდე ვერავინ შესძლო – ბიზნესში მეჯღანუაშვილების და პოლიტიკასში ყვარყვარეების ამოძირკვა.

ჩვენ ვიწყებთ ნამდვილ ბრძოლას ზესტაფონისათვის. ეს იქნება შემოძახილი მთელი საქართველოს, ქართული სულის გადასარჩენად!

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *