“თეთრების” ანალიტიკური ჯგუფის განმარტებითი ბარათი

საქართველოს იუსტიციის მინისტრს,

ქალბატონ თეა წულუკიანს

weriliშპს „ბარაქას“ (ქ.ზესტაფონში რუსთაველის ქ. 45 – ში მდებარე ზესტაფონის ცენტრალური საკოლმეურნეო საკოლმეურნეო ბაზარი) კუთვნილი ქონების (დამფუძნებლები კ.კოვზირიძე, თ.კაპანაძე, ზ.მალაღურაძე, მ.კოპაძე, თ. ლუტიძე, რ.მაჭავარიანი) დოკუმენტების შესაძლო გაყალბების გზით ი.სამადაშვილის, გ. გალუაშვილისა და გ. გურულის მიერ უკანონოდ მითვისების შესახებ

ქალბატონო თეა,

პოლიტიკური პარტია „თეთრებში“ 2013 წლის 24 ივნისს შემოვიდა ზესტაფონის რაიონის ცენტრალური საკოლმეურნეო ბაზრის ერთ-ერთი მფლობელისა და მისი მხარდამჭერთა კოლექტიური განცხადება, რომელიც შეეხება შესაძლო გაყალბების გზით, სამადაშვილის. გ. გალუაშვილისა და გ. გურულის მიერ თ. კაპანაძისათვის კუთვნილი ქონების უკანონოდ წართმევის ფაქტებს.

თ. კაპანაძემ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის რაიონული განყოფილებიდან 1993 წლის 22 ოქტომბერს კონკურსის წესით შეიძინა ზესტაფონის ცენტრალური საკოლმეურნეო ბაზრის კუთვნილი ქონება, რაზედაც იმავე დღეს მიღებული აქვს საკუთრების დამადასტურებელი N 21/11-კ მოწმობა.

2003 წლის 8 აპრილს შპს „ბარაქას“ პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად პარტნიორებმა ნება დართეს მ.კოპაძეს, რ. მაჭავარიანსა და გ. გურულს გაესხვისებინათ მათი კუთვნილი ქონება, რომლის შემდეგ ო. სამადაშვილმა შეიძინა შპს „ბარაქას“ 33,36% (29760 ლარი), ხოლო გ.გალუაშვილმა  16,66% (14 860 ლარი) ზესტაფონის რაიონული სასამართლომ შესაბამისი ცვლილება შეიტანა საზოგადოების წესდებაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 25 ივლისის N 02/417 ბრძანებით  შპს „ბარაქას“ წესდებაში სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად გ.გურულის წილის 37,62% მფლობელად ცნობილ იქნა შპს „სტემკორ საქართველო“.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2000 წლიდან შპს „ბარაქას“ მეწილე გახდა ომარ სამადაშვილი (პარლამენტარ მერაბ სამადაშვილის ძმა), რომლის  მისვლის  დღიდან დაიწყო ბრძოლა შპს „ბარაქას“ ქონების სრულად ხელში ჩასაგდებად. ანუ შპს „ბარაქას“ ტერიტორიაზე აკუმულირებული ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სილიკონმანგანუმის წარმოების წიდასაყარის მრავალმილიონიანი ღირებულების მქონე ქერქული ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება.

აღნიშნულის განსახორციელებლად   მან სავარაუდოდ დაიწყო მიზანმიმართულად დოკუმენტების გაყალბება. კერძოდ, შპს „ბარაქას“ დამფუძნებლებმა  თითქოსდა 2002 წლის 20 დეკემბერს N 7 წერილით მიმართეს შპს „დინექს-2002“  დრექტორს ო. სამადაშვილს, რომლითაც პარტნიორები უფლებას აძლევდნენ შპს „ბარაქას“ კუთვნილ ტერიტორიაზე მოეხდინა სილიკომაგანუმის ქერქული ნარჩენების შეგროვება – გადამუშავება.

წერილს ხელს  შპს“ „ბარაქას“ პარტნიორთა სახელით აწერს ხელს გაურკვეველი ხელწერით, რომლითაც სამ შემთხვევაში შეუძლებელია  გვარისა და პიროვნების გარკვევა.  ხოლო სამი არანაირ პარტნიორს არ წარმოადგენს ( თ. გიგაშვილი, ა.კაკაურიძე, ა. დეკანოიძე). უფრო მეტიც, აღნიშნული ხელმოწერები სავარაუდოდ გაყალბებულია.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წერილი შედგენილი აქვთ 2002 წლის  13 დეკემბერს, ხოლო იგი გაგზავნილია  ო. სამადაშვილისათვის (შპს „ბარაქას“ შტამპით თუ ვიმსჯელებთ) 2002 წლის 20 დეკემბერს.

ამდენად, ზემოარნიშნული გაყალბებული წერილი იქნა გაგზავნილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზირებისა და ნებართვების დეპარტამენტში და იგი გახდა საბაბი იმისა, რომ შპს „დინექსი 2002“-სათვის მიეცათ უფლება შპს „ბარაქას“ ტერიტორიაზე მოეპოვებინა და გადაემუშავებინა სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენები.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზირებისა და ნებართვების დეპარტამენტის მიერ ლიცენზია გაცემულია 2003 წლის 11 სექტემბერს „10“ წლით და მოქმედია მხოლოდ „2003“ წლის განმავლობაში (?!), რაც ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, ვინაიდან თუ ლიცენზია გაიცა 2003 წლის 11 სექტემბერს 10 წლის ვადით, მაშინ მისი მოქმედების ვადა უნდა იყოს არა 2003 წელი ( ანუ 2003 წლის 11 სექტემბერიდან 2004 წლის 1 იანვრამდე) არამედ 2013 წლის 11 სექტემბერი.

აღნიშნული გარემოება გვაძლევს საშუალებას გამოვთქვათ გონივრული ეჭვი იმისა, რომ „10 წლით“ საეჭვოდ წერია, რადგანაც „1“-იანი დაწერილია მყარად, ხოლო „0“ საეჭვოდ არის ჩაწერილი, თუ მიწერილი.

თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ წარმოდგენილი სიყალბის დასადგენად (2003 წლის 11 სექტემბრიდან დღემდე) გრაფოლოგიური ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა რა საჭიროა გრაფოლოგიური ექსპერტიზა, როცა სიყალბის ფაქტები ისედაც სახეზეა (მხედველობაში გვაქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის გადასწორების, ანუ გაყალბების ფაქტი).

მიუხედავად ო. სამადაშვილის მიერ მიღებული ლიცენზიისა, იგი 2003 წლის 11 სექტემბრიდან დღემდე ფლობს გაყალბების გზით მოპოვებულ ლოცენზიას და განაგრძობს სილიკონმანგანუმის ქერქული ნარჩენების შეგროვება – გადამუშავებასა და რეალიზაციას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ლიცენზირებისა და ნებართვების დეპარტამენტს ლიცენზია შპს „დინექსი 2002“-სათვის უნდა მიეცა იმ შემთხვევაში, თუ შპს“ ბარაქას“ მიერ გაცემული იქნებოდა შემდეგი დოკუმენტები და შესრულებული იქნებოდა მოსამზადებელი სამუშაოები:

– შპს „ბარაქას“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი (და არა გაყალბებული წერილი, რომლთაც დადგინდებოდა შპს „დინექსი – 2002“-თან ურთიერთპარტნიორობის პირობები);

– შპს „ბარაქას“ პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე შპს“ბარაქასა“ და შპს „დინექსი – 2002“ შორის უნდა გაფორმებულიყო ურთიერთპარტნიორობის ხელშეკრულება. კერძოდ, ურთიერთშორის უნდა განსაზღვრულიყო ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ასევე უნდა განესაზღვრათ სავარაუდო შემოსავლები და ის ხარჯები, რაც დაკავშირებული იქნებოდა ტოპოგრაფიული გეგმებისა და ტექნოლოგიური სქემების შედგენასთან.

ხელშეკრულებაში ასევე უნდა განესაზღვრათ მიწის ფართობი და მოსაპოვებელი  სილიკომანგანუმის ნარჩენების სავარაუდო რაოდენობები.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ლიცენზირების და ნებართვის დეპარტამენტში წარდგენის  შემდეგ უნდა მოეხდინათ ლიცენზიის გაცემა, თუმცა დეპარტამენტმა ერთი ფარატინა გაყალბებული წერილის საფუძველზე ერთი წლის ვადით გასცა ლიცენზია (2003 წლის განმავლობაში) თუმცა (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ) გაყალბებული ლიცენზია დღეის მდგომარეობითაც მოქმედებს.

ამდენად, ო. სამადაშვილმა ლიცენზიის ასაღებად საჭირო დოკუმენტების ნაცვლად წარადგინა გაყალბებული წერილი, რის საფუძველზეც მიიღო ლიცენზია და შემდგომ ისიც გააყალბა.

აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ 2003 წლის 11 სექტემბრიდან დღემდე, ო. სამადაშვილის მიერ შეგროვებულ-გადამუშავებული სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენები ულიცენზიოდაა მოპოვებული და უკანონოა.

შპს“ფარი და მახვილის“ ექსპერტ გ. წულაიას მიერ 2010 წლის 29 მარტს შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა ზემოაღნიშნულზე იძლევა შემდგომ განმარტებებს. კერძოდ: 2010 წლის 29 მარტის მდგომარეობით ო. სამადაშვილის მიერ შეგროვებულ იქნა 75 293 ტონა სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენები, რომლის გადამუშავების შემდეგ სავარაუდო გამოსავლიანობა იქნებოდა 19 519 ტონა.

– ამოღებული 19 519 ტონა სილიკომანგანუმის რეალიზაციით ო. სამადაშვილის მიერ სავარაუდოდ მიღებულ იქნა შემოსავლის სახით 11.711.400 აშშ დოლარი (1 ტონა სილიკომანგანუმის სარეალიზაციო ფასად აღებულ იქნა მინიმალური ფასი: 1 ტონა 600 აშშ დოლარი).

– საქართველოს გარემოსა და  ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტს 2003 წლის 11 სექტემბერს შპს „დინექსი – 2002’’ – ის მიმართ წიაღით სარგებლობის ლიცენზია N 0531 არ უნდა გაეცა თუ არ იქნებოდა წარდგენილი დოკუმენტები:

1. შპს „ბარაქას“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი ( და არა გაყალბებული წერილი)., რომლითაც დადგინდებოდა შპს“დინექსი – 2002“ – თან პარტნიორობის პირობები.

2. შპს „ბარაქას“ და შპს „დინექსი – 2002“ -ს შორის უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება,  მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობის შესახებ.

– შპს „დინექსი – 2002“-ის მიერ არ არის შედგენილი წიაღით სარგებლობის ტექნოლოგიური სქემები და იგი არ არის შეთანხმებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.

– ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში თუ არ გაიცემოდა ახალი ლიცენზია, ძველი გაუქმებული ლიცენზიით სარგებლობა ყოვლად დაუშვებელია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 3-5). მოგეხსენებათ „იმ კანონის გაუქმება, რომლითაც გაუქმებულია ძველი კანონი, არ ნიშნავს გაუქმებული (ძველი) კანონის ამოქმედებას“.

ახალი ლიცენზიის აღება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ჯერ კერძო მესაკუთრეებთან და შემდგომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.

– შპს „დინექსი – 2002“-ის მიერ შპს „ეკომეტალისათვის“ (როგორც უფლებამონაცვლე) ლიცენზიის გადაცემა (სად ჰქონდა შპს „დინექსი – 2002“-ს ლიცენზია (?), იგი ვადაგასული და უკვე გაყალბებული იყო). თუ ლიცენზია სხვა თვალსაზრისით სამართლიანად იქნებოდა გაცემული, ვფიქრობთ, მაინც შპს“ბარაქასთან“, როგორც კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლებოდა.

ჩვენს მოსაზრებებს აღნიშნულ ლიცენზიის უკანონობის თაობაზე ამყარებს მეორე ლიცენზიასთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც ეხება სახელმწიფოსთან „დინექსი – 2002“ ურთიერთობებს

შპს „დინექსი – 2002“ – ზე წიაღით სარგებლობის შესახებ 2004 წლის 27 თებერვალს სერია          29N0567 ტიპი 110 წიაღით სარგებლობის ლიცენზიის კანონიერების შემსწავლელი კომისიის წევრის ადვოკატ რუსუდან ლელაძის მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს მიერ 2004 წლის 27 თებერვალს „დინექსი-2002“ – ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზია (სერია – 29, N 567, ტიპი -110) მიჩნეულია უკანონოდ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტად და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, რომელიც ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე – 60  მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რადგან ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია მისი   მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმებისა და შპს „დინექსი – 2002“-ის წიაღსარგებლობისა და მოპოვების ამკრძალავ გარემოებებს.

მართალია, ეს უკანასკნელი ფრაგმენტი უშუალოდ არ ეხება შპს „ბარაქას“ პრობლემებს, მაგრამ დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტთან. სახელმწიფოში კანონიერების დამყარებასთან, სახელმწიფოებრივი ხედვისა და წესრიგის ფორმირებასთან. ამდენად, ჩვენ არ შეგვეძლო გვერდი აგვევლო მოცემული ფაქტისათვის. მით უმეტეს, იგი ამტკიცებს სამადაშვილების კლანზე (და არა მხოლოდ) ჩვენს შეხედულებებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძმები სამადაშვილები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტის კარის ბიზნესმენები. მათ დააფინანსეს როგორც 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, ასევე საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნები და ქ. თბილისის მერის გ. უგულავას საარჩევნო კომპანიაც. ამისათვის სამადაშვილებმა გაიღეს ათეული მილიონობით ამერიკული დოლარი. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ჩადენილი აქვთ ეკონომიკური, პოლიტიკური და ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის დანაშაულებების სერია. ზესტაფონში ხმამაღლა საუბრობენ ამ ბიზნესთან ქალბატონ სანდრა რულოვსის მშობლებისა და ძმის მჭიდრო კავშირზე, რაც დასტურდება გაურკვეველ ჰოლანდიურ ფირმებთან საქმიანი კავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შპს „დინექსი – 2002“-ში  შპს „ბარაქასა“ და შპს „ეკომეტალში“ ჩატარდეს 2007 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე პერიოდის სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შემოწმება.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობისათვის“ რამოდენიმე ათეული მილიონით გაწეული დახმარებები განხორციელებულია სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადასახდელი (კუთვნილი) თანხებით, რის გამოც დაიმალა და სახელმწიფო ბიუჯეტმა ვერ მიიღო ათეული მილიონობით ლარი.

უკანასკნელი ზეპირი ინფორმაციით, იმის გამო, რომ 11 სექტემბერს იწურება ჩვენს მიერ ზემოთხენებული საეჭვო ძალის მქონე ლიცენზიის მოქმედების ვადა, მაფია ხდება დაუნდობელი. უკანონოდ ინგრევა და ნადგურდება სხვისი ქონება ზემოგებისა და სწრაფი გამდიდრების მიზნით.

დოკუმენტების ანალიზმა გვიჩვენა, რომ შპს „ბარაქამ“ წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ბატონ ნოდარ ხადურს, რომელშიც ითხოვდნენ დოკუმენტების შესაძლო გაყალბების გზით შპს „დინექს 2002“-ის მიერ (ი.სამადაშვილი, გ.გალუაშვილი, გ.გურული) შპს „ბარაქას“ კუთვნილების მითვისების კანონიერების დადგენას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიამ 2013 წლის 14 იანვრის #1023 წერილით მიმართა რიგ სამინისტროებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეესწავლათ დასმული საკითხები და უზრუნველყოთ სათანადო რეაგირება, როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ჩანს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პასუხი არ მიუღიათ.

პარტია „თეთრების“ ანალიტიკური ჯგუფის სახელით

ოთარ ჩიხლაძე

გიორგი სიხარულიძე

p.s. თან ერთვის იუსტიციის მინისტრის სახელზე პარტია “თეთრების” თავმჯდომარის მიერ გაგზავნილ წერილს
ჩაბარდა იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას(Ν  01/13 – 87871)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *