(sazogadoeba.ge)„თეთრებმა“ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას პროგრამული დოკუმენტები წარუდგინეს

 

1დღეს პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით მთავრობის წევრებს ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – „სამართლიანობის მანიფესტი“ და „ ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილი“ დაეგზავნა. პირველი პარტიის მეგობარი მეცნიერების თანადგომითაა შემუშავებული, ხოლო მეორე უცხოეთში მყოფ თანამემამულეებთან ერთად სამწლიანი ურთიერთობების საფუძველზე მომზადდა.

პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ „სამართლიანობის მანიფესტი“ არის მოთხოვნა იმ პოლიტიკური უფლებებისა და სოციალური დაცულობისა, რომლის შესრულება კონსტიტუციურად ევალება ყოველ ხელისუფალს, ხოლო შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„ემიგრანტთა განწყობა-გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის“ შრომით მიგრანტებთან ერთად შემუშავდა, რომლებიც თავს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ და უცხოეთში ყოფნისა და სამშობლოში დაბრუნების ღირსეულ პირობებს ითხოვენ.

„გადავწყვიტეთ, საქართველოსთვის ამ ტრაგიკულ დღეს გაგვეგზავნა ეს ორი დოკუმენტი პრემიერ-მინისტრისათვის და მთავრობის წვერებისათვის. ორთავე დოკუმენტი ადასტურებს, რომ „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილმა გენოციდი მოუწყვეს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ამ დოკუმენტების პათოსი მომავალზეა ორიენტირებული. წარსულზე ტირილი, წარსულის კრიტიკა მდგომარეობას ვერ შეცვლის. ვინც ვერ გაიგო, თუ არ უნდა გაიგოს, რა უბედურება მოუტანა საქართველოს მიხეილ სააკაშვილმა თავისივე პოლიტიკური გუნდით, მათთან კამათი და მათი დარწმუნებისათვის დროის გაცდენა აღარ ღირს. ვიფიქროთ მომავალზე და ვიმოქმედოთ ხვალინდელი დღის საზომით – ეს უფრო წაადგება უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ხალხს და ქვეყანას“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

პოლიტიკური საბჭოს წევრის, ცნობილ მეცნიერის, პროფესორ მერაბ ჯიბლაძის აზრით, ამ დოკუმენტებმა ასახვა უნდა ჰპოვოს ქვეყნის პროგრამულ დოკუმენტებში, უპირველესად, სახელმწიფო ბიუჯეტში. ის იმედოვნებს, რომ ამ სახის ანალიტიკური და პროგრამული დოკუმენტები გააძლიერებს მთავრობის სურვილს, გაცილებით მეტად ითანამშრომლოს მეცნიერებთან და პარლამენტს გარეთ მყოფ პარტიებთან.

„მე, როგორც მეცნიერს, ადამიანს საზოგადოებასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილებით, მიმაჩნია, რომ ქვეყნის სასიკეთოდ არ მუშაობს ხელისუფლებაში გამეფებული განწყობა როგორც მეცნიერების, ასევე არასაპარლამენტო პარტიების იგნორირებისა და არასამთავრობო სექტორის გაფეტიშებისა, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის, ეს შიში გვანგრევს, თანამშრომლობა გაგვაძლიერებს“. – აღნიშნავს პროფესორი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *