(ghn) თემურ შაშიაშვილი გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას საჩხერის მოსახლეობასთან უარყოფითად აფასებს
“თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი უარყოფითად აფასებს ქართული ოცნების კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას საჩხერის მოსახლეობასთან. ამის შესახებ თეთრების ლიდერმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა. კიდევ ერთი, რამაც ჩემზე ამაზრზენი შთაბეჭდილება დატოვა: ბრეჟნევის შემდეგ პირველად ვნახე კაცი, რომელიც თავგამოდებით უკრავდა ტაშს საკუთარ ქებას-ეს იყო მარგველაშვილი საჩხერეში. მინდა ვცდებოდე ამ შეფასებებში – ქვეყნისთვის ეს სჯობს. ხალხმა განსაჯოს მართალი ვარ თუ არა ჩემს გამოთქმებში. ყველა ეს სიტყვა ტკივილით დავწერე, რამეთუ მგონია,რომ ხალხი სხვას ელოდა და ელოდება ბატონი ბიძინა ივანიშვილისაგან. კატასტროფაა თვითკმაყოფილება – ხალხი გმინავს გაჭირვებისაგან. კიდევ ერთი და მთავარი- დრო დაადასტურებს ,რომ ეს მაქებრები და ტაშისმკვრელები აძულებენ ხალხს ბიძინა ივანიშვილს, რომ მართლისმთქმელები გადაარჩენენ მასაც და საქართველოსაც. მე მართლისმთქმელებში მინდა ვიყო,განსხვავებით იმ ქამელეონებისაგან, რომლებმაც ქება-დიდებით დაღუპეს დიდი ეროვნული განწყობის ზვიად გამსახურდია, მსოფლიო ავტორიტეტი – ედუარდ შევარდნაძე, პროვინციელი დიქტატორი- მიხეილ სააკაშვილი და დღეს წარმატებულად აკეთებენ ამას ბიძინა ივანიშვილის გუნდში განავარდებულნი.” |