(geonews.ge)თემურ შაშიაშვილი: გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკელები საუცხოოდ ითანამშრომლებენ „სახალხო კრების“ კანდიდატთან

„თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის აზრით, ნინო ბურჯანაძე ამერიკელებისთვის მიუღებელია იმის გამო, რომ ის ვერ გახადეს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი. „ამერიკელები ეუბნებოდნენ ბურჯანაძეს, რუსეთთან კარგი დამოკიდებულება უნდა გქონდესო, მაგრამ როგორც კი ბურჯანაძემ რუსეთისკენ ნაბიჯი გადადგა, მაშინვე „პრორუსად“ შერაცხეს. ვიცი, ამერიკელებს არ მოსწონთ „სახალხო კრება“, მაგრამ მისი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მასთან საუცხოოდ ითანამშრომლებენ“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, –

როგორც თეთრების ლიდერი აცხადებს, „სახალხო კრება“ ვერ დაუჭერს მხარს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წიაღიდან გამოსულ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, თუმცა მზად იყო მხარი დაეჭირა ბიძინა ივანიშვილის, ლევან ვასაძის, მინდია უგრეხელიძის კანდიდატურისთვის, თუკი ისინი მონაწილეობას მიიღებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში.

„ბურჯანაძე გაცილებით ახლოსაა ქართულ ტრადიციებთან. ჩემზე მეტად მას არავინ აკრიტიკებდა, დღეს კი მიმაჩნია, რომ ხალხმა მხარი კრებას უნდა დაუჭიროს და არა ნინო ბურჯანაძეს, ვისაც ბურჯანაძე არ მოსწონს, მისთვის გარანტი ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე და სხვები იქნებიან“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *