(geworld.ge) ნინო ბურჯანაძის გამარჯვება ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაა”

19 ivlisi“ნინო ბურჯანაძის გამარჯვება ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაა”
უამრავ ადამიანს ვხვდები, რომელთათვის ნინო ბურჯანაძე მიუღებელი იყო, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ხმამაღლა ადასტურებს მისდამი მხარდაჭერას, – აცხადებს თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

“ბევრს გაუკვირდება, მაგრამ პირდაპირ ვამბობ და ეს არის “სახალხო კრების” პოზიციაც, რომ ნინო ბურჯანაძის გამარჯვება ამ პოლიტიკურ სიტუაციაში გაცილებით მეტად ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაა, რადგან ბურჯანაძე ივანიშვილს არ დაუპირისპირდება, მაგრამ არც ფეხქვეშ გაეგება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოქმედებაში სრულად იქნას მოყვანილი ბიძინა ივანიშვილის პოტენციალი, რომელსაც “ქართული ოცნება” და კოაბიტაციის პროცესი ულმობლად ანადგურებს”,- აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

პოლიტიკოსის განმარტებით, ეს არჩევნები ან იმას დაადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერია, ან იმას, რომ სუსტი და პატივმოყვარეა. შაშიაშვილი აქვე იმედს იტოვებს, რომ არჩევნები ივანიშვილის სიძლიერეს დაადასტურებს.

“დასაწყებია დიდი სახალხო მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად “ოცნებისა” და “ნაცების” გარეთ – ეს ბიძინა ივანიშვილის გადარჩენაც იქნება”,- მიიჩნევს პარტიის

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *