(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას შანტაჟს უწოდებს

549232_327840980617958_1377696455_n„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მეორე ტურის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, პოლიტიკურ შანტაჟს უწოდებს.

შაშიაშვილის თქმით, იმას, რომ მარგველაშვილის რეიტინგი 70%-ის ფარგლებშია, არავინ დაიჯერებს.

„ნუთუ მართლა ვინმეს სჯერა, რომ მარგველაშვილი წარმატებული მინისტრი იყო, მითუმეტეს, წარმატებული პრეზიდენტი იქნება. ვინ დაიჯერებს, რომ საქართველო დემოკრატიის გზით მიდის, როცა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი – საკრებულოს რიგითი წევრით დაწყებული, გამგებლით, მერით, დეპუტატით, მინისტრით გაგრძელებული და პრეზიდენტით დამთავრებული – ერთი კაცის ხათრით უნდა შეირჩეს“ – აცხადებს თეთრების ლიდერი.

მისი თქმით, რაც დრო გადის, ბიძინა ივანიშვილი მით მეტად სცილდება მის მიერვე დეკლარირებულ მიზნებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *