(primetimenews.ge)თემურ შაშიაშვილი – ივანიშვილს სურს სახელმწიფოს სათავეში მყოფი პირები მისი ხათრით აირჩიონ

შაშოაშვილიმოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება შაშიაშვილმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“საუბარია არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არამედ იმაზე, თუ რამდენად ჯანსაღია მათი ცნობიერება. “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი “თავისუფლების ინსტიტუტის” სათავეებთან იდგა, “სოროსელების” კანდიდატი კი არ შეიძლება იყოს ჯანსაღი, ქართული ცნობიერების, ადამიანი. ბიძინა ივანიშვილი წარმოუდგენელი წარმატებით ებრძვის საკუთარ თავს, როდესაც საზოგადოებისთვის საკუთარი არჩევანის თავზე მოხვევას ცდილობს. ამაზე მეტყველებს ის, რომ ივანიშვილს სურს სახელმწიფოს სათავეში მყოფი პირები მისი ხათრით აირჩიონ”, – აცხადებს თეთრების ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *