(საზოგადოება.ჯი)თეთრები:: ,,გუშინ საქართველოში ქართული განწყობა დამარცხდა“

Tetrebi brთეთრების პარტია 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, ქართული განწყობის დამარცხებად და გარედან შემოგდებული კოაბიტაციის გამარჯვებად აღიქვამს . ამის შესახებ პარტიამ განცხადება გავრცელა, რომელსაც sazogadoeba.ge უცვლელად გთავაზობთ.

„გაზაფხულზე ყველა დაინახავს, რომ დღეს, 27 ოქტომბერს “ოცნება” დაიღუპა და მასონთა მიერ შემოგდებულმა კოჰაბიტაციამ გაიმარჯვა. დღეს ყველაზე გახარებული “თავისუფლების ინსტიტუტია”. უნიკალურია ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული სიხარულით აჭარბებდა გამარჯვებულს. მძიმე ნიშანია. დრო დაადასტურებს, რომ გუშინ საქართველო, ქართული განწყობა დამარცხდა.

დამაფიქრებელია, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა 60 პროცენტზე მეტი არ მივიდა. ვფიქრობთ, ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილის პროტესტი „ქართული ოცნებისა“ და „ნაცების“ მზაკვრული გარიგების გამო. ჩვენთვის გაუგებარია, რა უხარია „ქართულ ოცნებას“. როცა ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა არ გაიზიარა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოწოდება არჩევნებზე მოსვლის თაობაზე, როცა ქვეყანამ მიიღო პრეზიდენტი, რომელსაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 20 პროცენტი უჭერს მხარს, როცა დამნაშავე პოლიტიკური ძალა მეორე ადგილზე გამოვიდა, როცა გარედან ზეწოლის და დანაშაულებრივი გარიგების გამო დამარცხდა ქართული

განწყობის „სახალხო კრება“. როცა ანტიქართული განწყობის გარე ძალებმა შეძლეს, რომ მათ საქართველოში ჰყავთ მათი ინტერესების გამომხატველი მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი – პრეზიდენტი, პარლამენტი, სასამართლო, მთავრობა.

დრო დაადასტურებს, რომ გუშინდელი არჩევნებით დასრულდა დიდი მასონური გამარჯვება საქართველოზე.

გვინდა ვიფიქროთ, რომ სულ მოკლე პერიოდში ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ყველაფერ ამაში თვითონ დარწმუნდება და ეს იქნება დიდი გამარჯვების დასაწყისი,“- ნათქვამია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *