TRX7-NEWS (21.12.2012) — გრძელდება შეხვედრები დასავლეთ საქართველოში პრეიზდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით

gerbi1პარტია „თეთრები“პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნის მემორანდუმით გაერთიანებულ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს დასავლეთ საქართველოში მოსახლეობასთან შეხვედრას და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას.

გუშინ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართა ძალიან გულთბილი და საინტერესო შეხვედრა ქალაქი ინტელიგენციასთან, დარბაზში იმყოფებოდნენ პროფესურისა და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები.

შეხვედრის 300-მდე მონაწილემ ხელი მოაწერა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას.

შეხვედრები გაგრძელდება სამეგრელოს ქალაქებში. დღეს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდებიან მოსახლეობას მარტვილში. ხვალ ზუგდიდსა და ფოთში.

როგორც პარტია „თეთრების“ ლიდერი აღნიშნავს, რომ ჰქონდათ ეს უაღრესად თბილი და საინტერესო შეხვედრები, და მოსახლეობის მხრიდან იგრძნობოდა დიდი გაგება და მხარდაჭერა ამ პროცესების მიმართ.

პარტია „თეთრების“ პრეს-ცენტრი

TRX7-NEWS®

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *