(newsday.ge)თემურ შაშიაშვილი მადლობას უხდის მხარდამჭერებს

თემურ შაშიაშვილი მადლობას უხდის მხარდამჭერებს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა  კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა ხმა ქუთაისში 96-ე საარჩევნო უბანში მისცა. ხმის მიცემის შემდეგ, მან მოკლე კომენტარი გააკეთა. მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და თქვა,რომ დღევანდელმა დღემ ოპტიმისტურად იგი განაწყო.

“მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონია საარჩევნო შტაბები, არ გვყოლია კოორდინატორები და აგიტატორები, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, უამრავმა ადამიანმა გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა.
თბილისიდან, აჭარიდან, ქუთაისდან და იმერეთის რეგიონებიდან, დუშეთიდან, ქართლიდან, კახეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან, სამცხე-ჯავახეთიდან, სრულიად საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონიდან, ქალაქებიდან თუ სოფლებიდან, რაიონებიდან ასევე უცხოეთიდან, მთელი დღის განმავლობაში არ წყდება მხარდამჭერების სატელეფონო ზარები, შეტყობინებები, ადამიანები მიკავშირდებიან და გულწრფელ მხარდაჭერას მიცხადებენ.
დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრია ადამიანი, ვისაც ჩემსავით მიაჩნია, რომ სიყალბე უნდა დავამარცხოთ რათა ქვეყანას ჰქონდეს მომავალი! დიდი მადლობა ამ გულანთებულ ადამიანებს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის!”, – აცხადებს თეიმურაზ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *