(euronews.ge),როგორ ვეკამათო იმ ადამიანს, რომელიც ადიდებს ამერიკას, სააკაშვილს და მის გარემოცვას…”

ეს არის ჩემი რეაქცია,პასუხიც და ლელა კუხიანიძის მიერ ლიეჟის ამ დარბაზში მომხდართან დაკავშირებით დაწყებული საუბრის გაგრძელებაც…(იხ.ლელა კუხიანიძე: რა მესაქმებოდა მე, ჩემს მეუღლეს, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს და საერთოდ იმ ხალხს, ლიეჟში, ვინც ნაციონალურ მოძრაობას წარსულად თვლის !)

წერილის ბოლოს სპეციალურად ვაქვეყნებ ქალბატონი ლელას  გვერდის მისამართს,რომ ბევრმა წაიკითხოს კომენტარები და ნახოს რა ზომით ბოროტდებიან ადამიანები.ამ მასალის წაკითხვის შემდეგ გონიერი ადამიანი დარწმუნდება,რატომ გაურბის ჩემთან კამათს სააკაშვილი,რატომ მაქვს დახურული,როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური სატელევიზიო სივრცე …მართალი ტელევიზია კი ქვეყანაში არ არის.როგორც ჩანს,ხალხმა უნდა შექმნას და ეს დიდი პროცესის დასაწყისი გახდება..

და კიდევ ერთი,ტექსტის ბოლოს იმათთვის,რომელთაც გულწრფელად აინტერესევთ ვინ ვარ მე, ვაქვეყნებ იმ გვერდის მისამართს,რომელზე გაცნობაც ბევრ რამეზე დააფიქრებთ,თუნდაც ჩემი ხელწერილი ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით,რომლის მსგავსის გამოქვეყნებაზე უარი თქვა სააკაშვილმა..თუნდაც ჩემი წერილი -“მეცნიერთა მხარდაჭერით შეუძლებელს შევძლებთ”,სადაც საუბარია იმაზე,რაც მე გავაკეთე,რასაც მოქკავშირის მონა-მორჩილი პრესა,ტელევიზია მალავდა, სააკაშვილის გენმდივნობის დროს….თუნდაც იმას,რატომ არ გვქონდა შუქი,როცა ენერგეტიკა ქართველების ხელში იყო და რატომ გვაქვს,როცა სააკაშვილმა რუსებს გადასცა….გაიგებს ,თუნდაც,იმას რატომ ვამბობ სააკაშვილზე 1997 წლიდან,რომ ის არის არასერიოზული , გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში…გაიგებს იმას,რატომ არ შევედი მოქკავშირში და რატომ არ მივიღე შევარდნაძის წინადადება – მიხეილ სააკაშვილთან,ზურაბ ჟვანიასთან გაერთიანებისა და ქვეყნის სადავეების ამ სამეულის მიერ აღების თაობაზე…კიდევ ბევრ სხვა რამესაც..

ამ შესავლის შემდეგ, ჩემი პასუხი:

სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ,სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ!

სიძულვილს მხოლოდ სიყვარული დაამარცხებს. თქვენ,ჩვენ;მორალური და ზნეობრივი ადამიანები ამ გზით ვივლით.თქვენ გვერდზე განოქვეყნებული ამ მასალის ჯომენტარებმა დამანახა გაბოროტებული ადამიანები.საცოდავი ხალხია.მათთვის უნდა ვილიცოთ.

შეცოდების გარდა რა უნდა მქონდეს იმ ადამიანის მიმართ,რომელიც ამბობს,რომ მე ნოდარ ნათაძესთან ერთად კარავში ვიყავი 2011 წელში.როგორ უნდა ვიკამათო ასეთი ტყუილის მთქმელთან.ჩემ ცხოვრებაში კარავში მთის გარდა არასდროს ვყოფილვარ…

ან როგორ ვეკამათო ბოლშევიკური აზროვნების იმ ადამიანს, რომელსაც არ ახსოვს,რომ კომუნისტურ პარტიაში იყვნენ მუხრან მაჭავარიანი,ნიკო ჭავჭავაძე, აკაკი ბაქრაძე,ჩემი მასწავლებელი ჟიული შარტავა და უამრავი,რომელთაც სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლო და ქვეყნის ინტერესები…

ან იმ ადამიანთან,რომელიც აქებს და ადიდებს ამერიკას,სააკაშვილს და მის გარემოცვას ამერიკული პროგრესის მატარებლად მიიჩნევს და სხვა ყველა რუსეთის მომხრე ვართ…არც ის ახსოვს,ქართული ეკონომიკა სააკაშვილის დროს რომ გადავიდა რუსეთის ხელში,რომ კგბ ს გენერალ, ვინმე გენერალოვის,ათწლეულებია რუსეთის დუმის წევრის ,-ხელის ბიჭი ნაყოფიაა სააკაშვილის მთავარი ფინანსისტი,რომლის მეშვეობიღაც საქართველოს ოქროს სავადოები და საერთოდ უდიდესი სიმდიდრე გადავიდა რუსეთის ხელში…არც ის ახსოვს,რომ სააკაშვილის ლამის მთელი ოჯახი კომუნისტი იყო,რომ ბაბუა მიხეილ სააკაშვილი 1937 წელში,როცა მთელი ინტელიგენცია დახვრიტეს და დაიჭირეს,ნაშინ,19 წლის ასაკში სტალინის რეკომენდაციით გახდა მოსკოვის ბოლშევიკური პარტიის წევრი,რომ სააკაშვილის დედა კომკავშირის პრემიის ლაურეატია,რომ სააკაშვილი კომკაცშირის ცკ-ს რეკომენდაციით მოეწყო კიევის დიპლომატიურ სასწავლებელში,რომ მათი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეპარტიის ჭიათურის ქალაქკომის პირველი მდივნის შვილია,რომ ჯერ პირველ მდივბად ,შემდეგ მინისტრად შევარდნაძის რეკომენდაციუთ დაინიშნა,რომ ვაშაძის მთელი კარიერა მის რუს სიმამრთან,უმდიდრეს ბანკირთან და სსრკ ს საგარეო საქმეთა მინისტრ შევარდნაძესთანაა დაკავშირებული….

ან როგორ ვიკამათო “რუსთავი-2”-თან,რომელუც ამ ფაქტებზე დუმს;რომელუც ზიზღით ლაპარაკობს ყველაზე,ვინც სააკაშვილს არ აქებს და არ ადიდებს,რომელმაც ერთი წუთი არ დამითმო,როგორც პრეზიდენტობის კანდიდას…და,რომლის ბოროტების შედეგი ვნახე უცხოეთში,რომელმაც თქვა,რომ სააკაშვილზე თავდასხმა მინდოდა.

აშკარაა,რომ სააკაშვილს აძლიერებს დღევანდელი ხელისუფლების უკიდურესი სისუსტე.დარწმუნებული ვარ,”ხალხის წერილს 1 მარტამდე კიდევ მეტი შემოუერთდება და ამ წერილმა თუ არ შეცვალა სიტუაცია,მაშინ ხალხმა უნდა შეცვალოს ხელისუფლება.

უცხოეთის შეხვედრებმა დამარწმუნა,რომ საქართველოს მომავალი არც ნაცმოძრაობასთან და არც ოცნებასთან არ არის დაკავშირებული , რომ ვიდრე სააკაშვილი და ივანიშვილიარიან პოლიტიკაში ,საქართველოში სიკეთე არ იქნება.ისინი ერთმანეთს ასაზრდოებენ პოლიტიკურად,ქვეყანას კი ყოფენ ორ დაპირისპირებულ ბანაკად…ასეთი დაპირისპირება კი დამანგრეველია, აძლიერებს სიყალბეს და პოლიტიკურ მაფიას.

მწამს და მჯერა,ქვეყნის მომავალი არც ბელადთან ,მით უფრო,არც სიყალბეზე აღმოცენებულ სააკაშვილთან და არც მილიარდელ ოლიგარქთან არ არის დაკავშირებული…საქართველოს მომავალი განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული.

რაც მეტი გააცნობიერებს ამას,მით უკეთესი ქვეყნისა და ხალხისთვის,ყოველი ოჯახისა და თითოეული ჩვენგანისთვის!

ეს არის ქალბატონ ლელა კუხუანიძის გვერდის მასალა კომენტარებითhttps://m.facebook.com/story.php?story_fbid=2158113434256567&id=100001737951118

ეს არის მასალა ჩემ შესახებ: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1839297706181890&id=100003050343517

აქ ნახავთ ჩემს აზრს სააკაშვილზე: http://www.tetrebi.org/?s=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

კომენტარები
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *