პროექტი “თეთრი სტატისტიკა” (2009წ)

gerbi1“თეთრების”, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის, დიმიტრი ყიფიანის საზოგადოების ახალი პროექტი “თეთრი სტატისტიკა” – დაიწყო.

დღეს “თეთრების” ვებ-გვერდზე www.tetrebi.org გაიხსნა სპეციალური ბლოკი “თეთრი სტატისტიკა”. უკვე გამოქვეყნებულია ერთობლივი განცხადება, 6 სექტემბერს ექსპერტთა მონაწილეობით ჩატარებული პრაქტიკული კონფერენციის ვიდეომასალა, დოკუმენტი თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის თაობაზე – იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სიით, რომელთაც მიიღეს დახმარება თბილისელთა ბიუჯეტიდან. ხვალ გამოქვეყნდება “თეთრების” ოფისში ჩატარებული პრესკონფერენციის ვიდეომასალა.

ამ ბლოკის გახსნით პროექტის ავტორები თანამშრომლობისთვის იწვევენ ყველას ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობდეს რეალურ ცვლილებებში. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელისუფლებო მედიამ უპირველესად ტელევიზიებმა უაღრესად ნეგატიური გავლენა მოახდინეს საქართველოს მოსახლეობაზე და დღეს რეალურად ქვეყანა ცხოვრობს “ნაციონალური ხელისუფლების” “შავი სტატისტიკით”. ასეთ დროს საუბარი “თეთრ სტატისტიკაზე” , მართლაც, რეალურ პოლიტიკურ ომს ნიშნავს. პროექტის ავტორები თვლიან, რომ “თეთრების” “თეთრი სტატისტიკა” “ნაციონალური ხელისუფლების” შავი სტატისტიკის წინააღმდეგ – პრაქტიკულად ნიშნავს ხელისუფლების ლამაზ ტყუილებთან ხალხის მწარე სიმართლის დაპირისპირებას. ეს კი, მართლაც, მძიმე პროცესი იქნება.

მომავლის საქართველო ეს არის “თეთრი სტატისტიკის” საქართველო, როცა მდგომარეობის მთავარი საზომი ხალხი იქნება და არა ხელისუფლება, როცა ხელისუფლება იქნება ხალხის მსახური და არა ხალხი ხელისუფლების, როგორც ეს დღეს არის. ყოველ პარასკევს, 18 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ექსპერტთა მონაწილეობით გაიმართება პრაქტიკული კონფერენციები მიმართულებების მიხედვით. შაბათ-კვირას საორგანიზაციო კომიტეტი გაანალიზებს კონფერენციის მასალებს. ორშაბათობით გაიმართება “თეთრების”, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის, დიმიტრი ყიფიანის საზოგადოების გაერთიანებული შეხვედრები. ყოველ სამშაბათს მასალები წარედგინება პრესკონფერენციას, რომელზეც პასუხი გაეცემა არამარტო ჟურნალისტთა, არამედ ყველა დაინტერესებული პიროვნების, ექსპერტთა და ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა კითხვებს, რომლებიც არ დაეთანხმებიან “თეთრ სტატისტიკას” 18 აგვისტოს პროფესორი, ამერიკის ფიზიკური აკადემიის წევრი ბატონი მერაბ ჯიბლაძე წარმოადგენს განათლების “თეთრ სტატისტიკას”
პროექტის “თეთრი სტატისტიკა” საორგანიზაციო ჯგუფი
2009.08.09

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *