TRX7-NEWS (27.12.2012) — თემურ შაშიაშვილი: აუცილებელია, რომ წერტილი დაესვას ჩასაფრებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ჩასაფრებულ პრეზიდენტ სააკაშვილს

4ნაციონალურ მოძრაობას“ და ჩასაფრებულ პრეზიდენტ სააკაშვილს

თუ გვინდა, რომ შესრულდეს „ქართული ოცნების“ ყველა წინასაარჩევნო დაპირება და რეალობაში განხორციელდეს ის საუცხოო პროგრამა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართველი მეცნიერებისა და უცხოელი ექსპერტების დახმარებით შექმნა, აუცილებელია, რომ წერტილი დაესვას ჩასაფრებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ჩასაფრებულ პრეზიდენტ სააკაშვილს!, -აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების” ლიდერმა, შეაჯამა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დასავლეთ საქართველოში გამართული აქციები.

მისი თქმით სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას ხელი უკვე 300 ათასმა ადამიანმა მოაწერა და ძალიან მალე ეს რიცხვი 500 ათასამდე გაიზრდება!

თეთრების ლიდერი განმარტავს, იმ სარჩელსაც რომელიც 30 ზე მეტმა ორგანიზაციამ, მათ შორის პარტია „თეთრებმა“ შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში.

„საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. კონსტიტუციით, სააკაშვილს ეს ვადა 2013 წლის 5 იანვარს ეწურება, ხოლო ინაუგურაციიდან 5 წელი – 20 იანვარს.

მე ვეკითხები ამერიკას – თქვენთან ვინმე დაუშვებს იმას, რომ პრეზიდენტმა თავის საკონსტიტუციო ვადას თუნდაც ერთი კვირა გადააცილოს? თუ ეს ამერიკაში არ შეიძლება, საქართველოში რატომ შეიძლება?!
სააკაშვილის პრეზიდენტობა 2013 წლის იანვარში უნდა დასრულდეს და თუ სააკაშვილი 20 იანვრამდე არ გადადგება, მაშინ პარალმენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მის იმპიჩმენტის პროცედურა!“

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *