(ახალი თაობა)4 იანვარს კონსტიტუციის დასაცავად შევიკრიბოთ

50 ორგანიზაცია საგანგებო მიმართვას ავრცელებს

mitingi 1მომავალი წლის 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი არალეგიტიმური გახდება. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს ქვეყანა 5 წლის  ვადით ირჩევს. სააკაშვილი კი მეორე ვადით მოღვაწეობას 2008 წლის 20 იანვარს შეუდგა. ონავარმა პრეზიდენტმა და მისმა ნაცმოძმა კონსტიტუცია მრავალგზის დაიმხეს თავზე. იქ ჩაწერეს მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

საოცნებო პარლამენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არ აპირებს. საზოგადოების ერთი ნაწილი კი ითხოვს,რომ სააკაშვილმა პოსტი იანვარში დატოვოს. მათ უკვე შეაგროვეს ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერა. ისინი 4 იანვრიდან საპროტესტო აქციებს იწყებენ.

აქციის ორგანიზატორებმა ქართველ ხალხს საგანგებოდ მიმართეს.”ახალი თობა” ამ მიმართვას სრულად გთავაზობთ.

ქვეყანაში რეალურად შექმნილმა საგანგაშო მდგომარეობამ, რაც დადსტურდა მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრების დროს სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში, დაგვარწმუნა იმაში, რომ დიდი ერთობის გარეშე ქვეყანაში მშვიდობა ვერ დაისადგურებს, ეჭვის ქვეშ დგება ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით შექმნილი საქართველოს მომავლის პროგრამა, რომლის მხარდაჭერა პირველი ოქტომბრის არჩევნებზე დაადსტურა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ.

სამწუხაროდ აშკარაა, რომ საქართველოს დღევანდელი უბედურება დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პრეზიდენტ სააკაშვილთან. პრეზიდენტი კვლავ დაპირისპირებაზეა ორიენტირებული. ყოველი მისი გამოსვლა ტრაგიკომედიაა და აშკარა დადასტურებაა მისი უუნარობის.

მოაზროვნე ადამიანისათვის ყოვლად მიუღებელია პრეზიდენტის ასეთი ქმედებები და მართლაც კომიკურია, რომ ქვეყნის მთავარსარდალი თავს ოპოზიციონერად აცხადებს და ქვეყნის მთავრობას ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში.
სწორედ ამიტომ ჩვენ, პრეზიდენტის გადადგომით გაერთიანებულ მემორანდუმში წარმოდგენილი ორმოცდაათამდე ორგანიზაცია პატივისცემით მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო სექტორს და საქართველოს მოსახლეობას და ვდგამთ პირველ ნაბიჯს იმ ძალთა კონსოლიდაციისათვის, რომელთაც შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი პრეზიდენტის გადადგომაში და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაში მიაჩნიათ.

ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მოქალაქეთა გაერთიანებასთან რომელიც იზიარებს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრდება 2013 წლის 20 იანვარს.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი, მშვიდობიანი და დემოკრატიული და ადასტურებდეს, რომ ეს არის ბრძოლა ღირსებისათვის.

ღირსება აქვს იმ ხალხს, რომელიც იცავს თავისი ქვეყნის კონსტიტუციას და იმ მოთხოვნას, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით.
მოგიწოდებთ! 2013 წლის 4 იანვარს 13:00 საათზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ყველამ ერთად წარვადგინოთ ხალხის მოთხოვნა-ულტიმატუმი და ამით დავეხმაროთ მიხეილ სააკაშვილს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციურად არის მართალი, ხოლო ქვეყნისთვის ღირსეული.

ერთსულოვანი საპროტესტო მუხტი შედეგს გამოიღებს და სააკაშვილი ვეღარ შეძლებს თვითნებურად გაიხანგრძლივოს ვადა 2013 წლის ოქტომბრამდე, თვითნებურად დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტი.  – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის გადადგომის მემორანდუმით გაერტიანებული 50 ორგანიზაციის სახელით

რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ელგუჯა ბურდული, რეზო ძოძუაშვილი,  ვახტანგ ტატიშვილი, ნიაზ ბოლქვაძე, ზაზა ხატიაშვილი, იური ვაზაგაშვილი, ლაშა ჩხარტიშვილი, ნუგზარ კახნიაური, ავთანდილ იოსელიანი, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, ანზორ ბაბუხადია, გიზო შარვაშიძე, მარინა კაჟაშვილი, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი, შოთა ზოიძე, ლელა ნაცვალაძე, ედიშერ რევიშვილი, გულიკო გაბაძე, დავით თედორაძე, თეიმურაზ კვარაცხელია, ალექსანდრე კობაიძე, ნინო ჩხობაძე, გიორგი ჟორჟოლიანი, ნიკოლოზ მჟავანაძე, გურამ ჩხაიძე, გიორგი ახმეტელი, ირაკლი გიორგაძე, ნუნუ მუმლაძე, შოთა ჩხეიძე, ტიტე ლეფსაია, ნანა შარაშიძე, თამარ სამსონიძე, მარინე გოშაძე, ფრიდონ ინჯია, გიორგი შარვაშიძე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *