(ივერონი)თემურ შაშიაშვილი – პრეზიდენტს ღირსეული გადაწყვეტილების მიღებაში ვეხმარებით

4თემურ შაშიაშვილის განცხადებით, საზოგადოება ეხმარება პრეზიდენტს, რათა მან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ შაშიაშვილმა, რომელიც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას უერთდება, “ივერონის” პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“პრეზიდენტი სინანულის ნაცვლად, თავდასხმაზეა გადასული. მისი საახალწლო მილოცვა, არა მილოცვა, არამედ ხალხზე ბოროტების გადმოფრქვვა იყო. ჩვენ მოვითხოვთ კონსტიტუციის დაცვას. კონსტიტუციის თანახმად კი, მას საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ პრეზიდენტობა თავის დროზე არჩევნების გაყალბებით იყო მითვისებული. ჩვენ მას ვეხმარებით მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *